"ქართველი თავადი (Prinz) რომში“ - რას წერდა გერმანული გაზეთი სულხან-საბას ევროპაში მოგზაურობაზე - კვირის პალიტრა

"ქართველი თავადი (Prinz) რომში“ - რას წერდა გერმანული გაზეთი სულხან-საბას ევროპაში მოგზაურობაზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე "ფეისბუკის" პირად გვერდზე აქვეყნებს მე-18 საუკუნეში გამოცემული გერმანული გაზეთის ფოტებს და წერს:

"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია - ევროპულ პრესაში სულხან-საბა ორბელიანის მოგზაურობის შესახებ არანაირი ცნობა არ იყო დღემდე ცნობილი.

Europäischer Staats-Gazettier 1715 წლის 1 -ლ იანვარს იუწყება რომ ქართველი თავადი (Prinz) რომში პაპთან იყო აუდიენციაზე.

ვფიქრობ, ეს პატარა ცნობა - სერიოზული აღმოჩენაა".

იხილეთ ასევე:  "აქ 25-30 წლის იქნება, იმ ასაკში, როცა "სიბრძნე სიცრუისას" წერდა" - სულხან-საბა ორბელიანის უცნობი პორტრეტი