"მამისთვის ასეთი პასუხი შეიძლებოდა გაეცა ფაშისტს" - რა უპასუხა შევარდნაძემ ძმებ ივერიელებზე დასმულ შეკითხვას? - კვირის პალიტრა

"მამისთვის ასეთი პასუხი შეიძლებოდა გაეცა ფაშისტს" - რა უპასუხა შევარდნაძემ ძმებ ივერიელებზე დასმულ შეკითხვას?

1990 წელს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტში შეიქმნა თვითმფრინავის გატაცების ცდის შემსწავლელი დროებითი კომისია, რომლის თავმჯდომარე ვიქტორ დომუხოვსკი გახლდათ. საქმის მასალების შესწავლის შემდეგ ვიქტორ დომუხოვსკიმ რამდენჯერმე მიმართა სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრს - ედუარდ შევარდნაძეს, ეპასუხა, თვითმფრინავის გატაცების მცდელობასთან დაკავშირებულ კითხვებზე.

1991 წლის ნოემბრის დასაწყისში ვიქტორ დომუხოვსკი და ედუარდ შევარდნაძე ერთმანეთს შეხვდნენ. დაკითხვა 50 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. თბილისში ჩამოსულ ვიქტორ დომუხოვსკის ტექსტის რედაქტირებაში მისივე მეუღლე რუსუდან კიკალეიშვილი დაეხმარა.

გთავაზობთ ამონარიდს დაკითხვის ოქმიდან:

დომუხოვსკი: არსებობს ერთი ლეგენდა, მინდა სიმართლე ვიცოდე. როცა ძმები ივერიელების მამა გეახლათ და შვილების შეწყალება გთხოვათ, ვითომ თქვენ გითქვამთ, რომელი შევიწყალოთო. მართალია?

ამან გააცოფა.

შევარდნაძე: ასეთი პასუხი შეიძლებოდა გაეცა ფაშისტს, ცინიკოსს, არამზადას, როგორ არა გრცხვენიათ, თუ მართლა გგონიათ, რომ შეიძლებოდა ასე მეპასუხა, საერთოდ როგორ მელაპარაკებით. ჩემი ბრალი არაფერი არ არის. ვისი ბრალიც არის პასუხიც იმას მოჰკითხეთ. იხილეთ შევარდნაძის დაკითხვის ოქმი სრულად