"რა­ტი და მი­სი მე­გო­ბა­რი ხუ­ლი­გა­ნა იბ­რ­ძოდ­ნენ ერ­თად. ახ­ლაც არ მჯე­რა, რომ რა­ტის ადა­მი­ა­ნის­თ­ვის თო­ფის და­მიზ­ნე­ბა შე­ეძ­ლო"
"რა­ტი და მი­სი მე­გო­ბა­რი ხუ­ლი­გა­ნა იბ­რ­ძოდ­ნენ ერ­თად. ახ­ლაც არ მჯე­რა, რომ რა­ტის ადა­მი­ა­ნის­თ­ვის თო­ფის და­მიზ­ნე­ბა შე­ეძ­ლო"
ფოტო:რატი კიკაჩეიშვილი
რა­ტი კი­კა­ჩე­იშ­ვი­ლი აფხა­ზე­თის ომის გმი­რია, თუმ­ცა დღეს აფხა­ზე­თი ნაკ­ლე­ბად ახ­სოვთ და კი­დევ უფ­რო ნაკ­ლე­ბად სცა­ლი­ათ...

21 წლის თბი­ლი­სელ ბიჭს, რა­ტი კი­კა­ჩე­იშ­ვილს კი სჯე­რო­და, რომ სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის­თ­ვის უნ­და ებ­რ­ძო­ლა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­ნა­წევ­რე­ბას ქარ­თ­ვე­ლე­ბი არა­ვის შე­არ­ჩენ­დ­ნენ, რომ მი­სი ქვე­ყა­ნა ძლი­ე­რი და ერ­თი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და. სულ სა­მი­ო­დე დღით მო­უ­წია ფრონ­ტის ხაზ­ზე ყოფ­ნამ. სნა­ი­პე­რის ერ­თა­დერ­თი ტყვია გულ­ში მოხ­ვ­და.

1992 წლის 14 აგ­ვის­ტოს და­იწყო და 1993 წლის 27 სექ­ტემ­ბერს დას­რულ­და აფხა­ზე­თის ომი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში ასე
ჩა­ი­წე­რა: "ეს იყო ომი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სამ­თავ­რო­ბო ჯა­რებ­სა და სე­პა­რა­ტის­ტუ­ლად გან­წყო­ბილ აფხა­ზებს შო­რის. აფხაზ­თა მხა­რეს ასე­ვე იბ­რ­ძოდ­ნენ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მებ­რ­ძო­ლე­ბი ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ი­დან და კა­ზაკ მი­ლი­ცი­ელ­თა რაზ­მის წევ­რე­ბი, რო­მელ­თაც არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად ეხ­მა­რე­ბო­და რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ბა­ზის გარ­ნი­ზო­ნი გუ­და­უ­თა­ში, ასე­ვე სო­მეხ­თა ბაგ­რა­მი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის ად­გი­ლობ­რი­ვი ბა­ტა­ლი­ო­ნი". ხე­ი­რი­ა­ნად ისიც არ ვი­ცით, ზუს­ტად რამ­დე­ნი
ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა ამ ომს. მას შემ­დეგ 20 წე­ლი­წად­ზე მე­ტი გა­ვი­და და დღეს აფხა­ზე­თის ომ­ში და­ღუ­პულ ქარ­თ­ველ ბი­ჭებს თით­ქ­მის აღა­რა­ვინ იხ­სე­ნებს...

ომის დაწყე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან რა­ტი, მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ფრონ­ტ­ზე წა­სას­ვ­ლე­ლად ემ­ზა­დე­ბო­და. შინ არა­ფე­რი უთ­ქ­ვამს, უფ­როს ძმას, პა­ა­ტა­საც არ გა­უმ­ხი­ლა. დე­დას კი, ტე­ლე­ვი­ზორ­თან თვალ­ც­რემ­ლი­ანს რომ ნა­ხავ­და ომის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბით შეძ­რ­წუ­ნე­ბულს, ღმერ­თო, რის­თ­ვის იღუ­პე­ბი­ან ჩვე­ნი ახალ­გაზ­რ­დე­ბიო, მშვი­დად ეტყო­და, ნუ გე­ში­ნია, ჩვენ გა­ვი­მარ­ჯ­ვებ­თო. ქალ­ბა­ტონ ჯილ­დას ეს უბ­რა­ლოდ მის და­სამ­შ­ვი­დებ­ლად ნათ­ქ­ვა­მი სიტყ­ვე­ბი ეგო­ნა...

რა­ჭა­ში მშობ­ლებ­თან ერ­თად

რა­ტი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და, კლა­სი­კუ­რი ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტის მე­ოთხე კურ­ს­ზე. ის და მი­სი კურ­სე­ლი გი­ორ­გი მა­ი­სუ­რა­ძე აკია ბარ­ბა­ქა­ძის მო­ხა­ლი­სე­თა გვარ­დი­ა­ში ჩა­ე­წერ­ნენ ისე, რომ მშობ­ლე­ბის­თ­ვის არა­ფე­რი უთ­ქ­ვამთ. სო­ხუ­მის­კენ მი­მა­ვალ მა­ტა­რე­ბელ­შიც ისე ავიდ­ნენ, ში­ნა­უ­რებს არ გა­მომ­შ­ვი­დო­ბე­ბი­ან.

რა­ტის მა­მა თენ­გიზ კი­კა­ჩე­იშ­ვი­ლი, ჟურნალ "ისტოიანთან" იხსენებდა:
"გი­ორ­გის მა­მას უფ­რო­სი ვა­ჟი წი­ნა წელს ავა­რი­ა­ში და­ე­ღუ­პა და აფხა­ზე­თის ომი რომ და­იწყო, გი­ოს ყო­ველ ნა­ბიჯს აკონ­ტ­რო­ლებ­და. მა­ინც გაჰ­პარ­ვია, მაგ­რამ მა­ტა­რე­ბელ­თან მი­უს­წ­რია. ძა­ლით ჩა­მო­უგ­დია შვი­ლი ვა­გო­ნი­დან, თქვენ თვი­თო­ნაც არ იცით, ვის ეომე­ბით, ეს ომი თა­ვი­დან­ვე გან­წი­რუ­ლიაო, მთე­ლი ხმით ღრი­ა­ლებ­და თურ­მე. რა­ტის­თ­ვი­საც უთხო­ვია, დაბ­რუნ­დი, შვი­ლო, სად მი­დი­ხა­რო, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მოს­ვ­ლია. მე კი არც მი­ფიქ­რია, რომ ჩე­მი რა­ტი იარაღს აიღებ­და ხელ­ში და ფრონ­ტის წი­ნა ხაზ­ზე ამოჰ­ყოფ­და თავს... ნე­ტავ დრო­ზე გა­მე­გო. თუ გი­ორ­გის მა­მა­სა­ვით ვა­გო­ნი­დან ვერ "ჩა­მო­ვათ­რევ­დი", მეც მას­თან ერ­თად წა­ვი­დო­დი სა­ომ­რად".

"გაგ­რა­ში, ზედ ბრძო­ლის წი­ნა ხაზ­ზე მოხ­ვ­დ­ნენ მო­ხა­ლი­სე გვარ­დი­ე­ლე­ბი. რა­ტი და მი­სი მე­გო­ბა­რი ხუ­ლი­გა­ნა (მი­ში­კო ქო­რი­ძე) იბ­რ­ძოდ­ნენ ერ­თად. ახ­ლაც არ მჯე­რა, რომ რა­ტის ადა­მი­ა­ნის­თ­ვის თო­ფის და­მიზ­ნე­ბა შე­ეძ­ლო", - გვე­უბ­ნე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი ჯილ­და და თვალს გვა­რი­დებს.

30 აგ­ვის­ტოს ტრა­გი­კუ­ლი დღის ამ­ბა­ვი სრუ­ლად ვერც აღად­გი­ნეს. მშობ­ლებ­მა დღე­საც არ იცი­ან, დაჭ­რი­ლი რა­ტის გა­მო­საყ­ვა­ნად შე­ვი­და მტრის ცეცხ­ლის შუ­ა­გულ­ში ხუ­ლი­გა­ნა, თუ პი­რი­ქით. ამ დღეს გაგ­რა­ში 21-21 წლის ორი ყმაწ­ვი­ლის სი­ცოცხ­ლე მტრის ტყვი­ებ­მა შე­ი­წი­რეს.

თბი­ლის­ში ორი­ვე მა­ლე ჩა­მო­ას­ვე­ნეს. ბევრს ახ­სოვს ალ­ბათ ის დრო, აერო­პორ­ტ­ში ქარ­თ­ვე­ლე­ბის ერ­თი ნა­წი­ლი დუ­ბა­ი­ში სარ­ფი­ა­ნად "სა­შო­პინ­გოდ" მი­მა­ვალ და ჩა­მო­მა­ვალ ახ­ლობ­ლებს რომ აცი­ლებ­და ან ხვდე­ბო­და, მე­ო­რე ნა­წი­ლი კი ცრემ­ლ­გამ­შ­რა­ლი თვა­ლე­ბით მო­ე­ლო­და აფხა­ზე­თი­დან შვი­ლე­ბის, ძმე­ბის, მე­გობ­რე­ბის ცხედ­რებს. ბევ­რი მე­ო­მა­რი კი ისე და­ი­ღუ­პა, მა­თი საფ­ლა­ვე­ბი დღე­საც უც­ნო­ბია...

რა­ტი (მარცხნივ) უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეზო­ში მე­გობ­რებ­თან ირაკ­ლი და გი­ორ­გი მა­ი­სუ­რა­ძე­ე­ბთან ერთად

რა­ტი კი­კა­ჩე­იშ­ვი­ლის ერთ პა­ტა­რა ზღა­პარ­ში, რომ­ლის დას­რუ­ლე­ბაც ვერ მო­ას­წ­რო, მთა­ვარ გმირს ნამ­ცე­ცა ჰქვია. ის სა­ხელ­გან­თ­ქ­მუ­ლი მჭედ­ლის შე­გირ­დია. ქვე­ყა­ნას რომ მტე­რი შე­მო­ე­სია, ოს­ტა­ტის დახ­მა­რე­ბით გა­მო­ჭე­და "მტკი­ცე მახ­ვი­ლი, ცუ­ლი, მშვილდ-ისა­რი, ხან­ჯა­ლი, და­ნა, სარ­ტყე­ლი, აბ­ჯა­რი და თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ცხე­ნიც! ეს ცხე­ნი, თუ დას­ჭირ­დე­ბო­და, პი­რი­დან ცეცხლს აფ­რ­ქ­ვევ­და, თვა­ლე­ბი­დან - შუქს. და ასე შე­ჭურ­ვი­ლი გა­უდ­გა გზას ნამ­ცე­ცა მტერ­თან შე­საბ­რ­ძო­ლებ­ლად".

გზას თა­ვი­სი ზღაპ­რის გმი­რი­ვით გა­უდ­გა, ოღონდ იმ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, რომ ნამ­ცე­ცა კი არა, გო­ლი­ა­თი­ვით ბი­ჭი იყო. თუმ­ცა კი მე­გობ­რე­ბი ეკ­ზი­უ­პე­რის პა­ტა­რა პრინცს ამ­ს­გავ­სებ­დ­ნენ გა­რეგ­ნუ­ლი უდარ­დე­ლო­ბით, ხმა­უ­რი­ა­ნი, გაბ­მუ­ლი სი­ცი­ლით.

ხა­თუ­ნა უგუ­ლა­ვა, რა­ტის მე­გო­ბა­რი: "ვა­კის სა­საფ­ლა­ოს მყუდ­რო შე­სას­ვ­ლელ­თან გაჩ­ნ­და ერ­თი სა­და საფ­ლა­ვი, დღემ­დე უბ­რა­ლოდ რომ აწე­რია: "რა­ტი 1971-1992". იქ ისევ მივ­დი­ვართ მი­სი მე­გობ­რე­ბი. ჩვენ წლე­ბი გვე­მა­ტე­ბა, ის ისევ ახალ­გ­ზარ­დაა, ნა­თე­ლი, უიღ­ბ­ლო ბი­ჭი, ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს უიღ­ბ­ლო­ბას­ვე შე­წი­რუ­ლი. დღეს თით­ქოს გვე­რი­დე­ბა თქმი­სა, რომ ჩვენ გვერ­დით გმი­რე­ბი ცხოვ­რობ­დ­ნენ. ჩვენს ხსოვ­ნა­ში ისევ ცოცხ­ლობს რა­ტის გმი­რო­ბის ამ­სახ­ვე­ლი დღე­ე­ბი და გვინ­და გვჯე­რო­დეს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო გამ­თ­ლი­ან­დე­ბა".

მოგ­ვი­ა­ნე­ბით თენ­გიზ კი­კა­ჩე­იშ­ვი­ლი და­ღუ­პულ შვილს მი­უძღ­ვ­ნის პო­ე­მას, რო­მელ­შიც ასე­თი სტრი­ქო­ნე­ბია: "ორ­ბი ფრთას ფრთას შე­მოს­ცხებს, / ვეფხ­ვი შეჰ­კ­რავს კა­მა­რას, / შუქს ზე­ცი­ურს და­ი­ფენს / გულ­წ­მინ­და ყმის სა­ვა­ნე. / მთვა­რის ცი­ვი ცი­ა­გი / მსუ­ბუქ ნის­ლ­ში გა­ახ­ვევს, / აიტა­ცებს ჰა­ერ­ში / და უფალს და­ა­ნახ­ვებს!! ...აფხა­ზუ­რი ომი ეს - / ბნე­ლი ავან­ტი­უ­რა, / გზა­აბ­ნე­ულთ მი­უგ­დეს, / რო­გორც სარ­ჩო დღი­უ­რი!"

რა­ტი კი­კა­ჩე­იშ­ვი­ლი მე­გობ­რებ­თან ერ­თად

და ასე, დღი­ურ­სარ­ჩო­მიგ­დე­ბუ­ლი ბი­ჭე­ბი სა­საკ­ლა­ო­ზე აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ. სჯე­რო­დათ, რომ სამ­შობ­ლოს და­სა­ცა­ვად მი­დი­ოდ­ნენ, ქვეყ­ნის ერ­თი­ა­ნო­ბა სურ­დათ.
ფერ­გა­და­სუ­ლი ფო­ტო­ე­ბი­დან რამ­დე­ნი­მეს ვარ­ჩევთ და­სა­ბეჭ­დად. თა­ვის გა­მო­ჩე­ნა და ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა არ უყ­ვარ­დაო, გვითხ­რეს. მი­სი ჩა­ნა­წე­რე­ბის რვე­უ­ლე­ბი­და­ნაც ვარ­ჩევთ სტრი­ქო­ნებს. ბა­ტონ­მა თენ­გომ ერ­თი სტრო­ფი გვითხ­რა რა­ტის ბავ­შ­ვო­ბის­დ­რო­ინ­დე­ლი ლექ­სე­ბი­დან. სულ მიკ­ვირ­და, 14-15 წლის ბიჭს ეს სტრი­ქო­ნე­ბი რამ და­ა­წე­რი­ნა, ახ­ლა კი ვხვდე­ბი, მის­თ­ვის სი­ცოცხ­ლე­ზე ძვირ­ფა­სი სი­კე­თის­თ­ვის, სამ­შობ­ლოს­თ­ვის თავ­გან­წირ­ვა იყო. აი, ეს სტრი­ქო­ნე­ბიც:
თუ მა­ინც უნ­და მოკ­ვ­დე,
რა­ღა აზ­რი აქვს მა­შინ,
ად­რე წახ­ვალ თუ გვი­ან
საფ­ლავ­ში შა­ვი რა­შით...

ცხოვ­რე­ბა თა­ვი­სი გზით მი­ე­დი­ნე­ბა, რა­ტის ოჯახ­ში მი­სი ძმის­შ­ვი­ლე­ბი და ძმის შვი­ლი­­შვი­ლე­ბი ად­რე წა­სულ ბიჭ­ზე ისე ლა­პა­რა­კო­ბენ, რო­გორც ცოცხალ­ზე. დე­დას ეკ­ლე­სი­ა­ში წას­ვ­ლა უჭირს, მოძღ­ვა­რი დრო­დად­რო შინ აკითხავს და ქვეყ­ნის­თ­ვის თავ­გან­წი­რულ ბიჭს პა­ნაშ­ვიდს უხ­დის...


სა­ლო­მე შო­ში­ტაშ­ვი­ლი
ჟურნალი "ისტორიანი",#46



მიხა
18 თებერვალი 2019 10:29
მეც ვაჩნაძეების ოჯახში გავიცანი რატი... მაშინვე დავმეგობრდით! ალალი, გულღია, სათნო ახალგაზრდა! მადლობა მას! მენატრება...
ნატო
11 თებერვალი 2019 08:33
ნათელში იყოს მათი სულები
კოტე
11 თებერვალი 2019 01:15
რატი გავიცანი ვაჩნაძეების ოჯახში, ახალგაზრდული სუფრა გვქონდა, თამადობა მომიწია და მახსოვს ცოტა რომ გავშინაურდით დაჟინებით მთხოვა ერთი სადღეგრძელო. რა თქმა უნდა სიტყვა მივეცი - ღირსების სადღეგრძელო შემოგვთავაზა და ისეთი ემოციური სიტყვა თქვა, რომ ყველამ ერთხმად ავიტაცეთ. გამოგიტყდებით მაშინ პირველად მივირთვი ეს სადღეგრძელო - ძალიან ლამაზი სუფრა გამოგვივიდა იმ დღეს... ეს იქნებოდა 1991 წლის შემოდგომა.
მალე მოვიდა ამბავი რატის გმირულად დაღუპვის შესახებ...
რატი ის ადამიანია, რომელიც ცხოვრებაში სამუდამოთ დამამახსოვრდა. რატის მიერ შემოთავაზებულ სადღერგრძელოს დარბაისელ საზოგადოებაში ყოველთვის ვიტყვი ხოლმე მისი ღირსეული ცხოვრების თამადობით!
მადლობა რატისთვის მშობლებს და სამშობლოს!
ნათელში ამყოფოს უფალმა მისი სული!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა