"ნუ დამივიწყებთ" - ერაყის მმართველი, ქართველი მამლუქის, დაუდ-ფაშას წერილი დედას
"ნუ დამივიწყებთ" - ერაყის მმართველი, ქართველი მამლუქის, დაუდ-ფაშას წერილი დედას
სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით ვიგებთ, რომ შსს-ს არქივში დაცულია ქართველი მამლუქის მიერ დედისადმი მიწერილი წერილის ნაბეჭდი ვერსია.
ბავშვობაში ოსმალეთში გაყიდული მამლუქი 1817-1831 წლებში ერაყის მმართველი გახდა. დაუდ-ფაშას წერილის ორიგინალ ვერსიას გასული საუკუნის 50-იან წლებში ცნობილმა ქართველმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ გიორგი ლეონიძემ მიაკვლია.

"დაუდ-ფაშას მშობლები ორბელიანების ყმები იყვნენ, გვარად მანველაშვილები. პატარა დავითი ბავშვობაში ტყვეთა მოვაჭრეებმა გაიტაცეს და ოსმალეთში გაყიდეს. დავითი ასევე
ქართველ, ბაღდადის ფაშა სულეიმან ბუიუქთან მოხვდა, რომელმაც ის მამლუქთა სასწავლებელში მიაბარა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დავითს სხვადასხვა თანამდებობა ეკავა. როგორც კი დაუდ-ფაშა ერაყის მმართველი გახდა, ოსმალეთის სულთანს განუდგა და დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება დაიწყო. ისტორიკოსები მას პროგრესულ და რეფორმატორ მმართველად მოიხსენიებენ. დაუდ-ფაშას არ დავიწყებია საკუთარი ოჯახი და
ყმობიდან გამოიხსნა ისინი. 1831 წელს დაუდ-ფაშა თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში დამარცხდა. 1834 წელს ის ბოსნიის გამგებლად გადაიყვანეს, მოგვიანებით კი მას სტამბოლში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა. იგი 1851 წელს მედინაში გარდაიცვალა.

სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერ-ისტორიკოსები წარმოშობით ქართველ დაუდ-ფაშა გურჯს, ერაყის უკანასკნელ მამლუქსა და გამგებელს ასე მოიხსენიებდნენ - "დაუდ ფაშა, გამორჩეული ხიბლით, ევროპელ ხელმწიფეებს უფრო ჰგავს, ვიდრე აღმოსავლეთის მრძანებელს" - ფრანგი ოშე-დუა; "დაუდ ფაშა იყო დიდი სახელმწიფო მოღვაწე, ფრიად განსწავლული, დიდი ფილოსოფოსი, კანონმდებელი, განმანათლებელი, რომელმაც ბრწყინვალე რეფორმების წყალობით ერაყი აღმავლობის გზაზე დააყენა" - არაბი მეცნიერი ალ-აზ-ზავი; "მისი ფილოსოფია უფრო პროგრესული იყო, ვიდრე რომის იმპერატორის, მარკუს ავრელიუსის" - ინგლისის მეცნიერი ლონგრიგი..." - ვკითხულობთ"ფეისბუკში" გამოქვეყნებულ პოსტში, როლესაც თან აქვს დართული წერილის ბეჭდური ასლი.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
დღის კითხვადი სტატიები