"აქ 25-30 წლის იქნება, იმ ასაკში, როცა "სიბრძნე სიცრუისას" წერდა" - სულხან-საბა ორბელიანის უცნობი პორტრეტი
"აქ 25-30 წლის იქნება,  იმ ასაკში, როცა "სიბრძნე სიცრუისას" წერდა" - სულხან-საბა ორბელიანის უცნობი პორტრეტი
"ქართველი თავადი, ბერი, მწერალი, მეიგავე, ლექსიკოგრაფი, დიპლომატი, მოგზაური სულხან-საბა ორბელიანი (1658-1725), ახალგაზრდულ ასაკში შექმნილი პორტრეტი სრული გამოსახულებით, ორიგინალი", -  ამ წარწერით გამოაქვეყნა ფოტო ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, გიორგი ქავთარაძემ, რომელიც უნიკალური ფოტოს ისტორიას გვიყვება:

- ეს სულხან-საბას უნიკალური პორტრეტია! საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას გაციფრებული სულხან-საბას პორტრეტი აქვს, მაგრამ შავ -თეთრი ვარიანტი არქივიდან, მაგრამ ეს ორიგინალია და ქართული საზოგადოებისათვის უცნობი... სულხან-საბას პორტრეტებს ვიცნობდით ასაკიანი გამოსახულებით აქ
კი, როგორც ხედავთ ახალგაზრდაა - 25-30 წლის. იმ ასაკში, როცა "სიბრძნე სიცრუისას" წერდა. ეს პორტრეტია გამოსახული "სიბრძნე სიცრუისას" ორიგინალ ხელნაწერზე, რომელიც რუსეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება.

- როგორ მოიპოვეთ?
- გამომიგზავნეს სანკტ-პეტერბურგის ეროვნული ბიბლიოთეკიდან... ალბათ ბიბლიოთეკასთან შეიძლება მოლაპარაკება და საქართველოში გამოფენის მიზნით მცირე ხნით ჩამოტანა. ამით
კულტურის სააგენტო და სამინისტრო უნდა დაინტერესდნენ!

ჩემი აზრით, აუცილებელია რუსეთში არსებული ქართული ხელნაწერების სრული სახით გაციფრება მოხდეს! ეს საშუალებას მისცემს ქართველ მკვლევარ-მეცნიერებს ხელნაწერები შეისწავლონ! იქ არის შუა საუკუნეების ქართული ხელნაწერები. უმნიშვნელოვანესი დოკუმენტებია - ქართლის მეფე ვახტანგ VI-ს, ვახუშტი ბატონიშვილის, ერეკლეს ორიგინალი ხელნაწერები, სახარებისეული ტექსტები იკონოგრაფიული გამოსახულებებით, რაც შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების უმნიშვნელოვანესი საგანძურია! ვახტანგ მეექვსის დროს შედგენილი, 1724 წლის მათემატიკის სახელმძღვანელო, გეომეტრიული ნახაზებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია XVIII საუკუნის ქართული განათლებისა და კულტურის ისტორიისათვის.

- ვინ არის სულხან-საბას პორტრეტის შემსრულებელი?
- უცნობია...

(სპეციალურად საიტისთვის)

...
21 იანვარი 2019 10:11
პუშკინს ულვაში არასოდეს ჰქონია და რანაირად ამსგავსებთ?
იქნებ მართლა სულხან-საბაა. რატო გეპარებათ ეჭვი?
...
18 იანვარი 2019 18:07
რუსეთის ბიბლიოთეკებში და არქივებში ქართველ მეცნიერებს ბევრს აქვს ნამუშევარი. ჯერ ქართულ სპეციალურ სამეცნიერო ლიტერატურას უნდა გაეცნოს მკვლევარი და მერე გადაწყვიტოს, რა არის "აღმოჩენა" და რა არა.
ლაურა
29 დეკემბერი 2018 09:40
ასე მგონია შეეშალათ ვეთანხმები ზურას კომენტარს ეს სურათი პუშკინის სურათს უფრო ჰგავს ვიდრე სულხან–საბას.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?