"ლავრენტიმ ცოლს დაუჩოქა და ემუდარა, არ წასულიყო" - კვირის პალიტრა

"ლავრენტიმ ცოლს დაუჩოქა და ემუდარა, არ წასულიყო"

"ისეთ ადამიანებზე, როგორიც ლავრენტი ბერია იყო, უამრავი ლეგენდაა გავრცელებული. ჩვენი პროფესიონალი მკვლევრების ვალია, დაადგინონ, სად მთავრდება ლეგენდა და იწყება სინამდვილე".

უილიამ შირერი

ბერია და ... ქალები

ფოტოგალერეა

ლავრენტი ცოლს - ნინო გეგეჭკორს, როგორც მისი შვილის დედას, მოწიწებით ეპყრობოდა, თუმცა ეს ხელს არ უშლიდა, საყვარლები ჰყოლოდა. ბერიას სამიჯნურო თავგადასავლებზე ლეგენდები დადიოდა. მისი ვაჟი სერგო წერს, რომ ლავრენტი რამდენჯერმე მართლაც იყო შეყვარებული. საქმე ისე შორს წავიდა, რომ ნინომ ოჯახიდან წასვლა გადაწყვიტა. ბოლშევიკური ხელმძღვანელობა გაყრას ცუდად უყურებდა. ლავენტიმ ცოლს დაუჩოქა და ემუდარა, არ წასულიყო. ლავრენტი ბერია ცოლ-შვილთან ერთად

ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ბერიას სატრფოებს შორის საბჭოთა კინოვარსკვლავი ლიუბოვ ორლოვაც იყო, თუმცა ფაქტებით ეს არ მტკიცდება. ასევე არ დასტურდება ბერიას კავშირი ცნობილ ჯაშუშთან, პოლონელ მატა ჰარიდ წოდებულ ლიდია ლისოვსკაიასთანაც. ეს ქალბატონი საბჭოთა უშიშროებამ როვნოში დააპატიმრა, მოსკოვში ჩაიყვანეს და დამუშავების შემდეგ ისევ როვნოში დააბრუნეს. პანი ლიდია სუკ-ის აგენტი გახდა. ფიქრობენ, რომ მის გადაბირებაში უდიდესი წვლილი ბერიას მიუძღვის და ლავრენტიმ მასთან რამდენიმე ვნებიანი ღამეც გაატარა.

ლიუბოვ ორლოვა

ოლგა ჩეხოვა (კნიპერი) გერმანიაში 20-იანი წლების დასაწყისში გაემგზავრა. ის ცნობილი მსახიობი გახდა. ხელისუფლებაში ნაცისტების მოსვლის შემდეგ მისმა კარიერამ პიკს მიაღწია. ჩეხოვას ტალანტით თვით ჰიტლერი იყო მოხიბლული. არავის აზრადაც არ მოსდიოდა, რომ ეს ულამაზესი ქალბატონი საბჭოთა აგენტი გახლდათ.

ბერია და ოლგა ჩეხოვა ერთმანეთს 1945 წელს შეხვდნენ. მესამე რაიხი უკვე განადგურებული იყო. ჩეხოვა სპეციალური თვითმფრინავით მოსკოვში ჩამოიყვანეს. მას ბერია შეხვდა... მათ ერთად ფრიად ვნებიანი ღამე გაატარეს... ჰიტლერის პრიმადონა ბერიასთვის მუშაობას განაგრძობდა...

ბერიას სასიყვარულო თავგადასავლებზე მთელი ტომებია დაწერილი. ზოგი ავტორი მას გარყვნილებაში სდებს ბრალს, მაგრამ ეს არ დასტურდება. უამრავი ფაქტი მეტყველებს, რომ ლავრენტის ქალისთვის ძალა არასოდეს დაუტანებია - ძლიერი, გავლენიანი მამაკაცის საყვარლობა ხომ ბევრს უნდოდა. ბერია კი თავის საყვარლებზე ზრუნავდა - ეხმარებოდა ფულით, აწყობდა სამსახურში, შოულობდა მათთვის დეფიციტურ წამლებს. იხილეთ სრულად

იხილეთ ასევე: "დაპატიმრებულია "ხალხის მტერი" ლავრენტი ბერია"! - "პენსნეიანი კაცის" აღსასრული

იხილეთ ფოტოგალერეა: ლავრენტი ბერიას კარიერა და... ოჯახი

ნიკა თევზაძე, ისტორიის დოქტორი