ირლანდიური ბარი, რომელიც ჩვ.წ.აღ.- ით, დაახლოებით, 900 წელს გაიხსნა და დღემდე ფუნქციონირებს
ირლანდიური ბარი, რომელიც ჩვ.წ.აღ.- ით, დაახლოებით, 900 წელს გაიხსნა და დღემდე ფუნქციონირებს
მსოფლიოს არაჩვეულებრივი ბარების ჩამონათვალში, ღირსეული ადგილი ირლანდიურ SEAN’S BAR-ს უკავია, რომელიც არამარტო ადგილობრივ მცხოვრებლებს მასპინძლობს, არამედ მას მსოფლიოს სხვადასახვა ქვეყნიდან ჩასული ათასობით ტურისტი სტუმრობს და ეს არც არის გასაკვირი. მან ხომ დრო დაამარცხა და როგორც ამბობენ, სულ ცოტა ჩვ.წ.აღ.-ით 900 წლიდან ფუნქციონირებს.

SEAN’S BAR-ი ირლანდიის ქალაქ ათლონში, მდინარე შენონის სანაპიროზე მდებარეობს. ის, რომ ეს ადგილი დღემდე დიდ აღტაცებას იწვევს, ლუიან მაქ ლუიდიჩის (Luain Mac Luighdeach) დამსახურებაა. ისტორიოული წყაროების მიხედვით, ის
გახლდათ გიდი, რომელიც მდინარე შენონის ჩქარ დინებას არ უშინდებოდა და ხალხს ამ ტერიტორიაზე დასახლებაში ეხმარებოდა. მოგვიანებით მეფე ტურლოუ ქეროლენმა (Turlough O'Carolan) 1129 წელს, ადგილობრივების დასაცავად ციხე ააშენა. დროსთან ერთად, ეს ადგილი სულ უფრო და უფრო ცნობილი ხდებოდა და იმ დროიდან მოყოლებული დღემდე ხიბლი არ დაუკარგავს.

ლუიანმა თავდაპირველად პატარა საოჯახო სასტუმრო დაარსა, რომლის მშენებლობის დროს არქეოლოგიურ არტეფაქტებს მიაკვლია - ძველი შენობის ნაშთები, უძველესი მონეტები და სხვა ბევრი ისტორიული ნივთიც აღმოაჩინა. დროთა განმავლობაში მონეტები ნაციონალურ მუზეუმს გადაეცა, თუმცა არტეფაქტების ნაწილის დათვალიერება ფუნქციონირებად ბარში გამოყოფილ სექციაშიც დღესაც შესაძლებელია.

მისი უნიკალურობის შესახებ მოსაზრებას გინესის ჩამონათვალში ბარის მოხსენიებაც ამართლებს."უძველესი პაბი ირლანდიაში, ოფიციალური თარიღით ჩვ.წ.აღ. 900 წელი", - სწორედ ასეთ ჩანაწერს შეხვდებით გინესის წიგნში.

როდესაც მსოფლიოს უძველეს პაბში შეაბიჯებთ, იმ წუთიდანვე იგრძნობთ, როგორ არაჩვეულებრივ ადგილზე ხართ, SEAN’S BAR -ი უძველესი ქვებითაა მოპირკეთებული, რასაც დრომ ვერაფერი დააკლო.

აქ საოცარი ისტორიის მომსწრე ხდებით, შექმნილი უნიკალური ატმოსფერო ათასი წლით უკან დაგაბრუნებთ და იმ მრავალრიცხოვან ადამიანთა რიცხვს შეუერთდებით, ვინც დროის გაჩერება შეძლო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ირლანდიური მუსიკის ფონზე ხდება. არაერთი ადამიანი ბარში მოხვედრის შემდეგ, ირლანდიური კულტურის შესწავლით დაინტერესდა და გაცილებით მეტი შეიტყო ქვეყნის ისტორიაზე.

ბარში, უძველესი სასმლის უმაღლესი ხარისხით დამზადებულ გამორჩეულ სახეობებს აწარმოებენ. ამ ცოტა ხნის წინ მან ერთ-ერთი ვისკითაც გაითქვა სახელი, ისტორიის შესწავლის შემდეგ კი აღმოჩენდა, რომ მისი გამოხდა მე-6 საუკუნეში, ათლონის მახლობელ კუნძულებზე დაუწყიათ.

მათთვის საამაყო კიდევ ერთი სასმელი ბარის დამაარსებელის სახელისადმი მიძღვნილი ვისკია, რომელიც ადგილობრივი მარცვლეულისა და ალაოს ნარევს წარმოადგენს. ტურისტების თქმით, შეუძლებელია მისი გამორჩეული არომატი დაგავიწყდეთ.

სიძველესთან ერთად, ირლანდიელები თანამედროვეობასაც არ ივიწყებენ, მართავენ "ივენთებს" სხვადასხვა მუსიკოსების მონაწილეობით. მაგალითად, ა.წ. მარტში დაგეგმილი აქვთ წმ. პატრიკის ფესტივალი.

ბარს ასევე აქვს ბლოგი, სადაც ისტორიულ ფაქტებსაც გაეცნობით და ნახავთ იმასაც, სტუმრები და მასპინძლები ერთმანეთს სიახლეებსა და მოსაზრებებს როგორ უზიარებენ.

მსოფლიოში მიმდინარე არქეოლოგიური კვლევებისას შესაძლოა აღმოაჩინონ უფრო უძველესი ბარიც მსოფლიოში, თუმცა ერთი რამ ნამდვილად ცხადია, ამ ანტიკურმა ნაგებობამ თავისი მრავალწლიანი გამოცდილებით ისტორია შექმნა და თავდაპირველ ხიბლს და აურას დღესაც აგრძნობინებს იქ მისულს.

მოამზადა თამუნა ბოკუჩავამ

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო 2-3 წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო 2-3 წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა?