"ი­სე­თი კარ­გი იყო, ქა­ლე­ბი მოს­ვე­ნე­ბას არ აძ­ლევ­დ­ნენ" - 120 რო­ლის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი მსა­ხი­ო­ბის "შეც­დო­მა"
28-04-2018
"ი­სე­თი კარ­გი იყო, ქა­ლე­ბი მოს­ვე­ნე­ბას არ აძ­ლევ­დ­ნენ" - 120 რო­ლის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი მსა­ხი­ო­ბის "შეც­დო­მა"
"გა­და­ღე­ბი­დან შინ ლო­ყა­ა­წით­ლე­ბუ­ლი დაბ­რუნ­და. - რა გჭირს, გრი­მი გის­ვია-მეთ­ქი? - გა­ო­ცე­ბულ­მა ვკითხე. - გრი­მი კი არა, ბე­ლას თი­თე­ბი მატყ­ვიაო, - გაბ­რა­ზე­ბულ­მა მი­პა­სუ­ხა. თურ­მე, ბე­ლა მი­რი­ა­ნაშ­ვილს მე­ტის­მე­ტად გა­მე­ტე­ბით გა­ურ­ტყამს სი­ლა"

რამ­დე­ნი­მე წლის წინ, შინ რომ ვეწ­ვიე, და­ნა­ნე­ბით მითხ­რა: "ჩემს ყვე­ლა­ზე დიდ შეც­დო­მად თე­ატ­რი­დან წა­მოს­ვ­ლა მი­მაჩ­ნია. აკა­კი ხო­რა­ვამ ხალ­ხიც კი გა­მო­მიგ­ზავ­ნა, - გა­ი­გეთ, გი­ვის რა­მე ხომ არ უჭირს, რა­ტომ არ მო­დის თე­ატ­რ­შიო? - მაგ­რამ მე მა­ინც კი­ნო ვამ­ჯო­ბი­ნე..."

სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი, გი­ვი
თო­ხა­ძე 6 წლის წინ, 87 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა და ბო­ლო პე­რი­ოდ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დი­დად არც ჩნდე­ბო­და, შე­სა­ბა­მი­სად, XXI სა­უ­კუ­ნის თა­ო­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ხე­ი­რი­ა­ნად არც იც­ნობს მას. თუმ­ცა, სწო­რედ "იმ შეც­დო­მამ" - კი­ნომ შე­მოგ­ვი­ნა­ხა ამ სა­ოც­რად ნი­ჭი­ე­რი მსა­ხი­ო­ბის ხსოვ­ნა, მი­სი შე­სა­ნიშ­ნა­ვი გა­რეგ­ნო­ბა და ხმის ტემ­ბ­რი, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი კი­ნოს
ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის გულ­შე­მატ­კი­ვარ-მოყ­ვა­რუ­ლებ­მა იცი­ან.

16-17 წლის ყო­ფი­ლა, დი­დი სა­მა­მუ­ლო ომი რომ და­იწყო. მი­სი ძმა ლე­ნინ­გ­რად­ში (დღე­ვან­დელ სანქტ-პე­ტერ­ბურ­გ­ში) და­ღუ­პუ­ლა, მა­მა, თურ­მე, კავ­კა­სი­ის მთებს იცავ­და, ექი­მი დე­და კი ჰოს­პი­ტალ­ში დაჭ­რი­ლებს მკურ­ნა­ლობ­და. თა­ვად ბა­ტო­ნი გი­ვის მო­ნათხ­რო­ბით ვი­ცი:
"ყვე­ლა ჩე­მი ახ­ლო­ბე­ლი რომ წა­იყ­ვა­ნეს ომ­ში, მე კი არ მი­ძა­ხებ­დ­ნენ, კო­მი­სა­რი­ატ­ში მი­ვე­დი და ვი­კითხე, 1922 წელს ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი და რა­ტომ არ მიგ­ყა­ვართ-მეთ­ქი? ამის შემ­დეგ წა­მიყ­ვა­ნეს, ოღონდ ჯერ, რა­ტომ­ღაც, ბა­ქოს სამ­ხედ­რო სას­წავ­ლე­ბელ­ში. მხო­ლოდ 3 თვის შემ­დეგ აღ­მოვ­ჩ­ნ­დი ფრონ­ტის ხაზ­ზე. დე­დამ წე­რი­ლი მომ­წე­რა: რომ იცო­დე, რა და­მიჯ­და ჯა­რი­დან შე­ნი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბაო! - თურ­მე, მი­სი ძა­ლის­ხ­მე­ვით გა­მიშ­ვეს სას­წავ­ლე­ბელ­ში, მაგ­რამ მა­ინც მოვ­ხ­ვ­დი ფრონ­ტ­ზე".

გი­ვი თო­ხა­ძის 13 წლით უმ­ც­რო­სი მე­უღ­ლე, პი­ა­ნის­ტი, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის მე­ო­რე ხე­ლოვ­ნე­ბის სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, ქალ­ბა­ტო­ნი ლა­უ­რა იაშ­ვი­ლი მი­ამ­ბობ­და:
- ომი­დან დაბ­რუ­ნე­ბულს, სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ს­ტი­ტუტ­ში უნ­და ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა, მაგ­რამ ბავ­შ­ვო­ბის მე­გო­ბარ­მა, დო­დო აბა­ში­ძემ გა­და­ი­ბი­რა და სა­ბუ­თე­ბი ერ­თად შე­ი­ტა­ნეს თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზე. აკა­კი ხო­რა­ვა მო­ხიბ­ლუ­ლა გი­ვის ხმით...

"ხო­რა­ვამ რომ შე­მათ­ვა­ლი­ე­რა და მო­მის­მი­ნა, გა­დაჭ­რით თქვა: ვოტ, ხო­ჩუ ტა­კიხ ვ კურ­სეო! ისე­დაც, ომის გა­მო, ინ­ს­ტი­ტუტ­ში მა­მა­კა­ცე­ბის სიმ­ცი­რე იგ­რ­ძ­ნო­ბო­და და ჩე­მი მო­ნა­ცე­მე­ბის ბიჭს ნამ­დ­ვი­ლად არ გა­უშ­ვებ­და ხე­ლი­დან. ისე მოვ­წონ­დი, ჩემს ყვე­ლა გა­მოც­დას სა­გან­გე­ბოდ ეს­წ­რე­ბო­და. მა­გა­რი ჯგუ­ფი გვყავ­და - "ნაფ­რონ­ტა­ლე­ბი", "ნა­ხიშ­ტ­რე­ბი" ვი­ყა­ვით: მე, გი­ვი ძნე­ლა­ძე, დო­დო აბა­ში­ძე, კარ­ლო სა­კან­დე­ლი­ძე. სა­ბო­ლო­ოდ, ყვე­ლა­ნი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რ­ში გაგ­ვა­ნა­წი­ლეს. მა­ლე თე­ატ­რის შე­ნო­ბა და­იწ­ვა და სპექ­ტაკ­ლებს სხვა დარ­ბაზ­ში ვთა­მა­შობ­დით. მე­რე მე წა­მო­ვე­დი თე­ატ­რი­დან და 1952 წელს, უცხო ენე­ბის ინ­ს­ტი­ტუტ­ში, ინ­გ­ლი­სუ­რი ენის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. ვმუ­შა­ობ­დი საზღ­ვარ­გა­რეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო სამ­სა­ხურ­ში. სულ უცხო­ე­ლებ­თან მი­წევ­და ურ­თი­ერ­თო­ბა", - იხ­სე­ნებ­და ბა­ტო­ნი გი­ვი.

ლა­უ­რა იაშ­ვი­ლი:
- ბრწყინ­ვა­ლედ ლა­პა­რა­კობ­და ინ­გ­ლი­სუ­რად. მე­რე მეც და­მი­ყო­ლია ცო­ლო­ბა­ზე და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ნელ-ნე­ლა შე­მაყ­ვა­რა თა­ვი. 1954 წელს, უკ­ვე კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტი, ცო­ლად გავ­ყე­ვი. შე­უღ­ლე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, კი­ნოს­ტუ­დი­ი­დან რომ გა­მო­ი­ძა­ხეს "ბა­ში-აჩუ­კის" სინ­ჯებ­ზე.
თავ­და­პირ­ვე­ლად ბა­ში-აჩუ­კის რო­ლის­თ­ვის მო­უ­სინ­ჯავთ, მაგ­რამ შემ­დეგ ოთარ კო­ბე­რი­ძე და­ამ­ტ­კი­ცეს. თუმ­ცა, ბო­ლომ­დე ვერ შე­ე­ლივ­ნენ და შალ­ვა ერის­თა­ვის ეპი­ზო­დურ როლ­ზე აიყ­ვა­ნეს. ეს მი­სი პირ­ვე­ლი კი­ნო­რო­ლი გახ­ლ­დათ. გაგრძელება
მაია
29 აპრილი 2018 23:44
რატომ არ გაქებდით? ყოჩაღ თქვენ!
ქეთი
29 აპრილი 2018 20:34
ულამაზესი და უნიჭიერესი.ბაში აჩუკი ნამდვილად მისი როლი იქნებოდა!

რედაქტორის რჩევით