"მასალების დამუშავების შემდეგ ბევრი სიურპრიზი გველოდება" - რა დოკუმენტები ინახება საქართველოზე ბრიტანულ არქივებში?
"მასალების დამუშავების შემდეგ ბევრი სიურპრიზი გველოდება" - რა დოკუმენტები ინახება საქართველოზე ბრიტანულ არქივებში?
"ამ დოკუმენტებში ჩანს, რომ ჯერ კიდევ მე-15 საუკუნიდან საქართველო ევროპის ნაწილად მიიჩნევა, თუმცა მოგვიანებით, მე-18 საუკუნეში, ევროპელები საქართველოს მსოფლიო რუკაზე აზიად მოიხსენიებენ"

იმ დროს, როდესაც რუსეთსა და ოსმალ­ეთს შორის ყირიმის ომი მძვინვარებდა,­ საქართველოს რეგიონებში ოსმალეთის მოკავშირე ბრიტანელი ჟურნალისტები მოგზაურობდნენ და ევროპას ჩვენი ქვეყნის შესახებ ცნობებს აწვდიდნენ.

მაგალითად, "დილის ლონდონის" ერთ-ერთ გამოცემაში­ ჟურნა­ლისტს (ფსევდონიმით კალე­დონიან მერკური) რეპორტაჟი პირდაპირ ხობიდან გაუგზავნია. ასეც მიუთითებიათ სტატიის ბოლოს: "დილის ლონდონის" სპეციალური კორესპონდენტი ხობიდან. სტატიაში აღწერილია
სამეგრელოს მკვიდრთა წეს-ჩვეულებები, ადათი და დამოკიდებულება როგორც მტრის, ასევე საზოგადოდ სტუმრის მიმართ. როდესაც ხობელებმა ჩვენი წარმოშობა გაიგეს, შინ მიგვიპატიჟეს, გემრიელი გოჭის ხორცით გაგვიმასპინძლდნენ - ამ ეშმაკური ჟესტით დარწმუნებულებმა, რომ ოსმალები არ ვიყავით, დიდი პატივი გვცეს­
და გამოგვიცხადეს, ძალიან კარგად ვიცით ბრიტანეთი, ინგლისი, თქვენი დედოფალი ვიქტორია და მას პატივს ვცემთო.

ბრიტანულ არქივებში დაცულ მასალებში მოთხრობილია იმ პერიოდის შესახებაც, როდესაც ოსმალები ზუგდიდში შეს­ულან. მათთან ერთად მყოფი ბრიტანელი მოგზაურები და ჟურნალისტები აღფრთ­ოვანებული წერენ დადიანების სასახლის შესახებ - "აქ საოცარი სიმდიდრე და გემ­ოვნება იგრძნობა, ყველაფერი უზადო და ნატიფია. ბევრი ლონდონელი დიდებულის­ ოჯახშიც ვერ ნახავთ ასეთ ნივთებს, ყველაფერი პარიზიდან ჩამოტანილს ჰგავს. მსოფლიოს წინაშე დანაშაული იქნება, თუ ვინმე­ ამ ყველაფერს უდიერად შეეხება და მით უფრო, განადგურებას ეცდება, ვინც უნდა გაიმარჯვოს ამ ომში, ოსმალეთმა თუ რუსეთმაო..."

ეს და სხვა უმნიშვნელოვან­ესი მასალები შეაგროვა­ ხელოვნების სას­ახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ­ ბრიტანეთის ეროვნულ მუზეუმში, სადაც რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გრანტ­ით დაფინანსებული პროექტით იმყოფებოდა.
- ფონდის მიერ გრანტის გამოყოფის მიზანი იყო, საქართველოს შესახებ ისტორ­იული ცნობები შეგვეგროვებინა ევროპული არქივებიდან, სადაც თამამად შეიძლება­ ითქვას, ინახება ნეიტრალური მხარის - ბრიტანელი მოგზაურების და ჟურნალისტების შეკრებილი და მომზადებული მიუკერძოებელი ცნობები. ეს საშუალებას მოგვც­ემს, თავი დავაღწიოთ საბჭოთა ისტორიოგრაფიის ტყვეობას, როდესაც ჩვენი ქვეყნის მატიანე, ძირითადად, ჩვენივე მტრების მიერ შემონახული ცნობების მიხედვით იკინძებოდა და ხშირად მიკერძოებაში, მტრის ინტერესების დაცვაში, მეტიც - ქართველთა­ დაკნინების ცდაშიც გვაეჭვებს...

ყოველ დილით 7 საათზე ვდგებოდი და ჰაიდ პარკის მშვენიერი მინდვრებისა და ბაღების გავლით მივდიოდი სამყ­აროს ერთ-ერთ უდიდეს ბიბლიოთეკაში, სადაც პატარა ქვეყნის შვილი ამაყად ვეცნობოდი ჩემი ხალხის შემოქმედებითი ნიჭის არაერთ ნაყოფს. ამ ექსპედიციის შედეგად მივიღეთ 1000-ზე მეტი ციფრული გვერდი, ბევრი გამოუ­ქ­ვეყნებელი ისტორიული დოკუმენტი თუ ფოტო. თუმცა ჩვენს პროექტს კეთილის მსურველებსა და მხარდამჭერებთან ერთად მოქილიკენი თუ მაკონტროლებლებიც გამოუჩნდნენ. მალე პრეზენტაციას მოვა­წყობთ და საკუთარი თვალით ნანახის შემდეგ, ალბათ, მტრულად განწყობილებიც შეიცვლიან პოზიციას.
მე ჩემ­თვის არაფერს ვეძებ - ის, რაც თუნდაც ბოლო პერიოდში გაკეთდა, შეეძლო სხვასაც,­ სურვილი რომ ჰქონოდა. ჯობს ერთმანეთის დახმარების­ სურვილით განვიმსჭვალოთ, ვიდრე უსაფუძვლო ქიშპობით, რომელიც ყოველთვის ჩვენს მტერს აძლევდა ხელს. ეს ბრიტანეთის არქივებში დაცული ძველისძველი მასალებითაც ჩანს.

- გქონიათ განცდა, რომ მასალა­ პაზლის დაკარგული ნაწილივით ავსებს ჩვენს ისტორიას, ან ის, რაც საეჭვო იყო, ნათელი გახდა?
- დეტალებზე მოპოვებული მასალის სპეციალისტებთან ერთად დამუშავების შემდეგ ვილაპარაკებ. ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივებში დაცული რუკები და ცნობები ადასტურებს, რომ საქართველო უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო იყო ინგლისისა და მთელი ევროპისთვის.

ვნახე რუკა საქართველოში წიაღისეულის, საბადოების შესახებ. ვუყურებდი და ვფიქრობდი - რა იქნებოდა, მუდმივად სპარსეთის,­ ოსმალეთის, მონღოლების, არაბებისა და რუსების საჯიჯგნი რომ არ ყოფილიყო­ ჩვენი მდიდარი და ჩამოთვლილთა მავნებლობით გაუბედურებული ქვეყანა? ამ დოკუმენტებში ჩანს, რომ ჯერ კიდევ მე-15 საუკუნიდან საქართველო ევროპის ნაწილად მიიჩნევა, თუმცა მოგვიანებით, მე-18 საუკუნეში, ევროპელები საქართველოს მსოფლიო რუკაზე აზიად მოიხსენიებენ.

აღმაფრთოვანა ბრიტანელი მოგზაურების მიერ ჩვენი ტერიტორიების, ძეგლების, ხალხის, ქცევის, ჩაცმის, ადათების, წესების­ ზედმიწევნით ზუსტმა, მიუკერძოებელმა აღწერამ. მოგზაურები მოსახლეობას მაღალი კულტურის ხალხად აღიქვამდნენ.

ბევრი მასალა ინგლისურ ენაზეა, საჭიროა თარგმნა, გაანალიზება, რაც სულ სხვანაირად დაგვანახებს ყირი­მის ომს და ამ ომში საქართველოს მდგომარეობას. აღმაშფოთა საქართველოზე რუსი გენერლის ჩივ­ილმა. გენერალი ლეიტენანტი დენიკინი 1919 წლის 8 ნოემბერს ამიერკავკას­იის სარდლობისგან მოითხოვს ქართული ჯარების ბზიფისკენ გადასროლას, საქართველოში რუსების უფლებებს არღვევენ და კავკასიაში ჩვენს უპირატესობას არ აღიარებენ. ამიტომ მოვითხოვ ქართველებმა დაუყოვნებლივ დაიხიონ ბზიფისკენო.
და ფაქტობრივად, რუსეთის მიმართ ტერორის ხელშეწყობაში ადანაშაულებს ქართველებს. ფაქტობრივად, იგივე სიტუაცია იყო, რაც დღეს...

არქივების გაცნობისას პირველად ვნახე რიონის დელტაზე ნაოსნობის ამსახვ­ე­ლი ნახატები, ნავები, გემები. ყველაფერი ჩაუხა­ტავს ბრიტანელ მკვლევარ ტეფლერს, რომელსაც 1876 წელს უმოგზაურია საქ­ართველოში. მასვე ეკუთვნის ოცამდე ესკიზი,­ რომლებ­ზეც ასახულია საქარ­თველოს სხვადასხვა­ მხარე, ქართველების ჩაცმულობა. თვალში­ საც­ემია ანან­ური. ესკიზზე ჩანს მოწესრიგებული­ და არქიტექტურულად დახვეწილი ინფრასტრუქტურა.

- კერძო პირების შესახებ დაცული მასალებიც ნახეთ?
- დიახ. იმერეთის ერთ-ერთი დედოფლის წერილის ასლი წამოვიღე. დედოფალი რუსეთის იმპერატორს სთხოვს დახმ­არებას. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის რუსების შექმნილი მდგომარეობის ტყვეა. არ ვიცი, რა ხდებოდა, მაგრამ ჩანს, რომ იმერეთის სამეფო კარზე იყო შიდა დაპირისპირება, რითაც რუსეთი ან ხელს ითბობდა, ან სულაც თვითონ იყო ამ დაპირისპირების მაპროვოცირებელი...

- სამუშაო პროცესი მარტივი იყო?
- ერთკვირიანი მოლაპარაკების შემდეგ­ ბრიტანე­თის ბიბლიოთეკამ აზია-აფრიკის განყოფილების ოქროს ფონდიდან სამი უნიკალური ნიმუში გადმომცა დასამუშავებლად. ამისათვის ცალკე, დახურულ სივრც­ეში გამიყვანეს. ოთახში დაცვის საგანგებო ნორმებია დაწესებული. შესვლის შემდეგ კარი იკეტება, მაგიდასთან ჯდები, რომლის თავშიც მეთვალყურე ზის და მისი მკაცრი ზედამხედველობით იკვლევ საკითხს... გადმოცემული სამი ალბომიდან ერთ-ერთი, ძირითადად, მე-20 საუკუნის ეგვიპტის ცხოვრებას ასახავს. სწორედ აქ ვიპოვე უნიკალ­ური ფოტო, რომელსაც აქვს ინგლისური წარწერა - "ქართველი მოცეკვავე გოგო". ამ ქალბატონის გარეგნობას ქართველობის არაფერი შერჩენია. ალბათ, გადმოცემით იცოდა წარმოშობის შესახებ. არა მგონია, ჩვენებური საუბარი შესძლებოდა, მაგრამ ის რამხელა საქმეა, რომ წარმომავლ­ობა ახსოვდა! თან ისე, რომ მისი ამბავი ინგლისელმა ოფიცერმა საკუთარ ალბომში შეიტ­ანა. ჩემთვის ამ გასახარ ამბავს თანამედროვე ქართული ორიენტალისტიკის გამორჩეულ წევრს, ქართველ მამლუქთა ისტორიის დიდ მკვლევარს, პროფესორ გოჩა ჯაფარიძეს ვუძღვნი... ასევე მაქვს მასალები ეგვიპტეში­ მყოფი ქართველი ტყვე ქალის­ შესახებ. ცნობები ვინმე რობინზონს ჩაუწერია. მოპოვებული მასალების დამუშავების შემდეგ ბევრი სიურპრიზი გველოდება.

მერწმუნეთ, არანაკლები მოუთმენლობა მჭირს, ვიდრე მაშინ, ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში რომ მივდიოდი და გული მიგრძნობდა, ჩვენ წინაშე ბევრი საიდუმლო გაცხადდებოდა. სამწუხაროა, რომ რუსეთმა - ჯერ საიმპერატორომ და შემდეგ ბოლშევიკურ-კომუნისტურმა - რკინის ფარდით არა მხოლოდ გაგვმიჯნა კულტურულად და ისტორიულად მონათესავე ევროპისგან, ჩვენი ისტორიის შესახებ ზუსტ ცნობებზე ხელმისაწვდომობაც გაგვიძნელა და საქართველოს ისტორია, რომელიც დიდხანს საბჭ­ოთა კავშირის ისტორიაში იყო ათქვეფილი­, ისე "შეცვალა, როგორც მის იმპერატორულ ზრახვებს სჭირდებოდა. რუსეთს ხომ ყოველთვის ეშინოდა, რომ პატარა საქართველო უფრო დიდი იყო, ვიდრე დიდი რუსეთი. ამიტომაც მისი ჩექმა ყოველთვის უფრო მძიმედ აწვებოდა ჩვენს მიწას, რომ მისი შიშით ჩვენი ეროვნული სიდიადე არ გაგვხსენებოდა.
მაიკო
27 თებერვალი 2019 13:55
ძალიან დიდი და კარგი საქმე წამოუწყია ბატონ გიორგის ,წარმატებას ვუსურვებ, ვისურვებდი წიგნის სახით ამ მასალების გამოსვლას და ჩვენს მომავლ თაობას ასწავლონ ჩვენი ქვეყნის რეალური ისტორია, კულტურა და გაუღვივონ პატრიოტიზმი
ელგუჯა
26 თებერვალი 2019 19:46
ბატონი გიორგი ისეთი დიდი კაცის,დიდი პოეტის შვილია, რომ სასიამოვნოა, თავადაც გამორჩეული პიროვნება რომ არის.

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელია ღვინისთვის ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა?
/
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თვის კითხვადი სტატიები