"რას ვხედავ, ბატონი კოწია მადგას თავზე გაოცებული... უცბად ატეხა ყვირილი, - ქურდი შემოსულაო! თანაც სატევრისკენ იწევს, უნდა ავჩეხოო!" - კვირის პალიტრა

"რას ვხედავ, ბატონი კოწია მადგას თავზე გაოცებული... უცბად ატეხა ყვირილი, - ქურდი შემოსულაო! თანაც სატევრისკენ იწევს, უნდა ავჩეხოო!"

ლევან ჭუბაბრია ჟურნალ "ისტორიანთან" რამდენიმე სახალისო ისტორიას იხსენებს, მათ შორისაა:

კლასიკოს წინაპართან თქვენ ისაუზმეთ!... მე და დათო ახობაძე თანაკურსელები ვიყავით. უნივერსიტეტში ვსწავლობდით, დასავლეთ ევროპულზე. დათო კონსტანტინე გამსახურდიას შვილიშვილი იყო, მისი უფროსი ქალიშვილის, ნათელას ვაჟი. ერთხელ დათომ შემომთავაზა, საღამოს ბაბუასთან ვივახშმოთ, თან "მუკუზანიც" დავლიოთო. უარს როგორ ვეტყოდი.

ავედით კოლხურ კოშკში, ბატონმა ზვიადმა და დათომ ბატონ კონსტანტინესთან წარმადგინეს. უკვე საკმაოდ მოხუცი იყო.

"მუკუზანს" გვიანობამდე შევყევით და მათთან დარჩენა შემომთავაზეს. მეც ამაყად დავრეკე შინ და ჩემებს მოვახსენე, რომ კოლხურ კოშკში ვრჩებოდი.

ბიჭები დიდხანს ვისხედით სუფრასთან, გამთენიისას დავიშალეთ.

დამაძინეს ოთახში, სადაც ბატონ კონსტანტინეს კედელზე ნაჩუქარი იარაღი გამოეფინა: ხმლები, ხანჯლები, თოფი, დანები... იქნებოდა ასე დილის 9-10 საათი, როცა ოთახში ვიღაცის შემოსვლის ხმაურმა გამაღვიძა. წამოვდექი და რას ვხედავ, ბატონი კოწია მადგას თავზე გაოცებული. მიყურებს, მიყურებს და უცბად ატეხა ყვირილი, - ქურდი შემოსულაო!

თანაც სატევრისკენ იწევს, უნდა ავჩეხოო!

დავიბენი, არ გინდა, ამხელა კლასიკოსის წინაში ტრუსით დადგე? თანაც, გკლავს!

ამ დროს დათო და ზვიადიც შემოცვივდნენ და ძლივს დააწყნარეს აღელვებული კლასიკოსი.

მე კი ამჯერად შემომთავაზეს, ჩაიცვი და ერთად ვისაუზმოთო!

როგორც იქნა, ჩავიცვი, მოვუტრიალდი მეგობრებს, კლასიკოს წინაპართან თქვენ ისაუზმეთ-მეთქი და სირბილით ისე დავეშვი გალის ქუჩაზე, უკან არც მიმიხედავს... იხილეთ სრულად