ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე "ფეისბუკის" პირად გვერდზე აქვეყნებს მე-18 საუკუნეში გამოცემული გერმანული გაზეთის ფოტებს და წერს:"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია - ევროპულ პრესაში სულხან-საბა ორბელიანის მოგზაურობის შესახებ არანაირი ცნობა არ იყო დღემდე ცნობილი. Europäischer Staats-Gazettier 1715 წლის 1 -ლ იანვარს იუწყება რომ ქართველი თავადი (Prinz) რომში პაპთან იყო აუდიენციაზე.ვფიქრობ, ეს პატარა ცნობა - სერიოზული აღმოჩენაა".იხილეთ ასევე: "აქ 25-30 წლის იქნება, იმ ასაკში, როცა "სიბრძნე სიცრუისას" წერდა" - სულხან-საბა ორბელიანის უცნობი პორტრეტი