"ლობანოვსკი მეძახის და მეუბნება, მარადონა უნდა დაიჭიროო!" - როგორ გააჩერა სულაქველიძემ მარადონა?
11-03-2018
"ლობანოვსკი მეძახის და მეუბნება, მარადონა უნდა დაიჭიროო!" - როგორ გააჩერა სულაქველიძემ მარადონა?
თენგიზ სულაქველიძის კარიერაში არაერთი ბრწყინვალე მატჩი ყოფილა, თუმცა თბილისის "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრების ვარსკვლავს არასოდეს დაავიწყდება 1988 წლის 31 მარტო. ამ დღეს "ჭომამ" ურთულესი გამოცდა ფრიადზე ჩააბარა და თვით დიეგო მარადონას ნეიტრალიზება შეძლო.

გერმანულ ოთხთა ტურნირზე საბჭოთა კავშირის ნაკრებმა 4:2 მოუგო ვარსკვლავებით გატენილ არგენტინას. გოლები ზავაროვმა, ლიტოვჩენკომ და პროტასოვმა (დუბლი) მიითვალეს, თუმცა მაშინდელი მსოფლიო მედია უფრო რიონის პირად გაზრდილ სულაქველიძეს აქებდა - მართალია, დიეგომ ერთი გოლი მაინც შეაგდო, თუმცა
მთელ რიგ ეპიზოდებში ის თენგიზმა უბრალოდ არ გაანძრია.

რა და როგორ იყო ამ შეხვედრაში? ამის თაობაზე თავად თენგიზ სულაქველიძეზე უკეთესად ვერავინ გვიამბობს.

"1988 წელი იყო, ეს შეხვედრა ბერლინის "ოლიმპიაშტადიონზე" შედგა. ევროპის ჩემპიონატისათვის ვემზადებოდით. ეს იყო ჩემი ბოლო დიდი ტურნირი კარიერაში. იმ დროისთვის ნათამაშები მქონდა მსოფლიოს
პირველობაზე და ოლიმპიადაზე. მინდოდა, ევროპის ჩემპიონატზეც მეთამაშა და საბოლოოდ ეს შევძელი კიდეც, მაგრამ მაშინ რა ვიცოდი, რომ ეს ასე იქნებოდა?

არგენტინასთან თამაშამდე მეძახის საბჭოთა კავშირის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვალერი ლობანოვსკი და მეუბნება, დიეგო მარადონა უნდა დაიჭიროო. როგორი საქმეა, მარადონაო... მაშინ ის ნომერ პირველი ფეხბურთელი იყო მსოფლიოში.

გამოვედი ოთახიდან და ვფიქრობ: რაღა მე ამომარჩია - მეთქი? არადა, ევროპის ჩემპიონატისათვის შემადგენლობა ჯერ არაა შერჩეული და თუ ვერ ითამაშებ, ვერ მოხვდები შემადგენლობაში, გამოგიშვებენ სახლში..." გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით