"მაი ამ­ბა­ვი გურ­ჯის­ტან­ში რომ არა­ვინ იცო­დეს, სირ­ცხვი­ლია..." - ქობულეთელთა აჯანაყება ნაილ-ბეგ ხა­ჯიშ­ვი­ლის მეთაურობით
"მაი ამ­ბა­ვი გურ­ჯის­ტან­ში რომ არა­ვინ იცო­დეს, სირ­ცხვი­ლია..." - ქობულეთელთა აჯანაყება ნაილ-ბეგ ხა­ჯიშ­ვი­ლის მეთაურობით
ფოტო:ნაილ-ბეგ ჰა­ჯი­ოღ­ლი (ხა­ჯიშ­ვი­ლი)
ქო­ბუ­ლე­თე­ლი ნაილ-ბეგ ჰა­ჯი­ოღ­ლის (ხა­ჯიშ­ვი­ლის) შე­სა­ხებ პირ­ვე­ლად მა­შინ შე­ვი­ტყვე, როცა სტამ­ბოლ­ში ახალ­გაც­ნო­ბილ მე­გო­ბარს, ქო­ბუ­ლე­თე­ლი მუ­ჰა­ჯი­რე­ბის შთა­მო­მა­ვალ ნუ­რულ­ლაჰ ოზ­გი­უჩს სახ­ლში ვეს­ტუმ­რე. იქ მისი მხცო­ვა­ნი ბა­ბუ­ის­გან, რო­მე­ლიც ძველ სა­ფოს­ტო ბა­რა­თებ­ზე და­ხა­ტულ ქარ­თველ თოვ­ლის ბა­ბუ­ას ჰგავ­და, ქო­ბუ­ლე­თე­ლე­ბის 1876 წლის აჯან­ყე­ბა­ზე საკ­მა­ოდ გრძე­ლი სიმ­ღე­რა მო­ვის­მი­ნე. ახ­მე­და ბა­ბუ­ამ (თურ­ქულ ყა­ი­და­ზე "აჰ­მეთ დედე" არ და­მი­ძა­ხოო, გა­მაფრ­თხი­ლა) ინ­ტე­რე­სი რომ შე­მა­ტყო, მი­თხრა: მაი ამ­ბა­ვი გურ­ჯის­ტან­ში რომ არა­ვინ იცო­დეს, სირ­ცხვი­ლია და რა­საც ახლა მო­გიყ­ვე­ბი, გუ­ლის ფი­ცარ­ზე ან­ბა­ნუ­რად ჩე­ი­წე­რეო. მერე შე­ვა­პა­რე,
ინ­ტერ­ვიუ ჩა­ვი­წე­როთ-მეთ­ქი და ეწყი­ნა: ყურს რა­ტომ არ მიგ­დე­ბო. რა­ღას ვი­ზამ­დი, და­ვუგ­დე ყური, მე­ო­რე დღეს კი ისიც გა­ვარ­კვიე, რომ "გუ­ლის ფი­ცარ­ზე ან­ბა­ნუ­რად ჩა­წე­რა" რა­ი­მე ამ­ბის სა­მუ­და­მოდ და­მახ­სოვ­რე­ბას ნიშ­ნავ­და.


1876 წელს, როცა ყვე­ლა­ფე­რი და­ი­წყო, ქო­ბუ­ლე­თი ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ის ცალ­კე ნა­ჰი­ეს, ანუ მაზ­რას შე­ად­გენ­და და გვა­რი­ა­ნად სა­ხი­ფა­თო რე­გი­ო­ნა­დაც ით­ვლე­ბო­და,
რად­გან რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის ოზურ­გე­თის მაზ­რას ესა­ზღვრე­ბო­და. ოს­მა­ლებ­მაც და რუ­სებ­მაც კარ­გად იცოდ­ნენ, რომ ქო­ბუ­ლე­თიც და ოზურ­გე­თიც მათ მიერ ოდეს­ღაც უღვთოდ გა­ყო­ფი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ნა­წი­ლე­ბი იყო და ამი­ტო­მაც ცდი­ლობ­დნენ, რომ იქა­უ­რე­ბი ერ­თმა­ნე­თის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­ნე­წყოთ: მე­სა­ზღვრე­თა რაზ­მე­ბი ოს­მა­ლე­თის მხრი­დან ქო­ბუ­ლე­თე­ლე­ბით იყო და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი, რუ­სე­თის მხრი­დან - გუ­რუ­ლე­ბით. სა­სა­ზღვრო შე­ტა­კე­ბებ­ში, რომ­ლე­ბიც სტამ­ბო­ლი­სა და სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის ბო­ბო­ლა პო­ლი­ტი­კა­ნე­ბის მიერ იყო და­გეგ­მილ-ინ­სპი­რი­რე­ბუ­ლი, მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი სის­ხლი იღ­ვრე­ბო­და.

ამ ყვე­ლაფ­რის­გან ერთი მხრივ ქო­ბუ­ლე­თე­ლებს, მე­ო­რე მხრივ კი ოზურ­გე­თე­ლებს ერთი ხე­ი­რი მა­ინც ჰქონ­დათ - არც სულ­თანს და არც იმ­პე­რა­ტორს ისი­ნი ჯარ­ში არ მიჰ­ყავ­და: სა­ზღვარ­ზე დგო­მა სამ­ხედ­რო-სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხუ­რად ეთ­ვლე­ბო­დათ და 25 წლით სად­მე არა­ბე­თის უდაბ­ნო­ში (იმ­ხა­ნად არა­ბე­თის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის ნა­წი­ლი ოს­მა­ლე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ო­და) ან ციმ­ბირ­ში გა­და­კარ­გვას კი­დევ ეს სჯობ­და. თან, ქო­ბუ­ლე­თე­ლე­ბი და გუ­რუ­ლე­ბი სა­სა­ზღვრო აურ­ზა­უ­რებ­ში ოს­მა­ლებ­საც კარ­გად აცუ­რებ­დნენ და რუ­სებ­საც: "ყვე­ლა ჩვე­ნი დუშ­მა­ნია,/ რა რუსი და რა თა­თა­რი,/ იგე­ნი რუმ იჩხუ­ბე­ბენ,/ ჩვე­ნი სამ­წუხ­რი რათ არი?.." - მღე­როდ­ნენ სა­ზღვრის ორი­ვე მხა­რეს, სამ და ოთხ ხმა­ში.

ოს­მა­ლე­თის მხა­რეს - ქო­ბუ­ლე­თის ნა­ჰი­ეს მცხოვ­რებ­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ის­ლამს კი აღი­ა­რებ­დნენ, მაგ­რამ არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად, იქ ყო­ვე­ლი მე­ო­რე კაცი ფა­რუ­ლად მა­ინც მარ­თლმა­დი­დე­ბელ ქრის­ტი­ა­ნად რჩე­ბო­და: ნათ­ლო­ბის, ჯვრის­წე­რი­სა თუ სხვა რა­ი­მე სა­ჭი­რო­ე­ბი­სათ­ვის, რო­გორც წესი, მღვდლე­ბი უჩუმ­რად გად­მოჰ­ყავ­დათ გუ­რი­ი­დან და თა­ვა­დაც უჩუმ­რად სტუმ­რობ­დნენ გუ­რი­ის ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრებს. ოს­მა­ლებ­მა კარ­გად იცოდ­ნენ ეს, მაგ­რამ იმის გამო, რომ იგი­ვე ქო­ბუ­ლე­თე­ლე­ბი სა­ზღვარს იცავ­დნენ, თუ რამე მე­ტის­მე­ტი არ მოხ­დე­ბო­და, თვალს ხუ­ჭავ­დნენ. ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ის არ­ქივ­ში და­ცუ­ლია ცნო­ბა - ჩუ­რუქ­სუს (ასე ერ­ქვა თურ­ქუ­ლად ქო­ბუ­ლეთს იმ­ხა­ნად) ოს­მა­ლო სე­რა­ს­ქე­რის (გარ­ნი­ზო­ნის უფ­რო­სის) წე­რი­ლი ბა­თუ­მის გამ­გებ­ლი­სად­მი, სა­დაც წე­რია, რომ ჩო­ლო­ქ­ზე მდგარ მე­სა­ზღვრე­თა ათ­კა­ცი­ა­ნი რაზ­მი მთლი­ა­ნად და­უ­პა­ტიმ­რე­ბი­ათ, ვი­ნა­ი­დან გუ­რი­ი­დან გად­მო­პა­რულ მღვდელს, ხე­ლის შეშ­ლის მა­გივ­რად, კურ­თხე­ვა სთხო­ვეს და მერე კი, მათ­გან ორმა ცხე­ნით მი­ა­ცი­ლა ნაც­ნო­ბის სახ­ლამ­დე. ამ­გვა­რი ფაქ­ტი ხში­რად ხდე­ბო­და ხოლ­მე, თუმ­ცა ოს­მა­ლე­ბი მათ აღ­კვე­თას ვერ ახერ­ხებ­დნენ - ფი­ცხი ქო­ბუ­ლე­თე­ლე­ბი­სა და ჩუ­ბი­ნი გუ­რუ­ლი ფი­რა­ლე­ბი­სა ეში­ნო­დათ.

1876 წლის 28 ივ­ნისს, ბალ­კა­ნე­თის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­მა - სერ­ბი­ამ და ჩერ­ნო­გო­რი­ამ ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ას ომი გა­მო­უ­ცხა­და. ამის სა­ბა­ბად კი ბოს­ნი­ა­სა და ჰერ­ცე­გო­ვი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე აჯან­ყე­ბა იქცა - იქა­უ­რი ქრის­ტი­ა­ნე­ბი ერთი წლით ადრე, მიჩო ლი­უ­ბობ­რა­ტი­ჩის მე­თა­უ­რო­ბით აღ­დგნენ ოს­მალ­თა წი­ნა­აღ­მდეგ და კარ­გა ხან­საც იბ­რძო­ლეს. ბალ­კა­ნელ სლავ­თა უკან, რო­გორც წესი, სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გი იდგა და სწო­რედ ამი­ტომ, 28 ივ­ნი­სის სა­ღა­მოს­ვე, ოს­მა­ლეთ­მა რუ­სეთ­თან სა­ზღვა­რი მთელ პე­რი­მეტრზე ჩა­კე­ტა - ბე­სა­რა­ბი­ა­სა და კავ­კა­სი­ა­შიც; ხოლო შემ­დეგ ორი­ვე­გან და­მა­ტე­ბი­თი ძა­ლე­ბი გაგ­ზავ­ნა, რად­გან ად­გი­ლობ­რი­ვებს აღარ ენ­დო­ბო­და. სწო­რედ ამ­გვა­რად აღ­მოჩ­ნდა ჩო­ლო­ქის პი­რას ალ­ბა­ნელ­თა ასე­უ­ლი ალი ოს­მან არ­ნა­უთ-ფა­შას მე­თა­უ­რო­ბით.

პა­რა­ლე­ლუ­რად, ქო­ბუ­ლეთ­ში ოს­მა­ლებ­მა სა­ყო­ველ­თაო გაწ­ვე­ვა გა­მო­ა­ცხა­დეს და წვე­ვამ­დე­ლე­ბი მე­სა­ზღვრე­თა რაზ­მებ­ში ჩა­რი­ცხვის ნაც­ვლად, შო­რე­ულ ბალ­კა­ნეთ­ში, სერ­ბია-ჩერ­ნო­გო­რი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ომში გა­იწ­ვი­ეს. სა­ზღვარ­ზე ალ­ბა­ნე­ლებ­მა მკაც­რი წეს­რი­გი და­ამ­ყა­რეს - ისე­თი, რომ ზედ ჩი­ტიც ვერ გა­დაფ­რინდ-გად­მოფ­რინ­დე­ბო­და. სი­ფი­ცხით ცნო­ბილ ქო­ბუ­ლე­თე­ლებს და გუ­რუ­ლებს ეს არ მო­ე­წო­ნათ და სა­სა­ზღვრო შეხ­ლა-შე­მოხ­ლებ­მა იმა­ტა. ალი ოს­მან არ­ნა­უთ-ფაშა ჩი­ო­და: ღამ­ღა­მო­ბით ყა­ბა­ლა­ხი­ა­ნი ქა­ფი­რე­ბი (ასე ეძა­ხი­ან მუს­ლი­მა­ნე­ბი არა­მუს­ლი­მან მტრებს) ჩო­ლო­ქს აქე­და­ნაც თავს ეს­ხმი­ან და იქი­და­ნა­ცო.

ომის და­წყე­ბი­დან სულ ორი­ო­დე თვის მერე, ქო­ბუ­ლეთ­ში ერ­თდრო­უ­ლად მოხ­და ორი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბა­ვი - ბალ­კა­ნე­თის ფრონტზე გაწ­ვე­ულ­თა­გან ოთხი­ო­დე კაცი გა­მო­ი­პა­რა და სამ­შობ­ლო­ში ამ­ბა­ვი ჩა­მო­ი­ტა­ნა: ოს­მა­ლე­ბი ჯარ­ში არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად ეპყრო­ბი­ან ჩვე­ნებ­სო. იმ დღე­ებ­ში­ვე, ალ­ბა­ნე­ლებ­მა ჩო­ლო­ქ­ზე უჩუმ­რად გად­მოს­ვლის დროს ერთი გუ­რუ­ლი მღვდე­ლიც მოკ­ლეს, რო­მე­ლიც ნა­თე­სა­ვის დაკ­რძალ­ვა­ზე უნდა ჩა­სუ­ლი­ყო ერთ-ერთ სო­ფელ­ში
. მოკ­ლუ­ლის ქო­ბუ­ლე­თე­ლი ნა­თე­სა­ვე­ბი კი სა­პა­სუ­ხოდ ალ­ბა­ნელ რაზ­მე­ლებს და­ესხნენ თავს და შვი­დი კაცი იმ­სხვერ­პლეს. ერთი სი­ტყვით, სი­ტუ­ა­ცია გარ­თულ­და და ოს­მა­ლო სე­რა­ს­ქერ­მა სტამ­ბოლს უპა­ტა­კა: ჩერ­ქეზ­თა ერთი ბა­ტა­ლი­ო­ნი მო­მაშ­ვე­ლეთ, ქო­ბუ­ლე­თე­ლებს ეგ­ზე­კუ­ცი­ას ჩა­ვუ­ყე­ნებ და და­ვა­წყნა­რე­ბო. სე­რა­ს­ქე­რის გა­რე­მოც­ვი­დან ეს ამ­ბა­ვი რო­გორ­ღაც, უბ­რა­ლო ხალ­ხშიც გავ­რცელ­და.

სა­ნამ სტამ­ბო­ლი­დან პა­სუ­ხი მო­ვი­დო­და, ქო­ბუ­ლე­თის სოფ­ლებ­ში მღელ­ვა­რე­ბამ პიკს მი­აღ­წია და პირ­ვე­ლი ტყვი­აც გა­ვარ­და - სო­ფელ მუ­ხა­ეს­ტა­ტე­ში, შე­მოვ­ლი­სას, ალ­ბა­ნელ რაზ­მე­ლებს ვინ­მე ხა­სან­მა ცე­ცხლი გა­უხ­სნა და ოთხი მათ­გა­ნი იმ ქვეყ­ნად გა­ის­ტუმ­რა. ამის სა­ბა­ბი კი ის იყო, რომ ალ­ბა­ნე­ლებ­მა მას ძაღ­ლი მო­უკ­ლეს - რად გინ­და სახ­ლში ეს უწ­მინ­დუ­რი ცხო­ვე­ლი, მუს­ლი­მა­ნი ხომ ხარო (ყუ­რა­ნი მუს­ლი­მან მორ­წმუ­ნე­ებს სახ­ლში ძაღ­ლის ყო­ლას უკ­რძა­ლავს)?! ხა­სა­ნი ნა­დი­რო­ბის ტრფი­ა­ლი ყო­ფი­ლი­ყო და თა­ნაც, მუს­ლი­მა­ნო­ბას არად და­გი­დევ­დათ. ამი­ტო­მაც იყო, რომ მისი ძაღ­ლის მკვლე­ლებს და­უ­ზა­რებ­ლად ტყვი­ე­ბით გა­უ­მას­პინ­ძლდა, თუმ­ცა­ღა, თა­ვა­დაც და­ე­ცა ტყვი­ით გან­გმი­რუ­ლი. მისი სის­ხლი იმა­ვე წუთს აიღო თა­ნა­სოფ­ლელ­მა, ვინ­მე თხი­ლა­იშ­ვილ­მა (ასე იხ­სე­ნი­ე­ბა სიმ­ღე­რა­ში) - მან ალ­ბა­ნე­ლე­ბის მე­თა­უ­რიც მოკ­ლა და რაზ­მის სხვა წევ­რე­ბიც მი­ა­ყო­ლა.

ამის შემ­დეგ, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მუ­ხა­ეს­ტა­ტე­ლე­ბი ქო­ბუ­ლე­თის ცი­ხე­სი­მაგ­რის­კენ და­იძ­რნენ. გზა­დაგ­ზა მათ სხვა სოფ­ლე­ბი­დან მო­სულ­ნიც უერ­თდე­ბოდ­ნენ და ბო­ლოს კარ­გა ბევ­რნი შეგ­როვ­დნენ. ქო­ბუ­ლე­თის ცი­ხე­სი­მაგ­რეს ალყა შე­მო­არ­ტყეს, შიგ მყოფ სე­რა­ს­ქერს კი შე­უთ­ვა­ლეს, სტამ­ბო­ლი­დან ჩერ­ქეზ­თა ბა­ტა­ლი­ო­ნის ჩა­მოყ­ვა­ნა­ზე ხელი აეღო, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში მთელ გარ­ნი­ზონს ამოვ­წყვეტთ და შენ სტამ­ბოლ­ში ნი­ფხვის ამა­რა გა­გიშ­ვებთ ამ­ბის მიმ­ტა­ნა­დო. სე­რა­ს­ქერ­მა მუ­ქა­რა აი­ნუნ­ში არ ჩა­აგ­დო და ჯარს შე­ტე­ვა­ზე გა­დას­ვლა უბ­რძა­ნა. ოს­მა­ლებ­მა ჯერ ცი­ხი­დან ატე­ხეს სრო­ლა, შემ­დეგ კი გა­რეთ გა­მო­ი­შალ­ნენ. ცი­ხი­დან მათ ზარ­ბაზ­ნე­ბით უჭერ­დნენ მხარს და ქო­ბუ­ლე­თე­ლე­ბი მალე გა­ფან­ტეს, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი ამით სუ­ლაც არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა.

აჯან­ყე­ბულ­მა ქო­ბუ­ლე­თე­ლებ­მა მე­თა­უ­რად ად­გი­ლობ­რი­ვი ბეგი (აზ­ნა­უ­რი) ნაილ ჰა­ჯი­ოღ­ლი ამო­ირ­ჩი­ეს. მას თურ­ქებ­თან სა­კუ­თა­რი ან­გა­რი­შე­ბი ჰქონ­და, რამ­დე­ნა­დაც ეს უკა­ნას­კნელ­ნი გუ­რი­ა­ში მდე­ბა­რე მა­მა­პა­პი­სე­უ­ლი მა­მუ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბის ნე­ბას არ რთავ­დნენ და სა­ნაც­ვლოს არც აჭა­რა­ში აძ­ლევ­დნენ. ნაილ-ბეგ ჰა­ჯი­ოღ­ლიმ კარ­გად იცო­და ქარ­თუ­ლი წერა-კი­თხვა და თა­ნა­სოფ­ლელ­თა ბავ­შვებ­საც ას­წავ­ლი­და. ამის გა­მოც, მას თურ­ქე­ბი ალ­მა­ცე­რად უყუ­რებ­დნენ.

ქო­ბუ­ლე­თის ცი­ხე­სი­მაგ­რე­ზე პირ­ვე­ლი იე­რი­შის შემ­დეგ, ნაილ-ბეგ­მა მე­ამ­ბო­ხე­თა ლაშ­ქა­რი ორ ჯგუ­ფად გაყო - ერთ ჯგუფს ცი­ხე­სი­მაგ­რე­ზე სამ­ხრე­თი­დან, მე­ო­რეს კი ჩრდი­ლო­ე­თი­დან უნდა შე­ე­ტია. პა­რა­ლე­ლუ­რად კი, ხალ­ხი მა­ჭა­ხე­ლის ხე­ო­ბა­შიც გაგ­ზავ­ნა, ნაც­ნობ მე­ი­ა­რა­ღე­თა­გან ზარ­ბაზ­ნე­ბის შე­სა­ძე­ნად. გარ­და ამი­სა, ოს­მალ­თა შო­რის ჯა­შუ­შე­ბიც გა­მო­ნა­ხა - ეროვ­ნე­ბით ქარ­თვე­ლი ას­კე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლით იყ­ვნენ გა­მოწ­ვე­ულ­ნი ჯარ­ში და ქო­ბუ­ლე­თის ცი­ხე­სი­მაგ­რე­ში ჩა­კე­ტილ­ნი. მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი მო­ამ­ზა­და და მე­სა­მე დღეს, გა­აზ­რე­ბუ­ლად შე­უ­ტია ცი­ხე­სი­მაგ­რეს.

შე­ტე­ვა ალი­ონ­ზე - დი­ლის 6 სა­ათ­ზე და­ი­წყო. აჯან­ყე­ბუ­ლებ­მა არ იცოდ­ნენ, იმ დღეს თუ ჩერ­ქეზ­თა ბა­ტა­ლი­ო­ნი უნდა ჩა­მო­სუ­ლი­ყო. სე­რა­ს­ქე­რი მათ ელო­დე­ბო­და და ცდი­ლობ­და, მა­ნამ­დე რო­გორ­მე გამ­კლა­ვე­ბო­და ქო­ბუ­ლე­თე­ლებს. მას­თან იყ­ვნენ ასე­ვე ის ალ­ბა­ნე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მუ­ხა­ეს­ტა­ტე­ში მო­წყო­ბილ სა­საკ­ლა­ოს გა­და­ურჩნენ და ჩო­ლო­ქის­კენ გა­ხედ­ვაც აღარ უნ­დო­დათ. სა­ერ­თოდ, ოს­მა­ლებს იმე­დი ჰქონ­დათ, რომ ქარ­თველ აჯან­ყე­ბუ­ლებს, რომ­ლე­ბიც შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქად იყ­ვნენ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­ნი, მა­ლე­ვე ჩა­ა­წყნა­რებ­დნენ, მაგ­რამ სწო­რედ ამ დროს გა­ვარ­და ზარ­ბა­ზა­ნი და ყვე­ლა მიხ­ვდა, რომ "ჩა­წყნა­რე­ბა" არ­ცთუ ისე იოლი იქ­ნე­ბო­და. მოკ­ლე ხან­ში, ქარ­თველ­თა რაზ­მებ­მა ცი­ხე­სი­მაგ­რე აი­ღეს და გარ­ნი­ზო­ნი ამო­წყვი­ტეს. სე­რა­ს­ქერ­მა, სა­მარ­ცხვი­ნო ყო­ფას რომ გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, თა­ვად­ვე მო­იკ­ლა თავი.

იმ სა­ყო­ველ­თაო პა­ნი­კა­სა და აურ­ზა­ურ­ში, რაც ცი­ხე­სი­მაგ­რის აღე­ბას ახ­ლდა თან, ერ­თმა ას­კერ­მა მო­ა­ხერ­ხა გაქ­ცე­ვა და ნა­ვით ბა­თუ­მის­კენ გა­ცუ­რა. აჯან­ყე­ბულ­თა­გან ის არა­ვის შე­უმ­ჩნე­ვია - და­ტყვე­ვე­ბულ ოს­მა­ლო­თა­გან ნაილ-ბეგ ხა­ჯიშ­ვილ­მა შე­ი­ტყო, რომ მაშ­ვე­ლი ჯარი უნდა ჩა­მო­სუ­ლი­ყო და მის მო­სა­გე­რი­ებ­ლად და­ი­წყო მზა­დე­ბა: თა­ვი­ან­თი და ნა­ა­ლა­ფა­რი ზარ­ბაზ­ნე­ბი ზღვის მხა­რეს გა­ნა­ლა­გე­ბი­ნა და მე­ამ­ბო­ხე­ე­ბი და­ა­რი­გა, რო­გორ უნდა მოქ­ცე­უ­ლიყ­ვნენ, როცა მტე­რი გა­მოჩ­ნდე­ბო­და. ნაილ-ბეგ­მა რამ­დე­ნი­მე კაცი ჩო­ლო­ქ­გაღ­მა გაგ­ზავ­ნა და გუ­რუ­ლებს შე­უთ­ვა­ლა: ახლა გვჭირ­დე­ბა თქვე­ნი შვე­ლა და, კა­ზა­კებს ნუ­რა­ფერს ეტყვით, ქუდ­ზე კაცი გა­მო­დი­თო.

სა­ნამ ზღვა­ში ოს­მა­ლუ­რი გე­მე­ბი გა­მოჩ­ნდე­ბო­და, მა­ნამ­დე აჯან­ყე­ბუ­ლებს ჩაქ­ვის მხრი­დან წა­მო­სულ­მა ქვე­ი­თებ­მა შე­უ­ტი­ეს, ვინ­მე აჰ­მეთ-ეიუფ-ფა­შას მე­თა­უ­რო­ბით. ეს ფაშა მოგ­ვი­ა­ნე­ბით - რუ­სეთ-ოს­მა­ლე­თის ომში - აღ­მო­სავ­ლე­თის (კავ­კა­სი­ის) ფრონტს მე­თა­უ­რობ­და და სა­უ­კე­თე­სო სტრა­ტე­გი გახ­ლდათ. მან ცი­ხე­სი­მაგ­რეს იმ დრო­ის­თვის მცი­რედ ცნო­ბი­ლი, მაგ­რამ ეფექ­ტუ­რი ხერ­ხით შე­უ­ტია - უკან მე­ზარ­ბაზ­ნე­ნი და­ა­ყე­ნა, წინ კი ქვე­ი­თი მსრო­ლე­ლე­ბი გა­უშ­ვა. ქარ­თვე­ლე­ბი კი, რომ­ლე­ბიც მტერს ზღვი­დან ელოდ­ნენ, და­იბ­ნენ, მაგ­რამ მა­ინც ფი­ცხლად შე­ებ­რძოლ­ნენ მომ­ხდუ­რებს. ოს­მა­ლო­თა რაზ­მი აჯან­ყე­ბუ­ლებს ერ­თი­ო­რად აღე­მა­ტე­ბო­და, მაგ­რამ ბრძო­ლა­ზე ეს არ ასა­ხუ­ლა.

ნაილ-ბეგ ხა­ჯიშ­ვი­ლი მედგრად იბ­რძო­და და სა­დაც აჯან­ყე­ბუ­ლებს უჭირ­დათ, წამ­ში იქ ჩნდე­ბო­და ხოლ­მე. მე­ამ­ბო­ხე­ებ­მა ქვე­ი­თე­ბის შე­მო­ტე­ვა მო­ი­გე­რი­ეს თუ არა, ჩო­ლო­ქ­გაღ­მი­დან გად­მო­სუ­ლი გუ­რუ­ლე­ბის ყი­ჟი­ნაც მო­ის­მა - 50 კა­ცამ­დე იყ­ვნენ და სულ თო­ფე­ბის ქუ­ხი­ლით მო­ი­წევ­დნენ ოს­მა­ლე­ბის­კენ. გუ­რუ­ლებს სა­ხალ­ხო მი­ლი­ცი­ის (ასე ერ­ქვა მა­შინ სა­ხალ­ხო მო­ლაშ­ქრე­ებს რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ში) ფორ­მე­ბი ეც­ვათ და აჰ­მეთ-ეიუფ-ფა­შამ იფიქ­რა, რომ უკან რუ­სუ­ლი არ­მი­აც მოჰ­ყვე­ბო­დათ. ამი­ტომ, ნელ-ნელა უკან და­ხე­ვა და თავ­დაც­ვი­თი პო­ზი­ცი­ე­ბის და­კა­ვე­ბა და­ი­წყო. სწო­რედ ამ დროს, ზღვა­ში სტამ­ბო­ლი­დან მო­მა­ვა­ლი ხო­მალ­დე­ბიც გა­მოჩ­ნდა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ნაილ-ბეგ­მა ცი­ხე­სი­მაგ­რი­დან ოს­მა­ლუ­რი დრო­შე­ბი არ ჩა­მო­ახ­სნე­ვი­ნა - გე­მებს ოს­მა­ლე­ბი ვე­გო­ნე­ბით, ახ­ლოს მოვ­ლენ და მერე ზარ­ბაზ­ნებს და­ვუ­შენ­თო. ამ გეგ­მამ გა­ა­მარ­თლა და გე­მებს ქო­ბუ­ლე­თის სა­ნა­პი­როს და­ბომბვა არც და­უ­წყი­ათ, ისე ჩა­უშ­ვეს ღუ­ზე­ბი. სწო­რედ მა­შინ, რო­დე­საც არა­ფერს ელოდ­ნენ, ცი­ხე­სი­მაგ­რი­დან პირ­ვე­ლი ზარ­ბა­ზა­ნი გა­ვარ­და და ერთ გემს (სულ ორი იყო) ფერ­დი შე­უნ­გრია.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ქარ­თვე­ლე­ბი მა­ინც წამ­გე­ბი­ან მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდნენ - მო­წი­ნა­აღ­მდე­გე რი­ცხობ­რი­ვად ერ­თი­სა­მად მეტი იყო და კარ­გად შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი. აქ ისიც უნდა ით­ქვას, რომ აჯან­ყე­ბის ამ­ბა­ვი უკვე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი­ყო და, ქო­ბუ­ლე­თელ მე­ამ­ბო­ხე­თა წი­ნა­აღ­მდეგ, ტრა­პი­ზო­ნი­დან და არზრუ­მი­და­ნაც დაძ­რუ­ლიყ­ვნენ ოს­მა­ლო ას­კე­რე­ბი. ამას­თა­ნა­ვე, გე­მი­დან ჩერ­ქეზ­თა ბა­ტა­ლი­ო­ნი კი არა, რე­გუ­ლა­რუ­ლი ჯა­რის ნა­წი­ლე­ბი გად­მოს­ხდნენ და ბრძო­ლაც გა­ხურ­და. ქო­ბუ­ლე­თე­ლებ­მა და გუ­რუ­ლებ­მაც მტრებს ტოლი არ და­უ­დეს - ისე მედგრად იბ­რძოდ­ნენ, რომ აჰ­მეთ-ეიუფ-ფა­შას ხომ რაზ­მელ­თა ნა­წი­ლი სულ გა­უ­ნად­გუ­რეს და რე­გუ­ლა­რულ­მა ჯარ­მაც, ზღვის ნა­პირ­ზე ფე­ხის მო­კი­დე­ბა სამი სა­ა­თის ბრძო­ლის შემ­დეგ­ღა შეძ­ლო.

ოს­მა­ლუ­რი რე­გუ­ლა­რუ­ლი არ­მი­ის დამ­სჯელ ნა­წი­ლებს ინ­გლი­სე­ლი მხატ­ვა­რი და ფო­ტოგ­რა­ფი დე­ნი­ელ პი­კო­კიც ახ­ლდა, რომ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბაც ევ­რო­პუ­ლი პრე­სის­თვის ჩა­ნა­ხა­ტე­ბის კე­თე­ბა და სუ­რა­თე­ბის გა­და­ღე­ბა იყო. ის დღი­უ­რებ­საც წერ­და: "გემ­მა, რო­მელ­ზეც მე ვიმ­ყო­ფე­ბო­დი, ღუზა სა­ნა­პი­რო­დან მო­შო­რე­ბით ჩა­უშ­ვა და ას­კე­რებ­მა ნა­პირ­ზე გა­დას­ვლა ნა­ვე­ბით და­ა­პი­რეს... ამ დროს გვეს­რო­ლეს ზარ­ბა­ზა­ნი და ისე­თი ბრძო­ლა ატყდა, გა­ვი­ფიქ­რე - ბერ­ძნებს რა ვუ­თხა­რი, შავ ზღვას "სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე" რომ და­არ­ქვეს-მეთ­ქი და იმე­დიც კი დავ­კარ­გე, რომ გა­დავ­რჩე­ბო­დი..." - ასე აღ­წერს დე­ნი­ელ პი­კო­კი ნა­პირ­ზე გა­დას­ხდო­მას.

ბრძო­ლა კი სა­ღა­მოს შე­წყდა - ცი­ხე­სი­მაგ­რე­ში და მის ახ­ლო­მახ­ლო გა­მაგ­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მე­ამ­ბო­ხე­ე­ბი თით­ქმის მთლი­ა­ნად შე­ა­წყდნენ მტერს. ნაილ-ბეგ ხა­ჯიშ­ვი­ლი მა­ნამ­დე იბ­რძო­და, სა­ნამ მტრის ტყვი­ებ­მა ერ­თი­ა­ნად არ და­ცხრი­ლა. ის ისე მძი­მედ და­იჭ­რა, რომ ცი­ხე­სი­მაგ­რე­ში შე­მოჭ­რილ მტერს მკვდა­რი ეგო­ნა და, სხვა გვა­მებ­თან ერ­თად, პირ­და­პირ ზღვა­ში მო­ის­რო­ლეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ერთი რა­მეც: ნაილ-ბეგი ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ, თა­ვა­დურ ჩო­ხას ატა­რებ­და და არა გლე­ხურ ჩა­ქუ­რას, თუმ­ცა ბრძო­ლის დროს მან ჩოხა გა­ი­ხა­და და მოკ­ლულ თა­ნა­მებ­რძოლს გა­და­ა­ფა­რა. ოს­მა­ლებ­მა იცოდ­ნენ, ვინც იყო მე­თა­უ­რი: "ჩო­ხი­ა­ნი კაცი ცო­ცხლად შე­ვი­პყროთ!" - გას­ძა­ხოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს. ცი­ხე­სი­მაგ­რე რომ აი­ღეს, ნა­ხეს, რომ ჩო­ხი­ა­ნი კაცი მო­ეკ­ლათ. სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს სულ სხვა მე­ამ­ბო­ხე იყო, მაგ­რამ ამას უკვე ვე­ღა­რა­ვინ და­ამ­ტკი­ცებ­და - ქარ­თველ­თა­გან სულ სამი კაცი გა­დარ­ჩა ცო­ცხა­ლი: დაჭ­რი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მკვდრე­ბი ეგო­ნათ, ზღვა­ში გა­და­ყა­რეს. მე­თა­უ­რიც მათ შო­რის იყო და გონ­ზე წყალ­ში მო­ვი­და. გა­დარ­ჩე­ნი­ლებ­მა რის ვაი-ვაგ­ლა­ხით გა­ცუ­რეს და რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ულ წყლებ­ში გა­აღ­წი­ეს, სა­დაც გუ­რულ­მა მე­თევ­ზე­ებ­მა ნა­ხეს.

შემ­დგომ­ში, ნაილ-ბეგ ხა­ჯიშ­ვი­ლი გუ­რი­ის სა­ხალ­ხო ლაშ­ქრის კა­პი­ტა­ნი გახ­და და რუ­სეთ-ოს­მა­ლე­თის 1877-1878 წწ. ომ­შიც იბ­რძო­და, თუმ­ცა ეს სულ სხვა ის­ტო­რი­აა. იმ აჯან­ყე­ბა­ზე კი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც გი­ამ­ბეთ, იმ­ხა­ნად ქო­ბუ­ლეთ­ში სიმ­ღე­რაც შე­იქ­მნა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე აღარ ახ­სოვთ, "თურ­ქე­თე­ლი" ქარ­თვე­ლე­ბი კი დღემ­დე მღე­რი­ან...

მი­ხე­ილ ლა­ბა­ძე
ჟურ­ნა­ლი "გზა"
(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)
h
01 აპრილი 2019 11:17
ნმ
ucnobi
01 აპრილი 2019 11:16
ტკვენ კიდევ მოგიცევტ ტურკებტან ბრდზოლა მაგრამ რუსები რომმლებმაც (უგვტოდ გაკვეს) აგარ დაგეხმარებიან
...
30 მარტი 2019 11:01
меамакеба чеми халхис!

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო 2-3 წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო 2-3 წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა?