"მე გაჭირვების გამო მივედი, ის კი არც მომესალმა, არც გამეცნო, ისე გამიყარა თვალი თვალში"
"მე გაჭირვების გამო მივედი, ის კი არც მომესალმა, არც გამეცნო, ისე გამიყარა თვალი თვალში"
ფოტო:ზვიად გამსახურდია მეუღლესთან ერთად
"გამსახურდიამ ის დაგეგმა, როგორ დაემხო საბჭოთა კავშირი და მანანა როგორ დაემორჩილებინა, ამას ვერ დაგეგმავდა?"

2019 წლის 31 მარტს, საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 80 წლის გახდებოდა. გაზეთ "კვირის პალიტრის" არქივში იძებნება სტატია სათაურით: „საქართველოს პრეზიდენტების სიყვარულის ისტორიები", რომელშიც ბატონი ზვიადის და მისი მეუღლის მანანა არჩვაძე-გამსახურდიას სიყვარულის ამბავზეც არის მოთხრობილი. გთავაზობთ ფრაგმენტს სტატიიდან:

პირველი ქალბატონის ხვედრი, ისევე როგორც ზოგიერთი გვირგვინოსნის თანამეცხედრის, შესაძლოა, უმძიმესი იყოს, გმირის მანტიაც კი მოირგოს და ისტორიამ პირველი
ქალბატონი უფრო დიდი შარავანდედით შემოსოს, ვიდრე მისი მეუღლე, სახელმწიფოს პირველი პირი. ის ქალები, ისევე როგორც სხვა, რიგითი მოკვდავები, ერთ დღეს არჩევანს აკეთებენ და ცოლად მიჰყვებიან მამაკაცებს, რომლებიც შემდგომ არა მხოლოდ ცოლებისა და საკუთ
არი ოჯახების, მთელი სახელმწიფოს ბედსაც განსაზღვრავენ. უბრალოდ, ამის შესახებ წინასწარ არც ერთმა ქალმა
არ იცის. ისევე როგორც საქართველოს პირველმა ქალბატონებმა არ იცოდნენ, რას უმზადებდა ბედი. უბრალოდ, მათ არჩევანი იმ მამაკაცებზე შეაჩერეს, ვინც მოგვიანებით ერის რჩეული გახდა.

"ვერ შევძელი, მზერა გამესწორებინა"


საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ და მანანა არჩვაძემ ერთმანეთი ტრაგიკული ამბის გამო გაიცნეს, ორივეს დედა მძიმე სენით იყო დაავადებული. ზვიადის ოჯახს ჰქონდა წამლები, რომელიც მდგომარეობას უმსუბუქებდა ონკოლოგიურ პაციენტებს, თუმცა, საქართველოში ოფიციალურად არ იყიდებოდა. მანანამ და მისმა დამ დახმარება სთხოვეს გამსახურდიებს. პირველად სწორედ წამლის ანოტაციის გასაცნობად მიადგა კოლხურ კოშკს მანანა არჩვაძე, მაშინ გაიცნო ზვიადი.

"ზვიადმა გააღო კარი, ლაბადა ჰქონდა მოსხმული და თავზე სვანური ქუდი ეხურა. ისე მომაშეშა თვალები, ვერ შევძელი მზერა გამესწორებინა, ცოტა შიშმა ამიტანა, თვალები დავხარე. მე გაჭირვების გამო მივედი, ის კი არც მომესალმა, არც გამეცნო, ისე გამიყარა თვალი თვალში", - იხსენებს მანანა არჩვაძე.
ზვიად გამსახურდია მეუღლესთან და შვილებთან ერთად
იმისათვის, რომ შეუღლებულიყვნენ, ოთხი წელი დასჭირდათ. მანანა არჩვაძე ამბობს, რომ პირველი დღეებიდანვე, მათ ურთიერთობას უშიშროების სამსახური მეთვალყურეობდა, რაც უამრავ სირთულეს უქმნიდა. მიუხედავად ამისა, მაინც შეუყვარდა. "არადა, ხშირად ვემალებოდი, მაგრამ ერთ დღესაც მალვა ლოდინში გადავიდა, ველოდებოდი, როდის გამოჩნდებოდა ზვიადი. გამსახურდიამ ის დაგეგმა, როგორ დაემხო საბჭოთა კავშირი და მანანა როგორ დაემორჩილებინა, ამას ვერ დაგეგმავდა?" - ღიმილით იხსენებს ექსპრეზიდენტის მეუღლე, რომელსაც ქმარი მოფერებით ტუგუნას ეძახდა. იხილეთ სრულად
მკითხველის კომენტარი (12)
ნონა
03 აპრილი 2019 18:19
აუფ, ზვიადს დაუშლია სსრკუ
ლაზარე
01 აპრილი 2019 20:50
სხვა რესპუბლიკები როგორ გახდნენ დამოუკიდებლები ამდენი დავიდარაბისა და სისხლის გარეშე? ვინ აღმოჩნდა უფრო ჭკვიანი?
ზაალი
01 აპრილი 2019 16:38
ბატონი ზვიადი წესიერი, პატიოსანი და პატრიოტი იყო, მაგრამ მის გარშემო მყოფებში ბევრი იყო "მედროვე" (ახლაც გვყავს ასეთები ძალიან ბევრი). მაინტერესრებს, როდესაც "საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი" შედგა და გამოქვეყნდა პრესაში, რატომ გამოქვეყნდა აქტი მეორე დღესაც უკვე დამატებული ხელმოწერით და რომელი ჩაითვალა დედნად?
ლიანა
01 აპრილი 2019 16:15
აუ, როგორ უყვართ ბაქიბუქი. საბჭოტა კავშირი დაშალაო:) მოკლე ანეკდოტია.
ლევანი
01 აპრილი 2019 16:14
რატომ აშარჟებთ ყველაფერს. ვინმეს მართლა ეგონება, საბჭოთა კავშირის დაშლაში ზვიად გამსახურდიას რაიმე წვლილი ქონდაო. სირცხვილია ასეთი რამის თქმა. 1985 წლიდან მოვლენებს გადახედეთ და მცირე ანალიზიც საკმარისია, მიხვდეთ რა ხდებოდა. ზოგს ისიც ჯერა, ყარაბაღის კონფლიქტი სომხებმა, ან აზერმაიჯანლებმა დაიწყეს. ეს 1988 წელს მოხდა და ცენტრალური ხელისუფლების გარეშე არათუ ამხელა შეტაკებები, ერთი ტყვიაც არ გავარდებოდა. ყველა შემდგომი მოვლენაც, მათ შორის ჩეჩნეთის ამბოხი და ა.შ. მოსკოვიდან ხორციელდებოდა. ვისგან ყიდულობდა დუდაევი იარაღს? სოხები, ან აზერბაიჯანლები? ყველანი რუსებისგან. ასევე რუსეთი ამარაგებდა იარაღით გამსახურდიას მომხრეებსაც და მოწინააღმდეგეებსაც. ვიმეორებ, მცირე ცოდნა და ანალიზი საკმარისია მიხვდეთ, რა ხდებოდა. ამ პერიპეტიებში ზვიად გამსახურდია თუ მონაწილეობდა, მას სადღაც კუთხეში მცირე შემსრულებლის ადგილი ქონდა მიკუთვნებული.
მახო
01 აპრილი 2019 15:45
ეს გასართობი სტატიაა. საბჭოთა კავშირი დაიშალა გეგმით, რომელიც თავად საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობას ქონდა მომზადებული. ზვიად გამსახურდია ჭანჭიკიც კი არ იყო. უბრალოდ, საქართველოში არეულობის მოსაწყობად გამოიყენეს. მართლა მიკვირს იმ ადამიანების, ვისაც ჯეროდა და მით უმეტეს, დღემდე ჯერა იმ ზღაპრების, რასაც ვითომ საქართველოს დამოუკიდებისათვის ბრძოლა დაარქვეს. 1989 წელს ახალგაზრდა, 25 წლის ვიყავი, მაგრამ შიგნიდან ვუყურებდი პროცესებს და კარგად ვხედავდი რომ ე/წ. "ეროვნული მოძრაობა" და ზვიად გამსახურდია მხოლოდ დამანგრეველ ძალას წარმოადგენდნენ, რადგან მხოლოდ უარყოფით ენერგეტიკას აფრქვევდნენ. ეს იყო წარუმატებელ ადამიანთა ერთობა, რომლებსაც არც პროფესიულ, არც პირად ცხოვრებაში არ გაუმართლათ! შეეშვით მითების შექმნას და შარავანდებით შემკობას. რაც შეეძლო, სწორედ საკუთარ ცოლ-შვილში ჩანს.
მარიამი
01 აპრილი 2019 15:43
რა ვქნა, არ მიყვარს ეს ქალბატონი...ძალიან ცუდი აურა აქვს.
...
01 აპრილი 2019 14:26
რამდენი ოფოფი გყავთ. თუ იცით, ნეტა? არც ეს არ იციან ზემორე კომენტარის ავტორებმა. რა უნდა აგიხნათ "ირონიის გარეშე"... საცოდავები...
mamuka
01 აპრილი 2019 14:03
არა. ეს ხალხი ჯანზე ვერ არის !!!!!!!!!!
ინა ფორცხიდზე
01 აპრილი 2019 10:18
გამსახურდიას არ დაუგეგმავს სსრკ-ს დასლა და ნუ ამახინჯებტ ფაქტებს და ავრცელებტ სიცრუეს

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?