თეირანი, სტალინი და "საბჭოთა ვაშლი" - კვირის პალიტრა

თეირანი, სტალინი და "საბჭოთა ვაშლი"

ჯუმბერ პატიაშვილი, რომელიც, საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი" მდივანი გახლდათ, ჟურნალ "გზასთან" ერთ საინტერესო ამბავს იხსენებს:

"ისტორიულ ამბავს მოგიყვებით: 1943 წელს თეირანის  ცნობილი კონფერენციის შემდეგ, რომელმაც კიდევ უფრო გაზარდა სტალინის ავტორიტეტი, საზეიმო ვახშამზე სტუმრებს საქართველოდან ჩატანილი ვაშლიც მიართვეს. ჩერჩილმა საოცარი შეფერილობისა და ფორმის ვაშლი ხელში აიღო და თქვა: ეს უთუოდ ფრანგულიაო. - არა, იტალიურს ჰგავსო, - ბრძანა რუზველტმა. - ტყუილად კამათობთ ამხანაგებო, ეს საბჭოთა ვაშლიაო, - თქვა სტალინმა ღიმილით და ამის დასტურად, ვაშლი ორად არა სიგრძეზე, როგორც ეს მიღებულია, არამედ სიგანეზე გაჭრა. ორივე მხარეს შუაგულში წიბოების ნაწილში, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო სიმბოლო, ხუთქიმიანი ვარსკვლავი გამოისახა". იხილეთ სრულად

იხილეთ ასევე: "ჩერჩილმა სტალინს მოსთხოვა, შეეწყვიტათ მისი ქართველი თანაშემწის დევნა" - კაცი, რომელსაც ხელთ ეპყრა მსოფლიოს ბედი