"ი­სე­თი კარ­გი იყო, ქა­ლე­ბი მოს­ვე­ნე­ბას არ აძ­ლევ­დ­ნენ" - 120 რო­ლის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი მსა­ხი­ო­ბის "შეც­დო­მა" - კვირის პალიტრა

"ი­სე­თი კარ­გი იყო, ქა­ლე­ბი მოს­ვე­ნე­ბას არ აძ­ლევ­დ­ნენ" - 120 რო­ლის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი მსა­ხი­ო­ბის "შეც­დო­მა"

"გადაღებიდან შინ ლოყააწითლებული დაბრუნდა. - რა გჭირს, გრიმი გისვია-მეთქი? - გაოცებულმა ვკითხე. - გრიმი კი არა, ბელას თითები მატყვიაო, - გაბრაზებულმა მიპასუხა. თურმე, ბელა მირიანაშვილს მეტისმეტად გამეტებით გაურტყამს სილა"

რამდენიმე წლის წინ, შინ რომ ვეწვიე, დანანებით მითხრა: "ჩემს ყველაზე დიდ შეცდომად თეატრიდან წამოსვლა მიმაჩნია. აკაკი ხორავამ ხალხიც კი გამომიგზავნა, - გაიგეთ, გივის რამე ხომ არ უჭირს, რატომ არ მოდის თეატრშიო? - მაგრამ მე მაინც კინო ვამჯობინე..."

საქართველოს სახალხო არტისტი, გივი თოხაძე 6 წლის წინ, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა და ბოლო პერიოდში საზოგადოებაში დიდად არც ჩნდებოდა, შესაბამისად, XXI საუკუნის თაობა, ფაქტობრივად, ხეირიანად არც იცნობს მას. თუმცა, სწორედ "იმ შეცდომამ" - კინომ შემოგვინახა ამ საოცრად ნიჭიერი მსახიობის ხსოვნა, მისი შესანიშნავი გარეგნობა და ხმის ტემბრი, რომელიც ქართული კინოს ნებისმიერი ასაკის გულშემატკივარ-მოყვარულებმა იციან.

16-17 წლის ყოფილა, დიდი სამამულო ომი რომ დაიწყო. მისი ძმა ლენინგრადში (დღევანდელ სანქტ-პეტერბურგში) დაღუპულა, მამა, თურმე, კავკასიის მთებს იცავდა, ექიმი დედა კი ჰოსპიტალში დაჭრილებს მკურნალობდა. თავად ბატონი გივის მონათხრობით ვიცი:

"ყველა ჩემი ახლობელი რომ წაიყვანეს ომში, მე კი არ მიძახებდნენ, კომისარიატში მივედი და ვიკითხე, 1922 წელს ვარ დაბადებული და რატომ არ მიგყავართ-მეთქი? ამის შემდეგ წამიყვანეს, ოღონდ ჯერ, რატომღაც, ბაქოს სამხედრო სასწავლებელში. მხოლოდ 3 თვის შემდეგ აღმოვჩნდი ფრონტის ხაზზე. დედამ წერილი მომწერა: რომ იცოდე, რა დამიჯდა ჯარიდან შენი გათავისუფლებაო! - თურმე, მისი ძალისხმევით გამიშვეს სასწავლებელში, მაგრამ მაინც მოვხვდი ფრონტზე".

გივი თოხაძის 13 წლით უმცროსი მეუღლე, პიანისტი, წლების განმავლობაში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მეორე ხელოვნების სკოლის დირექტორი, ქალბატონი ლაურა იაშვილი მიამბობდა:

- ომიდან დაბრუნებულს, სამედიცინო ინსტიტუტში უნდა ჩაებარებინა, მაგრამ ბავშვობის მეგობარმა, დოდო აბაშიძემ გადაიბირა და საბუთები ერთად შეიტანეს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. აკაკი ხორავა მოხიბლულა გივის ხმით...

"ხორავამ რომ შემათვალიერა და მომისმინა, გადაჭრით თქვა: ვოტ, ხოჩუ ტაკიხ ვ კურსეო! ისედაც, ომის გამო, ინსტიტუტში მამაკაცების სიმცირე იგრძნობოდა და ჩემი მონაცემების ბიჭს ნამდვილად არ გაუშვებდა ხელიდან. ისე მოვწონდი, ჩემს ყველა გამოცდას საგანგებოდ ესწრებოდა. მაგარი ჯგუფი გვყავდა - "ნაფრონტალები", "ნახიშტრები" ვიყავით: მე, გივი ძნელაძე, დოდო აბაშიძე, კარლო საკანდელიძე. საბოლოოდ, ყველანი რუსთაველის თეატრში გაგვანაწილეს. მალე თეატრის შენობა დაიწვა და სპექტაკლებს სხვა დარბაზში ვთამაშობდით. მერე მე წამოვედი თეატრიდან და 1952 წელს, უცხო ენების ინსტიტუტში, ინგლისური ენის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ვმუშაობდი საზღვარგარეთთან ურთიერთობის სახელმწიფო სამსახურში. სულ უცხოელებთან მიწევდა ურთიერთობა", - იხსენებდა ბატონი გივი.

ლაურა იაშვილი:

- ბრწყინვალედ ლაპარაკობდა ინგლისურად. მერე მეც დამიყოლია ცოლობაზე და წლების განმავლობაში, ნელ-ნელა შემაყვარა თავი. 1954 წელს, უკვე კონსერვატორიის მეორე კურსის სტუდენტი, ცოლად გავყევი. შეუღლებულები ვიყავით, კინოსტუდიიდან რომ გამოიძახეს "ბაში-აჩუკის" სინჯებზე.

თავდაპირველად ბაში-აჩუკის როლისთვის მოუსინჯავთ, მაგრამ შემდეგ ოთარ კობერიძე დაამტკიცეს. თუმცა, ბოლომდე ვერ შეელივნენ და შალვა ერისთავის ეპიზოდურ როლზე აიყვანეს. ეს მისი პირველი კინოროლი გახლდათ.

ლა­უ­რა იაშ­ვი­ლი:

- იცით, გი­ვი რო­გო­რი ადა­მი­ა­ნი იყო? თუ გა­ი­გებ­და, მის რო­მე­ლი­მე მე­გო­ბარს როლ­ზე სინ­ჯავ­დ­ნენ, რომც და­ე­ბა­რე­ბი­ნათ, არ წა­ვი­დო­და... "ბა­ში-აჩუკს" რე­ჟი­სორ შო­თა მა­ნა­გა­ძის "სა­ბუ­და­რე­ლი ჭა­ბუ­კი" მოჰ­ყ­ვა. უშან­გი გა­ბა­და­ძის რო­ლი უკ­ვე სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი იყო. ამ ფილ­მ­მა ბევ­რი სა­სი­ა­მოვ­ნო მო­გო­ნე­ბა და­უ­ტო­ვა. ფილმს ქუ­თა­ის­ში იღებ­დ­ნენ. ერ­თხელ, მახ­სოვს, გა­და­ღე­ბი­დან შინ ლო­ყა­ა­წით­ლე­ბუ­ლი დაბ­რუნ­და. - რა გჭირს, გრი­მი გის­ვია-მეთ­ქი? - გა­ო­ცე­ბულ­მა ვკითხე. - გრი­მი კი არა, ბე­ლას თი­თე­ბი მატყ­ვიაო, - გაბ­რა­ზე­ბულ­მა მი­პა­სუ­ხა. თურ­მე, ბე­ლა მი­რი­ა­ნაშ­ვილს მე­ტის­მე­ტად გა­მე­ტე­ბით გა­ურ­ტყამს სი­ლა.უარ­ყო­ფი­თი პერ­სო­ნა­ჟის გან­სა­ხი­ე­რე­ბა მთლად სა­სი­ა­მოვ­ნო არ უნ­და იყოს, არა­და, ამ როლ­მა ბა­ტონ გი­ვის დი­დი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა. რო­დე­საც მას უშან­გის როლ­ზე ვე­სა­უბ­რე­ბო­დი, მი­სი ხე­ლოვ­ნე­ბით აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბა ვერ დავ­ფა­რე: რა ოს­ტა­ტუ­რად იქე­ცით "ცუდ ტი­პად" - რე­ა­ლუ­რი გი­ვი თო­ხა­ძის ან­ტი­პო­დად-მეთ­ქი! მე­რე მი­ამ­ბო:"სხვა­თა შო­რის, ბევ­რი მე­კითხე­ბო­და, შენ რო­გორ მოგ­ცეს ეგ რო­ლიო? მეც ვპა­სუ­ხობ­დი: ყვე­ლა­ზე იოლი სა­თა­მა­შო სწო­რედ ეგ იყო-მეთ­ქი. "სა­ბუ­და­რე­ლი ჭა­ბუ­კის" შემ­დეგ, სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მო­ვე­დი და კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში შტა­ტი­ან თა­ნამ­შ­რომ­ლად მი­მი­ღეს. მას შემ­დეგ გა­და­მი­ღეს ფილ­მებ­ში: "დღე უკა­ნას­კ­ნე­ლი, დღე პირ­ვე­ლი", "ჭი­ა­კო­კო­ნა", "ბო­დი­ში, თქვენ გე­ლით სიკ­ვ­დი­ლი", "ჩა­რი-რა­მა", "კუ­კა­რა­ჩა", "ყვარ­ყ­ვა­რე", "ხა­ფან­გი" და ა.შ. სა­ერ­თოდ, კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში არ­სე­ბობ­და კარ­ტო­თე­კა, რის მი­ხედ­ვი­თაც, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სხვა­დას­ხ­ვა კი­ნოს­ტუ­დი­ი­და­ნაც ბევრ მოწ­ვე­ვას ვი­ღებ­დი. გა­და­მი­ღეს სომ­ხურ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ, უკ­რა­ი­ნულ, რუ­სულ, ტა­ჯი­კურ ფილ­მებ­ში. ასე და­ვაგ­რო­ვე 120 კი­ნო­რო­ლი. გარ­და ამი­სა, 1000 გმი­რი გა­ვახ­მო­ვა­ნე, რად­გან ყვე­ლას ძა­ლი­ან მოს­წონ­და ჩე­მი ხმის ტემ­ბ­რი..."

ლა­უ­რა იაშ­ვი­ლი:- კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში გი­ვიმ მსა­ხი­ო­ბე­ბის და­სა­ოს­ტა­ტებ­ლად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა პა­ტა­რა სტუ­დია, რა­მაც სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა კი­ნომ­სა­ხი­ობ­თა ჯგუფს. მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლი­სა და ერო­სი მან­ჯ­გა­ლა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, გი­ვი კი­ნომ­სა­ხი­ობ­თა თე­ატ­რის დი­რექ­ტო­რიც გახ­ლ­დათ... არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მეხ­სი­ე­რე­ბა ჰქონ­და. ერ­თხელ ბა­თუმ­ში მა­ტა­რებ­ლით გა­ვემ­გ­ზავ­რეთ გა­და­ღე­ბა­ზე და მთე­ლი ღა­მე გა­უ­ჩე­რებ­ლად კითხუ­ლობ­და გა­ლაკ­ტი­ო­ნის, ლა­დო ასა­თი­ა­ნის, მუხ­რან მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ლექ­სებს. "ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი" ზე­პი­რად იცო­და.

- თქვენ ხში­რად დაჰ­ყ­ვე­ბო­დით გა­და­ღე­ბა­ზე?

- უჩე­მოდ დიდ­ხანს ვერ ძლებ­და. ორი კვი­რის შემ­დეგ აუცი­ლებ­ლად გა­მო­მი­ძა­ხებ­და ხოლ­მე. სა­ერ­თოდ, ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ერ­თ­მა­ნე­თის კარ­გად გვეს­მო­და - მეც ხომ ხე­ლო­ვა­ნი ვარ! გი­ვის სა­მი ვა­ჟი გა­ვუ­ჩი­ნე, სამ­სა­ხურ­შიც დავ­დი­ო­დი, მაგ­რამ მა­საც ძა­ლი­ან ვუწყობ­დი ხელს. კო­მი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა შე­იქ­მ­ნა "დღე უკა­ნას­კ­ნე­ლი, დღე პირ­ვე­ლის" გა­და­ღე­ბი­სას - ფილ­მ­ში მი­სი გმი­რი შვილს ელო­დე­ბა, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი, მეც დღე-დღე­ზე ვე­ლო­დე­ბო­დი პა­ტა­რას და­ბა­დე­ბას. ვა­ჟის და­ბა­დე­ბის კად­რე­ბის გა­და­ღე­ბი­დან ორ დღე­ში, მეც ვა­ჟი გა­ვა­ჩი­ნე, ამი­ტომ გი­ვის სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში უწევ­და მუ­შა­ო­ბა.

- ბა­ტონ­მა გი­ვიმ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სა­ხე შექ­მ­ნა რუ­სულ ფილ­მ­ში - "უგ­რი­უმ მდი­ნა­რე". იბ­რა­გი­მის რო­ლის­თ­ვის მას პრი­ზიც მის­ცეს, არა?- ეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ფილ­მია. გი­ვი მა­შინ წარ­მო­სა­დე­გი, და­კუნ­თუ­ლი მა­მა­კა­ცი იყო. რო­დე­საც რე­ჟი­სორ­მა ლაპ­შინ­მა ნა­ხა, უთხ­რა, - შენ­ნა­ი­რი ინ­ტე­ლი­გენ­ტუ­რი გა­რეგ­ნო­ბის მსა­ხი­ო­ბი ბან­დი­ტის რო­ლის­თ­ვის არ გა­მო­მად­გე­ბაო, მაგ­რამ რო­გორც კი გრიმ­სა და კოს­ტი­უმ­ში და­იწყო სა­სინ­ჯი გა­და­ღე­ბა, სა­ხე ეც­ვა­ლა - ულა­პა­რა­კოდ და­ამ­ტ­კი­ცა როლ­ზე. ფილმს იღებ­დ­ნენ ციმ­ბირ­ში, ჩვენ სვერ­დ­ლოვ­ს­კ­ში ვცხოვ­რობ­დით, გა­და­ღე­ბა­ზე კი ავ­ტო­ბუ­სით დავ­ყავ­დით კა­უ­როვ­კა­ში, სა­დაც უგ­რი­უმ მდი­ნა­რე ჩა­მო­ე­დი­ნე­ბა. თვალ­წინ მიდ­გას, გი­ვი რო­გორ იღებ­და ნა­პი­რი­დან უზარ­მა­ზარ ლო­დებს და მდი­ნა­რე­ში ყრი­და. იქ­ვე არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ტყე იყო. მა­მა­კა­ცე­ბი თა­ვი­სუ­ფალ დროს იქ სო­კოს საკ­რე­ფად და­დი­ოდ­ნენ, მე­რე ცეცხლს ან­თებ­დ­ნენ, წვავ­დ­ნენ და ასე ვილ­ხენ­დით. ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დის გა­და­ღე­ბას ვერ და­ვეს­წა­რი, მაგ­რამ გი­ვიმ მი­ამ­ბო: იბ­რა­გი­მი, შიმ­ში­ლით რომ არ და­ი­ხო­ცონ, ტყე­ში უზარ­მა­ზარ ცხე­ნი­რემს კლავს. გა­და­ღე­ბი­სას მარ­თ­ლა გა­ის­რო­ლა, თურ­მე. გამ­წა­რე­ბუ­ლი ცხე­ნი­რე­მი მის­კენ გა­მოქ­ცე­უ­ლა და გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფის წევ­რებს, იარა­ღი რომ არ ჰქო­ნო­დათ, გი­ვი სე­რი­ო­ზუ­ლად და­შავ­დე­ბო­და.

- ამ ფილ­მ­შიც ულა­მა­ზე­სი პარ­ტ­ნი­ო­რი ქა­ლი ჰყავ­და - მსა­ხი­ო­ბი ლი­უდ­მი­ლა ჩურ­სი­ნა. ისე­დაც, ბევ­რი ქა­ლი მო­ინ­დო­მებ­და მი­სი გუ­ლის მო­ნა­დი­რე­ბას. არ გე­ში­ნო­დათ მი­სი და­კარ­გ­ვის?- ისე­თი კარ­გი იყო, მოს­ვე­ნე­ბას მარ­თ­ლაც არ აძ­ლევ­დ­ნენ, მაგ­რამ გი­ვი პა­ტი­ო­სა­ნი მე­უღ­ლე იყო. ნა­ხე­ვარ სა­უ­კუ­ნე­ზე მეტ­ხანს ვიცხოვ­რეთ ერ­თად და ოჯახ­ში ურ­თი­ერ­თო­ბის პრობ­ლე­მა არას­დ­როს შეგ­ვ­ქ­მ­ნია.

ირ­მა ხარ­ში­ლა­ძე

ჟურნალი "გზა"