"საყვარელ მამაკაცზე დაქორწინებას აპირებდა, მაგრამ" - მკვლელობა, რომელიც დღემდე გაუხსნელია - კვირის პალიტრა

"საყვარელ მამაკაცზე დაქორწინებას აპირებდა, მაგრამ" - მკვლელობა, რომელიც დღემდე გაუხსნელია

მას ელისაბედ შორთი ერქვა და გასაოცრად ლამაზი იყო: რძისფერი კანი, შავი თმა, ლურჯი თვალები და თხელი, დახვეწილი კიდურები ჰქონდა. სხვა გოგონების მსგავსად, ელისაბედიც ჰოლივუდის ვარსკვლავობაზე ოცნებობდა. მის სურვილს ასრულება არ ეწერა, რადგან ვიღაცამ მისი სასტიკად მოკვლა განიზრახა...

1947 წლის 15 იანვარს პოლიციას უცნობმა ქალმა დაურეკა და განუცხადა, რომ ლოს-ანჯელესის უკაცრიელ ადგილზე ახალგაზრდა ქალის დასახიჩრებული გვამი აღმოაჩინა.

ადგილზე მისული პოლიციის თანამშრომლები გაოგნებულები იყვნენ ნანახით. ახალგაზრდა ქალის სხეული აკურატულად იყო შუაზე გადაჭრილი და სისხლის კვალი არსად ჩანდა.

მკვლელობას საიდუმლო სახელი - "შავი გეორგინი" უწოდეს. ამერიკის ისტორიაში ეს ყველაზე საიდუმლოებით მოცული მკვლელობაა.

ვინ არის ელისაბედ შორთი?

სიცოცხლეში ელისაბედი ლამაზი, მაგრამ უბედური იყო. ფაიფურის თოჯინასავით მომხიბლავ გოგონას მუდამ შავი ფერის სამოსი ეცვა.

ელისაბედის მშობლები განქორწინდნენ, როცა გოგონა 6 წლის გახდა. დედას მარტოს მოუხდა ოთხი შვილის გაზრდა. თანაც, ამერიკული საყოველთაო დეპრესიის პერიოდში.

17 წლის ელისაბედი უკეთესი ცხოვრების ძიებაში მაიამიში გაემგზავრა. კაფეში მიმტანად მუშაობდა და თავდავიწყებით შეუყვარდა სამხედრო. შეიძლება წყვილი დაქორწინებულიყო კიდეც, მაგრამ მამაკაცი ომში საბრძოლველად გაემგზავრა. ელისაბედი დაჰპირდა, რომ დაელოდებოდა. სურდა, საყვარელ მამაკაცზე დაქორწინებულიყო, მაგრამ იღბალი "სიურპრიზს" უმზადებდა.

გაგრძელება