სტალინი - მეორეს, ხორავა და ბაღაშვილი კი ბანს ამბობდნენ - რატომ გამოკეტეს სტალინის ფავორიტი მსახიობი ფსიქიატრიულში?!
01-04-2018
სტალინი - მეორეს, ხორავა და ბაღაშვილი კი ბანს ამბობდნენ -  რატომ გამოკეტეს სტალინის ფავორიტი მსახიობი ფსიქიატრიულში?!
სტუმრად სტალინთან

"გიორგი სააკაძე" ეკრანებზე 1943 წელს გამოვიდა, ამის შემდეგ კი სპარტაკ ბაღაშვილი კინოსტუდიასთან არსებულ სკოლას ამთავრებს. ერთხელ სტალინს ამ ფილმის შემოქმედებითი გუნდის რამდენიმე წევრი: აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, სპარტაკ ბაღაშვილი გაგრაში, თავის აგარაკზე მიუწვევია. ამ საქმის ორგანიზება იმდროინდელ ცეკას მდივანს, კანდიდ ჩარკვიანს დაევალა. სტუმრები სტალინის აგარაკზე რამდენიმე დღით დარჩნენ. მასპინძელი სტუმრებს უმთავრესად, ქართულად ელაპარაკებოდა, იშვიათად ურევდა რუსულს. მათთან ერთად მღეროდა კიდეც: აკაკი ვასაძე პირველ ხმას, სტალინი - მეორეს, ხორავა
და ბაღაშვილი კი ბანს ამბობდნენ.
როცა სპარტაკს მასპინძლისთვის ოტელოს მონოლოგი წაუკითხავს, სტალინს ყურადღებით მოუსმენია, ბოლოს გადახვევია და უთქვამს, - საქართველოს კიდევ ჰყოლია ლადო მესხიშვილიო. გამართული ქართულიც ხაზგასმით შეუქია მსახიობისთვის: ასეთი მოქართულე კაცი ერის ღირსებააო.

პიროვნული თვისებები

მსახიობის ცხოვრებაში მორიგი უსიამოვნო ფაქტი 1953 წელს ხდება, სპარტაკ
ბაღაშვილს კინოსტუდიაში ნათქვამი რაღაც უწყინარი ფრაზა, უფრო კონკრეტულად კი, ანეკდოტი ანტიკომუნისტურ გამონათქვამად ჩაუთვალეს, რაც მისი დაკავების მიზეზი გახდა. მსახიობი ჯერ "ცეკას" სარდაფში ჩასვეს, შემდეგ ორთაჭალის ციხეში, ბოლოს კი პეტერბურგში გადაასახლეს. მსახიობი იქ ციხის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს. მისი მეუღლე ჯერ პეტერბურგში ჩავიდა, შემდეგ მოსკოვში გაემგზავრა, რომ იქ ეთხოვა სპარტაკის გათავისუფლება. ორ წელზე მეტი და დიდი ძალისხმევა დასჭირდა საიმისოდ, რომ ქმრისთვის თავისუფლება მოეპოვებინა.

1963 წლიდან ბაღაშვილი კვლავ გამოჩნდა გადასაღებ მოედანზე: ჯერ იყო "თეთრი ქარავანი", მერე "ხევისბერი გოჩა". ამ უკანასკნელის გადაღებისას, ერთ-ერთ სუფრაზე, სპარტაკ ბაღაშვილისთვის პატივისცემის ნიშნად ადგილობრივებს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვიათ და შვლის მწვადები მიურთმევით, მას კი სუფრა მიუტოვებია. საერთოდ, ბუნება ძალიან უყვარდა და ცდილობდა, ეს შვილისთვისაც ჩაენერგა. წერდა ლექსებს და შეეძლო, საათობით მჯდარიყო ბიბლიოთეკაში. შვილი - მანანა სკოლაში თავად მიჰყავდა, ოპერასა და თეატრებში დაატარებდა და დიდ ყურადღებას აქცევდა მისი სწავლა-განათლების საკითხს.

უკანასკნელი როლი გენო ხოჯავას "კოლხურ ბალადაში" ითამაშა. თუმცა, მანამდე იყო: "მე ვხედავ მზეს", "ცისკრის ზარები", "ვედრება", "დიდოსტატის მარჯვენა", "მთვარის მოტაცება" და სხვა. სიცოცხლის ბოლო წლებში ბევრს საუბრობდნენ მის სულიერ აშლილობაზე. ხედავდნენ, ქუჩაში დადიოდა და ლექსებს კითხულობდა.
რეზო ინანიშვილი წერდა: "შემოვიდა ერთხელაც, თითქოსდა გულმოდგინედ ათვალიერებდა კედლებს, ჭერს. ბოლოს გაგვიმარტა: ადამიანის შვილმა თავიდანვე რომ იცოდეს, სად მოდის, რა ელის, ვერავითარი მარწუხებით ვერ გამოიყვანენ დედის საშოდანო!...
...რაღაც მოხდა რადიკალური, ფიზიკურად მოტეხილი, შეუკავებლად ეტანებოდა არაყსა და ლუდს, ეს იყო ყველაზე საშინელი შხამი მისთვის და დაიღუპა 1977 წლის 30 იანვარს. ბევრს ჰგონია, რომ დაიღუპა ქუჩაში, თოვაში, მაგრამ ასე არ იყო. გარდაიცვალა შინ, ლოგინში... ქალებს არ აძლევდა უფლებას, თავზე სდგომოდნენ. აგონიის დროს სიძეს, ძლიერ ახალგაზრდა კაცს ეჭირა მისი ხელი. არ იწვალაო ძალიან, სიკვდილის დროს თანდათან დაადგა თურმე სახეზე ნათელი". იხილეთ სრულად


ანა კალანდაძე
ციცო
02 აპრილი 2018 03:28
არა მგონია რომელიმე მსხახოიბს ისეთი გულით გამოთხოვება ეღირსოს როგორი
ღირსებითაც მთელმა ქართველმა ერმა გააცილა უკანასკნელ გზაზე ეს ცოცხალი ლეგენდა კაცი !
კაცი რომელთანაც არაერთხელ გვისაუბრია ახალგაზრდებს მუშტაიდის ბაღში .ის საუბრობდა და ჩვენ კი არც ვაქცევდით ყურადღებას რას ამბობდა !
ჩვენთვის მთავარი იყო რომ მის გვერდში ვიყავით და ვუყურებდით და მისი ბუმბერაზი ხმა გვესმოდა!
ასეთები ხომ საუკუნეშიც არ იბადებიან .სამწუხაროდ!

რედაქტორის რჩევით