"საკვირველი ხალხია ეს ქართველები... ჭამაც ჩვენზე მეტი შეეძლოთ, სმაც, ცეკვაც, სიმღერაც..."
23-03-2019
"საკვირველი ხალხია ეს ქართველები... ჭამაც ჩვენზე მეტი შეეძლოთ, სმაც, ცეკვაც, სიმღერაც..."
საბჭოთა საქართველო ამერიკელი მწერლის, ჯონ სტაი­ნბეკის დღიურებსა და ფოტოხელოვან რობერტ კაპას ობიექტივში

ამ ისტორიითა და მისი პერსონაჟებით­ საბჭოთა სახელმწიფომ ქულები დაიგროვა­ მთელ მსოფლიოში, ისტორია კი 1947 წელს საბჭოთა კავშირში სამოგზაუროდ ჩამოსულმა სახელგანთქმულმა ამერიკელმა­ მწერალმა ჯონ სტაინბეკმა და ასევე სახელგანთქმულმა ფოტოჟურნალისტმა რობერტ კაპამ შექმნეს, რომელთაც ომის შემდგომი­ ბედნიერი საბჭოთა კავშირი აღწერეს. ორი უნიჭიერესი შემოქმედი საქართველოში რუსეთის­ მოვლის შემდეგ ჩამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ მათ ამ მოგზაურობაში საბჭოთა კა-გე-ბეს წარმომადგენელი ტკიპასავით ჰყავდათ მიწებებული,
საქართველოს ხიბლის შეგრძნება მაინც მოახერხეს.

კაპამ საქართველოში 500-ზე მეტი ფოტოშედევრი გადაიღო, სტაინბეკი კი "რუსული­ დღიურების" წერას საბჭოეთიდან წასვლისთანავე შეუდგა, თუმცა წიგნს მაშინ დღის სინათლე­ არ უხილავს - საბჭოთა კავშირისთვის საშიშად მიიჩნიეს და მხოლოდ 1990 წელს გამოსცეს რუსულად. როგორც ამბობენ, წიგნის უარყოფის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს აღმატებით
ხარისხში მოხსენიებაც იყო.


ქართული სუფრის "სასწაულები", ანუ "ღვინომ გვიხსნა სიკვდილისგან"


"ჯერ მაგიდის დანახვისთანავე დავიხოცეთ: თითქმის თოთხმეტი­ ფუტის სიგრძის იქნებოდა და ზედ საჭმელი იყო დახვავებული. მთავარ კერძად შემ­წვარი ქათამი მოგვიტ­ანეს. ჩვენდა გასაოც­რად, თითო ულუფაში ნახევარი ქათამი იყო!.. ცივად მოხარშული დედალიც ჩაეწყოთ­ ცივ მწვანე საწებელში, რომელიც სუნელებითა და არაჟნით იყო შეკაზმული. მაგიდაზე ყველის ჩხირებიც ეწყო, ასევე პამიდვრის სალათა და ქართული მწნილი. ქონდარში მოშუშული ცხვრის ხორციც ჰქონდათ სქელი სოუსით. ქართული პურის ნაჭრები ერთმანეთზე ეწყო, სუფრის შუაგულში კი ხილი დაელაგებინათ. ყველაფერი გემრიელი იყო და სრულიად უცხო გემო ჰქონდა. ამიტომ ყველა კერძის დაგემოვ­ნება გვსურდა, მაგრამ თუკი არ ვჭამდით, გვაძალებდნენ, ჭამეო. ამდენი ჭამისგან უკვე ცუდად ვიყავით... კაპას, რომელიც თავის ვიწრო წელით ამაყობს და არავითარ შემთხვევაში არ იხსნის ქამარს, ღაბაბი დაჰკიდებოდა, თვალები გადმოეკარკლა და თან ჩასისხლიანებოდა... ამასობაში ადგილობრივი ღვინო ჩამოდგეს - გემრიელი,­ მსუბუქი და არომატული იყო. ვფიქრობ, სწორედ იმ ღვინომ გვიხსნა სიკვდილისგან", - წერდა სტაინბეკი.


"ჭამაც ჩვენზე მეტი შეეძლოთ, სმაც, ცეკვაც, სიმღერაც..."

რობერტ კაპას საქართველოში გადაღებული ფოტ­ო­ების საუკეთესო ნაწილი სტაი­ნბეკის "რუსულ დღიურებში" მოხვდა, ნაწილი კი კაპას არქივებში.

მათი მოძიებით ბოლო წლებში ქარ­თველი ოფიციალური პირები დაინტერესდნენ. სტაინბეკის მიერ კი ქართველების აღწერილობას მისივე სიტყვებით დავასრულებთ: "საკვირველი ხალხია ეს ქართველები. საუკუნეების განმავლობაში ცდილობდნენ მათ წახდენას, ყველას მათი გატეხა სურდა, მაგრამ კვალიც ვერ დააჩნიეს მათ ძლიერ სულისკვეთებას. საქართველოში ყოფნისას ვნახეთ, რომ ეს საოცარი ქართველები ყველაფრით გვჯობდნენ: ჭამაც ჩვენზე მეტი შეეძლოთ, სმაც, ცეკვაც, სიმღერაც... ისინი იტალიელებივით მხიარულები და ბურგუნდიელებივით ძლიერები იყვნენ. ყველაფერი გამოსდიოდათ, რასაც ხელს მოჰკიდებდნენ... მათ სულს ვერაფერი დასცემს, ამ ხალხის თვითმყოფადობას ვერაფერი გაანადგურებს!" (იხილეთ სრულად)

ამერიკელი
24 მარტი 2019 08:06
კი აბა საქმის კეთება ჩვენზე უკეთ შეუძლიათო ამას ხომ ვერ იტყოდნენ?

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები