"თბილისელები უფრო შესახედავები და ხალისიანები არიან, ვიდრე რუსები, თანაც უკეთესადაც აცვიათ" - კვირის პალიტრა

"თბილისელები უფრო შესახედავები და ხალისიანები არიან, ვიდრე რუსები, თანაც უკეთესადაც აცვიათ"

საბჭოთა საქართველო ამერიკელი მწერლის, ჯონ სტაინბეკის დღიურებსა და ფოტოხელოვან რობერტ კაპას ობიექტივში

ამ ისტორიითა და მისი პერსონაჟებით საბჭოთა სახელმწიფომ ქულები დაიგროვა მთელ მსოფლიოში, ისტორია კი 1947 წელს საბჭოთა კავშირში სამოგზაუროდ ჩამოსულმა სახელგანთქმულმა ამერიკელმა მწერალმა ჯონ სტაინბეკმა და ასევე სახელგანთქმულმა ფოტოჟურნალისტმა რობერტ კაპამ შექმნეს, რომელთაც ომის შემდგომი ბედნიერი საბჭოთა კავშირი აღწერეს. ორი უნიჭიერესი შემოქმედი საქართველოში რუსეთის მოვლის შემდეგ ჩამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ მათ ამ მოგზაურობაში საბჭოთა კა-გე-ბეს წარმომადგენელი ტკიპასავით ჰყავდათ მიწებებული,

საქართველოს ხიბლის შეგრძნება მაინც მოახერხეს.

კაპამ საქართველოში 500-ზე მეტი ფოტოშედევრი გადაიღო, სტაინბეკი კი "რუსული დღიურების" წერას საბჭოეთიდან წასვლისთანავე შეუდგა, თუმცა წიგნს მაშინ დღის სინათლე არ უხილავს - საბჭოთა კავშირისთვის საშიშად მიიჩნიეს და მხოლოდ 1990 წელს გამოსცეს რუსულად. როგორც ამბობენ, წიგნის უარყოფის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს აღმატებით

ხარისხში მოხსენიებაც იყო.

"თბილისელები უფრო შესახედავები და ხალისიანები არიან, ვიდრე რუსები, თანაც უკეთესადაც აცვიათ"

სტაინბეკმა და კაპამ დედაქალაქის ქუჩები და მაღაზიები მოიარეს და გაოცდნენ: "ამ ქალაქმა შეძლო ჩვენი მოხიბვლა. აქ ბევრი რამ არის, რაც უცხოელს გააოგნებს. თბილისელები უფრო მეტად შესახედავები და ხალისიანები არიან, ვიდრე იმ ქალაქების მცხოვრებნი, რომლებიც რუსეთში ვნახეთ, თანაც უკეთესადაც აცვიათ - აქ ტანსაცმელი ძალიან ძვირი ღირს, მაგრამ აქაური უნივერმაღები ხალხით არის გაჭედილი... თაროები სავსე იყო, მაგრამ ფასები, განსაკუთრებით ტანსაცმლის, ძალიან მაღალი: პერანგი - 65 რუბლი, რეზინის მაღალყელიანი ფეხსაცმელი - 300 რუბლი, საბეჭდი მანქანა - 3000 რუბლი". გაგრძელება