ამერიკელი სამთო ინჟინრის გადაღებული მე-20 საუკუნის 20-იანი წლების თბილისის უნიკალური კადრები - კვირის პალიტრა

ამერიკელი სამთო ინჟინრის გადაღებული მე-20 საუკუნის 20-იანი წლების თბილისის უნიკალური კადრები

ამერიკელი სამთო ინჟინერი ჩარლზ ედუარდ სტიუარტი, რომელიც საბჭოთა კავშირში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა, როგორც ჩანს, ისე მოხიბლა ჩვენმა დედაქალაქმა, რომ მისი ფირზე ასახვა გადაწყვიტა. უნიკალური კადრები დაახლოებით გასული საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს არის გადაღებული. როგორც ირკვევა, დოკუმენტური ფილმი სახელად: "თბილისი - ქართული ედემი" სამთო ინჟინერმა ამერიკელი კინოპროდიუსერის უილიამ პიზორის დახმარებით გადაიღო.

უილიამ პიზორი აშშ-ში პენსილვანიაში 1890 წელს 6 თებერვალს დაიბადა. თავდაპირველად კინოკარიერა მან ვერტერნის ჟანრის მოკლემეტრაჟიანი ფილმებით დაიწყო, 1920-იან წლებში კი აქტიურად მუშაობდა კომედიურ ჟანრშიც.