"გადაღებიდან შინ ლოყააწითლებული დაბრუნდა. - რა გჭირს, გრიმი გისვია-მეთქი? - გაოცებულმა ვკითხე. - გრიმი კი არა, ბელას თითები მატყვიაო, - გაბრაზებულმა მიპასუხა. თურმე, ბელა მირიანაშვილს მეტისმეტად გამეტებით გაურტყამს სილა"
რამდენიმე წლის წინ, შინ რომ ვეწვიე, დანანებით მითხრა: "ჩემს ყველაზე დიდ შეცდომად თეატრიდან წამოსვლა მიმაჩნია. აკაკი ხორავამ ხალხიც კი გამომიგზავნა, - გაიგეთ, გივის რამე ხომ არ უჭირს, რატომ არ მოდის თეატრშიო? - მაგრამ მე მაინც კინო ვამჯობინე..."
საქართველოს სახალხო არტისტი, გივი
თოხაძე 6 წლის წინ, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა და ბოლო პერიოდში საზოგადოებაში დიდად არც ჩნდებოდა, შესაბამისად, XXI საუკუნის თაობა, ფაქტობრივად, ხეირიანად არც იცნობს მას. თუმცა, სწორედ "იმ შეცდომამ" - კინომ შემოგვინახა ამ საოცრად ნიჭიერი მსახიობის ხსოვნა, მისი შესანიშნავი გარეგნობა და ხმის ტემბრი, რომელიც ქართული კინოს ნებისმიერი ასაკის გულშემატკივარ-მოყვარულებმა იციან.
16-17 წლის ყოფილა, დიდი სამამულო ომი რომ დაიწყო. მისი ძმა ლენინგრადში (დღევანდელ სანქტ-პეტერბურგში) დაღუპულა, მამა, თურმე, კავკასიის მთებს იცავდა, ექიმი დედა კი ჰოსპიტალში დაჭრილებს მკურნალობდა. თავად ბატონი გივის მონათხრობით ვიცი:
"ყველა ჩემი ახლობელი რომ წაიყვანეს ომში, მე კი არ მიძახებდნენ, კომისარიატში მივედი და ვიკითხე, 1922 წელს ვარ დაბადებული და რატომ არ მიგყავართ-მეთქი? ამის შემდეგ წამიყვანეს, ოღონდ ჯერ, რატომღაც, ბაქოს სამხედრო სასწავლებელში. მხოლოდ 3 თვის შემდეგ აღმოვჩნდი ფრონტის ხაზზე. დედამ წერილი მომწერა: რომ იცოდე, რა დამიჯდა ჯარიდან შენი გათავისუფლებაო! - თურმე, მისი ძალისხმევით გამიშვეს სასწავლებელში, მაგრამ მაინც მოვხვდი ფრონტზე".
გივი თოხაძის 13 წლით უმცროსი მეუღლე, პიანისტი, წლების განმავლობაში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მეორე ხელოვნების სკოლის დირექტორი, ქალბატონი ლაურა იაშვილი მიამბობდა:
- ომიდან დაბრუნებულს, სამედიცინო ინსტიტუტში უნდა ჩაებარებინა, მაგრამ ბავშვობის მეგობარმა, დოდო აბაშიძემ გადაიბირა და საბუთები ერთად შეიტანეს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. აკაკი ხორავა მოხიბლულა გივის ხმით...
"ხორავამ რომ შემათვალიერა და მომისმინა, გადაჭრით თქვა: ვოტ, ხოჩუ ტაკიხ ვ კურსეო! ისედაც, ომის გამო, ინსტიტუტში მამაკაცების სიმცირე იგრძნობოდა და ჩემი მონაცემების ბიჭს ნამდვილად არ გაუშვებდა ხელიდან. ისე მოვწონდი, ჩემს ყველა გამოცდას საგანგებოდ ესწრებოდა. მაგარი ჯგუფი გვყავდა - "ნაფრონტალები", "ნახიშტრები" ვიყავით: მე, გივი ძნელაძე, დოდო აბაშიძე, კარლო საკანდელიძე. საბოლოოდ, ყველანი რუსთაველის თეატრში გაგვანაწილეს. მალე თეატრის შენობა დაიწვა და სპექტაკლებს სხვა დარბაზში ვთამაშობდით. მერე მე წამოვედი თეატრიდან და 1952 წელს, უცხო ენების ინსტიტუტში, ინგლისური ენის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ვმუშაობდი საზღვარგარეთთან ურთიერთობის სახელმწიფო სამსახურში. სულ უცხოელებთან მიწევდა ურთიერთობა", - იხსენებდა ბატონი გივი.
ლაურა იაშვილი:
- ბრწყინვალედ ლაპარაკობდა ინგლისურად. მერე მეც დამიყოლია ცოლობაზე და წლების განმავლობაში, ნელ-ნელა შემაყვარა თავი. 1954 წელს, უკვე კონსერვატორიის მეორე კურსის სტუდენტი, ცოლად გავყევი. შეუღლებულები ვიყავით, კინოსტუდიიდან რომ გამოიძახეს "ბაში-აჩუკის" სინჯებზე.
თავდაპირველად ბაში-აჩუკის როლისთვის მოუსინჯავთ, მაგრამ შემდეგ ოთარ კობერიძე დაამტკიცეს. თუმცა, ბოლომდე ვერ შეელივნენ და შალვა ერისთავის ეპიზოდურ როლზე აიყვანეს. ეს მისი პირველი კინოროლი გახლდათ. გაგრძელება