თურმე პირდაპირ უთხრა ნატო ვაჩნაძეს, როგორ დაიფიცა სიყმაწვილეში, რომ ცოლად სწორედ მას შეირთავდა - მსახიობისა და კაპიტნის სიყვარულის ამბავი
თურმე პირდაპირ უთხრა ნატო ვაჩნაძეს, როგორ დაიფიცა სიყმაწვილეში, რომ ცოლად სწორედ მას შეირთავდა - მსახიობისა და კაპიტნის სიყვარულის ამბავი
იგი 1910 წლის 15 აგვისტოს სოხუმში დაიბადა, იქვე გაიზარდა და ისე გადაეჯაჭვა ზღვას, რომ მისი სახლიც, კარიც, სიმდიდრეც და ცხოვრების აზრიც მხოლოდ ზღვა იყო; ზღვა იყო მისი ბედნიერებაც და ტრაგედიაც, სიცოცხლეც და სასიკვდილო ბედისწერაც. ორი ოცნება ჰქონდა: გამხდარიყო კაპიტანი და ცოლად ნატო ვაჩნაძე შეერთო. მან ორივე ოცნება აისრულა. უფრო მეტიც - იგი ლეგენდად იქცა!

ნატო ვაჩნაძე - მისი ახდენილი ოცნება


1948 წელს ქართული და მსოფლიოს კინოს ვარსკვლავი, ულამაზესი ნატო ვაჩნაძე
შემოქმედებითი ცხოვრების 25 წლისთავის აღსანიშნავად ემზადებოდა. მისი მეუღლის - დიდი სიყვარულის, მეგობრისა და "ცხოვრების რეჟისორის", ნიკოლოზ შენგელაიას ტრაგიკული დაღუპვიდან 5 წელიწადი იყო გასული. ერთხელაც მას თავისი მეგობარი, რეჟისორი ესფირ შუბი ახალგაზრდა ლამაზ მეზღვაურ მამაკაცთან ერთად ეწვია სიტყვებით, - ძვირფასო ნატო, ვერაფრით შევეწინააღმდეგე ამ მომხიბვლელი კაპიტნის
გულწრფელ, დაჟინებულ სურვილს, შენთან შემეხვედრებინაო. მამაკაციც წარუდგა: არქტიკის ფლოტის კაპიტანი ანატოლი კაჭარავა გახლავართო. ნატო წამით შეყოვნდა და, - თქვენ ხომ "სიბირიაკოვის" კაპიტანი ხართ, ამას წინათ ვკითხულობდი თქვენი ეკიპაჟის გმირობაზეო? - ანატოლი კაჭარავამ არ დაუმალა ულამაზეს ნატო ვაჩნაძეს, როგორ დაიფიცა ოდესღაც, სიყმაწვილეში, რომ ცოლად სწორედ მას შეირთავდა. ისიც უთხრა, რომ ერთი ოცნება - კაპიტნობა უკვე აისრულა, ახლა მხოლოდ მასთან ოჯახის შექმნაღა დარჩენოდა. ნატომ შეუმჩნევლად ჩაიღიმა და, - მეტისმეტად თამამი განცხადება ხომ არ არის, ანატოლიო? - ჰკითხა კაპიტანს, მან კი მოკლედ მოუჭრა: ეს განცხადება არ არის, ეს საკუთარ თავთან დადებული პირობაა, რომელიც აუცილებლად უნდა შევასრულოო...
ნატო ვაჩნაძე და ანატოლი კაჭარავა ხელის მოწერის დღეს
ნატო ვაჩნაძემ და ანატოლი კაჭარავამ ხელი თბილისში მოაწერეს და, დაახლოებით, წელიწად-ნახევრის განმავლობაში იყვნენ ერთად. დოდო კაჭარავას მონათხრობით, მამას ნატო ვაჩნაძის შვილებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ერთადერთი, გიორგი შენგელაიას მაინც გაუჭირდა მისი მიღება, ელდერ შენგელაიასთან კი, თურმე, ძალიან მეგობრობდა. გამორჩეული ურთიერთობა ჰქონია მას ნატოს უფროს ვაჟთანაც, პირველი ქორწინებიდან - თენგიზ ვაჩნაძესთან, რომელიც დიდ დროს ატარებდა კაჭარავებთან...

ანატოლი კაჭარავა იმ პერიოდში ჩრდილოეთის წყლებში ცურავდა. ნატო ვაჩნაძის დაბადების დღე ახლოვდებოდა და, ვიდრე მორიგ ნაოსნობაში წავიდოდა, ერთმანეთი რომ ენახათ, კაპიტანი მურმანსკიდან ჩაფრენილა მოსკოვში, ნატო - თბილისიდან. იქ გამოემშვიდობნენ ერთმანეთს... მომდევნო შეხვედრამდე და ნატა თბილისისკენ გამოფრინდა და... იხილეთ სრულად
დორიან, პატივისცემით ირმა ხარშილაძეს!
30 მარტი 2019 15:25
მე სულაც არ ვარ ბოლშევიზმის მომხრე. რატომ? ეს ცალკე, სერიოზული თემაა. მე მხოლოდ სიტყვა სტალინურთან მაქვს საქმე. თუ თავად სტალინური ბელადი, მას კრემლში სტალინურად ხვდება და სტალინურად პირადად აძლევს ორდენს, ამას ცუდი ელფერი დაჰკრავს ჟურნალისტის პროფესიულ დონის აღქმაზე, სურნელს რომ საერთოდ თავი დავანებოთ. გამოდის სტალინური ბელადი იქცეოდა ნიკიტურად? რომელიც, ანუ ეს უკანასკნელი, სხვებთან ერთად კბილებით რომ იცავდა და აგულიანებდა მთელი საბჭოეთის პარტაქტივს, არ დაეშვათ საბჭოეთში, მთავრობის წინა პლანზე გამოწევა და პარტიისთვის მხოლოდ პროპაგანდისტის ფუნქციების ტარება, სულ გადაირიენ, მეცხრამეტე ყრილობის წინა დღეებში. ნიკიტური ქცევაა სინამდვილის უარყოფა, რეალური დოკუმენტების განადგურება და მეოცე ყრილობის სტენოგრამის საიდუმლოდ გამოკეტვა. მან უკრაინაში, შემდეგ მოსკოვში სიკვდილის კალოები დაატრიალა. ეიხემ ციმბირში. ეს ორი დიდი ჯალათი ცნობილია. ელცინური ქცევაა ახალი, ყალბი დოკუმენტაციის შექმნა, სტალინური ხელმოწერებით და მათი საიდუმლოდ გამოკეტვა.რამდენიმე ყალბი ქაღალდი გამოაფრიალა მხოლოდ, კატინზე და გოლოდომორზე. როგორც აღმოჩნდა, სხვა შედარებით ღია არქივებში აღმოჩნდა ნასმდვილი დუკუმენტაცია. კაჭარავა 1948 წელს ვერასგზით ვერ დარჩებოდა გემის კაპიტნად. მით უმეტეს შორეული ნაოსნობის. თუ მას სანდო რეაბილიტაცია არ ექნებოდა. სხვა საქმეა გმირის სტატუსის მინიჭება, აი ეს კი მტარვლმა სტალინურმა სტალინმა სტალინურად გადაწყვიტა. ამას თავი დავანებოთ, არსებობს რიგი დოკემენტები, სადაც ჩანს, რომ პოლიტბიუროს სხდომებზე და აგრეთვე ცეკას სხდომებზე ზოგჯერ მხარს არ უჭერდნენ სტალინურ სტალინს. რატომ? დანარჩენები უფრო კეთილები იყვნენ და იმიტომ? ვაი რომ ეგრე არ იყო. 1952 წელს? ოფიციალურად მეორედ ინსულტგდატანილი სტალინური სტალინი განთავისუფლებას ითხოვს. რატომ არ დააკმაყოფილეს ავადმყოფი კაცის თხოვნა, ის ხომ ექვს თვეზე მეტი პარალიზებული იყო? ნიკიტა მაშინ ჯერ კიდევ ნიკიტურად არ იყო მზად. მერე კი დაიწყო გიჟების პარადი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო 2-3 წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო 2-3 წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა?