"რა მიზეზია, რომ ილია იგებს, აკაკი კი სულ აგებს?" - რა შემოსავალი ჰქონდათ ილიასა და აკაკის?
"რა მიზეზია, რომ ილია იგებს, აკაკი კი სულ აგებს?"  - რა შემოსავალი ჰქონდათ ილიასა და აკაკის?
ფოტოზე: ილია ჭავჭავაძე მეგობრებთან ერთად, ბანქოს თამაშისას

ექვთიმე თაყაიშვილის ცნობით, ილია ჭავჭავაძეს "არა ჰყოფნიდა არც საგურამოს მამულის შემოსავალი, არც ბანკიდან აღებული ჯამაგირი და არც თავისი დის - ელისაბედისგან მიღებული დახმარება. და იგი სულაც არ აზვიადებდა, როცა ამბობდა: "ვალები მაქვსო"... ბანკში წინათ მაინცდამაინც დიდი ჯამაგირები არ ჰქონიათ მოსამსახურეებს, მაგრამ როცა "ბანკობიადა" მოთავდა და აქციების კონვერსია მოახდინეს, ბანკის შემოსავალმა ერთობ მოიმატა, ისე, რომ ყველა ხარჯის გამოკლებით ნახევარი მილიონი მანეთი რჩებო
და საქველმოქმედო საქმეებისთვის და მოსამსახურეებსაც ჯამაგირი მოემატათ. მაგალითად, ილია, როგორც თავმჯდომარე, წელიწადში უკვე 5 ათასს იღებდა წინანდელი 3 ათასის მაგიერ. ამას გარდა, ბანკის მოგების გარკვეული პროცენტი მოსამსახურეებს ეძლეოდათ ზედმეტად, რაც მათ თვიურ ჯამაგირს აღემატებოდა".
მისივე ცნობით, იმ დროისთვის თბილისის ვიცე-გუბერნატორის წლიური ხელფასი შეადგენდა 3 ათას მანეთს.

ცნობილია, რომ აკაკი
წერეთელს
ხელგაშლილი ცხოვრება უყვარდა, რის გამოც თითქმის ყოველთვის ვალები ჰქონდა. ექვთიმე თაყაიშვილი იგონებდა: "აკაკის ილიასავით უყვარდა კარტის თამაში. ხშირად ღამესაც ათენებდა. მანამ ჯიბეს არ ამოიცარიელებდა, თამაშობას არ მიატოვებდა. თუ ილია უმეტეს შემთხვევაში იგებდა, აკაკი თითქმის ყოველთვის აგებდა. მე ვეკითხებოდი კარტის მოთამაშეებს: "რა მიზეზია, რომ ილია იგებს, აკაკი სულ აგებს?" ისინი მეუბნებოდნენ: "შეუძლებელია აკაკიმ მოიგოს, რადგან მან "ფასი" არ იცის. ქაღალდი მოუვა თუ არა, მისთვის სულერთია, მაინც თამაშობსო"...
აკაკი წერეთელი
ერთხელ მას ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკმა პენსია დაუნიშნა და თანხა წერა-კითხვის საზოგადოებას გადასცა, რომ ყოველთვე ეძლიათ განსაზღვრული რაოდენობით. ამან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა საზოგადოება და მისი ხაზინადარი. აკაკი თხოულობდა ბევრ ფულს, ისინი არ აძლევდნენ განსაზღვრული თანხის მეტს...

აკაკის ქართველი ხალხის პატივისცემა­ და სიყვარული არ დაჰკლებია. სასტუმროებისა და რესტორნების პატრონები მას სთავაზობდნენ კარგ ბინას, მოწყობილობას და საჭმელ-სასმელს, ხოლო ფულს არა სთხოვდნენ".


საყურადღებოა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის (1866-1931) მოგონებაც: "როცა "ივერიაში" ვმუშაობდი,­ აკაკიმ რამდენჯერმე ლექსები მოგვიტანა დასაბეჭდად. ჰონორარს კარგს ვაძლევდით, ჩვეულებრივზე ბევრად მეტს, მაგალითად, 3-4-ჯერ მეტს, ვიდრე ვაჟა-ფშაველას. თურმე ამ ნიადაგზე უსიამოვნო ინციდენტს ჰქონდა ადგილი ილიასა და აკაკის შორის და ილიას განკარგულება მოეხდინა: "აკაკის მიეცით, რაც მოითხოვოსო". მიუხედავად ამისა, აკაკი მაინც უკმაყოფილო იყო. მე თვითონ გამიგონია მისგან: "ივერიაში" არაფერს მაძლევენო. ეს ჩვეულებრივი სენი იყო ჩვენი დიდი მგოსნისა, მუდამ ჩიოდა - ნაკლებ ყურადღებას მაქცევენო, თუმცა საქართველოში აკაკიზე მეტად არც ერთი პოეტი არ უყვარდათ, არავის ისეთ პატივს არ სცემდნენ, როგორც მას...

აკაკი მუდამ ფულის ძებნაში იყო. მას ქუთაისის საადგილმამულო ბანკიდან პენსია ეძლეოდა თვეში 100 მანეთი, მაგრამ, რასაკვირველია, ეს ფული არ ეყოფოდა. ბევრს ხარჯავდა. ცხოვრობდა ხან ქუთაისში, ხან საჩხერეში, ხან ტფილისში. მოგზაურობასა და ხშირად სასტუმროებში ცხოვრებას ბევრი ფული უნდოდა. კარტის თამაშიც უყვარდა. რუს პოეტ ნეკრასოვივით ისიც ხშირად ღამეებს ათენებდა კლუბებში, მაგრამ მეტად გულკეთილი იყო: ფულს, თუ გაჭირვებულებისთვის იყო საჭირო, არ დაიშურებდა, უკანასკნელსაც მიაწოდებდა". იხილეთ სრულად

მკითხველის კომენტარი (2)
ნინო
16 სექტემბერი 2018 09:15
ასე მკაცრად ნუ განსჯით,ეს იმის ბრალია რომ იმერელი იყო და ახვანაირად იმერლებს ცხოვრება არ შეუძლიათ
თამარ სამართალიძე
12 სექტემბერი 2018 09:38
ვაჟა ფშაველაზე ოთჯერ მეტ ჰონორარს ვაძლევდითო ....ვითომ რატომ ??? იმერელი რომ იყო თუ ხალხურ ლექსებს რომ ითვისებდა ???? ალბათ ვაჟა ფშაველა მრავალშვილიანი რომ იყო და კაზინოში ფულს რომ არ ფლანგავდა ამათსავით . მათხოვარი უვარგისი აზნაურები .
გული არ გაგისკდება როგორ ანსხვავებდნენ და აკნინებდნენ იმ დროსაც სეულქმნილ გენიას .
როგორ შემაჯავრეთ ილიაც და აკაკიც .
ეს გაბუსხული ბუ ეს ხალხური ლექსების მიმთვისებელი აკაკი თავის ჭკუაში ვაჟა ფშაველას თავს უტოლებდა და ამეტებდა .

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები