1 მი­ლი­ო­ნი კი­ლოგ­რა­მი "კუ­ჭე­ბი" ნიკიტა ხრუშჩოვისთვის - როგორ იწყებოდა "ხინკლის კუჭების ბიზნესი? - კვირის პალიტრა

1 მი­ლი­ო­ნი კი­ლოგ­რა­მი "კუ­ჭე­ბი" ნიკიტა ხრუშჩოვისთვის - როგორ იწყებოდა "ხინკლის კუჭების ბიზნესი?

გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან. საქართველოში სტუმრად ყოფილა მაშინდელი საბჭოთა კავშირის ცეკას გენერალური მდივანი, ქართველთმოძულე ნიკიტა ხრუშჩოვი. როდესაც სუფრაზე მისთვის ხინკალი მიურთმევიათ, აუხსნიათ, რომ კუჭის შეჭმა არ იყო სასურველი. აბა, რას უშვებით ამდენ ხინკლის კუჭსო? უკითხავს ნიკიტას ვასილ მჟავანაძისთვის, საქართველოს ცეკას იმჟამინდელი პირველი მდივნისთვის. ნაგავში ვყრითო, უპასუხია ალალად ვასილ პავლოვიჩს. ნიკიტა ვაგლახად ჩაფიქრებულა და იქვე, გვერდით მდგომი თანაშემწისთვის "კონფიდენციალური" დავალება მიუცია.

მცირე ხნის შემდეგ, თანაშემწეს ხრუშჩოვისთვის წარუდგენია "ეკონომიკური" გაანგარიშების შედეგი.

აღმოჩნდა, რომ 5-მილიონიან საქართველოში ყოველწლიურად იჭმებოდა 250 მილიონი ცალი ხინკალი. შესაბამისად, ნაგავში გადაყრილი ხინკლის კუჭების საერთო წონა 1 მილიონ კილოგრამს აღემატებოდა.

ნიკიტა საშინლად აღშფოთებულა: საქართველო ყოველწლიურად ათას ტონაზე მეტ პირველხარისხოვან ხორბალს ნაგავში ყრისო! ნიკიტას აღშფოთებამ მალევე გამოიღო სავალალო შედეგი: საქართველოს თითქმის მთლიანად შეუწყვიტეს თეთრი ფქვილის ცენტრალიზებული მიწოდება... იხილეთ სრულად