"მეთაურები უფლებას არ აძლევდნენ. თვითმფრინავში დაიმალა, ისე გაფრინდა სოხუმში" - 19 წლის გოგოს საბედისწერო სიყვარულის ამბავი
"მეთაურები უფლებას არ აძლევდნენ. თვითმფრინავში დაიმალა, ისე გაფრინდა სოხუმში" - 19 წლის გოგოს საბედისწერო სიყვარულის ამბავი
2017 წლის 14 იანვარს - სახელმწიფო დროში დღეს, იმჟამინდელმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის 16 ადამიანი სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა, მათ შორის ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა შინაგანი ჯარების ზემდეგი ლილი თაკვარელია. მისი გვარ-სახელი ალბათ ბევრისთვის კვლავაც უცნობია... გოგონა სულ რაღაც 19 წლის იყო, როდესაც აფხაზეთში დაწყებულ ბრძოლებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა...

1993 წლის 22 სექტემბერს, ბაბუშერას აეროპორტში აფეთქებულ თვითმფრინავში ისიც იყო...
აი, რას
გვიყვება აფხაზეთის ომის მონაწილე გელა ათაქიშვილი:

- ერთ დღეს ჩვენი შინაგანი ჯარების სამხედრო ნაწილში კაცი მისულა, - ჩემს ქალიშვილს ძალიან უყვარს ძაღლები, თუ ვინმე ლეკვს აჩუქებს, შინ მოჰყავს. იქნებ თქვენთან სამსახური გამოუძებნოთო... ასე მოიყვანეს შინაგანი ჯარების კინოლოგიაში ძალიან ლამაზი გოგონა ლილი თაკვარელია, რომელსაც ჩვენი თანამშრომელი
სომეხი ბიჭი შეუყვარდა. მას ხანდახან აფხაზეთშიც უშვებდნენ და ლილი ნერვიულობდა, უნდოდა, სულ მის გვერდით ყოფილიყო, თუმცა, მეთაურები ამის უფლებას არ აძლევდნენ. შემდეგ ტირში დაიწყო ვარჯიში და ისე კარგად ისროდა, მამაკაცებს არ ჩამოუვარდებოდა... რამდენჯერმე აფხაზეთშიც წავიდა. წინა ხაზზე არ უშვებდნენ, მაგრამ დისლოკაციის ადგილზე თანამებრძოლებს ეხმარებოდა.

1993 წლის 16 სექტემბერს "სოჭის სამშვიდობო შეთანხმება" დაირღვა და ქალაქის დაბომბვა დაიწყეს. მისი შეყვარებული იმ დროს აფხაზეთში იყო და პოზიციას იცავდა. ლილიმ ხელმძღვანელობას რამდენჯერმე სთხოვა, სოხუმში გამიშვითო. უარი უთხრეს... 22 სექტემბერს თბილისიდან მისი თანამებრძოლები სოხუმში უნდა გაფრენილიყვნენ და ლილის უთქვამს, გაგაცილებთო. მერე თვითმფრინავის საპირფარეშოში დამალულა... წინადღეს ჩვენ გავფრინდით სოხუმში. ჩვენი თანამშრომელი სომეხი ბიჭი შეუყვარდა. მას ხანდახან აფხაზეთშიც უშვებდნენ და ლილი ნერვიულობდა, უნდოდა, სულ მის გვერდით ყოფილიყოცგვთხოვა, წამიყვანეთო... ერთი სიტყვით, ეს გაფრენა მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. თვითმფრინავს ბაბუშერის აეროპორტში მოწინააღმდეგის კატარღამ ყუმბარა ესროლა... 7 თუ 8 კაცი გადარჩა. ლილის ცხედარი კი ისე იყო დანახშირებული, ვერც ამოიცნეს. შემდეგ კი, 1997 წელს, ტყვეთა გაცვლის კომისიის დახმარებით თბილისში ჩამოასვენეს...

- მისი შეყვარებული გადარჩა?

- დიახ... ლილის ერთი ძმა ჰყავდა მხოლოდ, რომელიც რუსეთშია. დედ-მამაც გარდაიცვალა.



gia
18 მარტი 2019 14:29
ბევრ გაქსუებულ დეზერტირს რომ კითხო, არ იომა რადგან მარადიორი და ნარკომანი არ იყო. ჩვენს გიერებს დაფასების ნაცვლად, ასე მოიხსენიებს ბევრი. თუ ვინმე არასწორად იქეოდა ომში, ეს იმან განსაჯოს, ვინც იქ იყო და ტყვიაზე ჰქონდა მკერდი მიშვერილი.
რამდენი გმირის ვინაობა არ ვიცით. მომავალში იჩენს თავს ამ ლამაზი გოგო-ბიჭების თაობის დაღუპვა...
11 თებერვალი 2019 10:28
მომავალში იჩენს თავს ამ ლამაზი გოგო-ბიჭების თაობის დაღუპვა...
ლელა
10 თებერვალი 2019 19:43
ამ სულგანათლებულ მშვენიერ გოგონას არ ეკადრება ასეთი არასერიოზული წერილი:დაიწყეთ და დაასრულეთ,როგორც წესია ხოლმე.რაა ეს სანახევროდ დაწერილი! შეკითხვა,მწირი პასუხი და მორჩა! წერა არ იცით?მაშინ ნუ დაწერთ!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები