"ძვ.წ. მე-13 სა­უ­კუ­ნის სამარხში ნანახი მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი დიდი ზო­მის ხალ­ხია" - მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენა დედოფლისწყაროში
"ძვ.წ. მე-13 სა­უ­კუ­ნის სამარხში ნანახი მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი დიდი ზო­მის ხალ­ხია" - მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენა დედოფლისწყაროში
დიდ­ნა­უ­რის ნა­ქა­ლა­ქა­რი

რამ­დე­ნი­მე წლის წინ არ­ქე­ო­ლო­გებ­მა დე­დოფ­ლის­წყა­რო­დან აღ­მო­სავ­ლე­თით, 9 კი­ლო­მეტრში, ნა­ქა­ლა­ქა­რი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მე­ლიც სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში „დიდ­ნა­უ­რის“ სა­ხელ­წო­დე­ბით შე­ვი­და. ნა­ქა­ლა­ქარ­ში არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი 4 წლის წინ და­ი­წყო (ექ­სპე­დი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი კონ­სტან­ტი­ნე (კი­ა­ზო) ფი­ცხე­ლა­უ­რი).

კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში გან­გვი­მარ­ტეს, რომ ნა­ქა­ლა­ქა­რი ძვ.წ. მე-13 სა­უ­კუ­ნით თა­რიღ­დე­ბა და 15 ჰექ­ტარ­ზეა გა­შე­ნე­ბუ­ლი. მისი მას­შტა­ბე­ბის გამო სპე­ცი­ა­ლის­ტებს დიდ­ნა­უ­რი სრუ­ლად არ შე­უს­წავ­ლი­ათ, თუმ­ცა წლი­დან წლამ­დე ახალ აღ­მო­ჩე­ნე­ბამ­დე მი­დი­ან.

ნა­ქა­ლა­ქა­რი ში­რა­ქის ველ­ზე ანუ დაბ­ლობ­ზე იყო გა­შე­ნე­ბუ­ლი. სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ
დიდ­ნა­უ­რის გარ­შე­მო, მთის წვერ­სა და ბორ­ცვებ­ზე პა­ტარ-პა­ტა­რა ნა­ქა­ლა­ქა­რე­ბია შე­მორ­ჩე­ნი­ლი. სწო­რედ ამი­ტომ, არ­ქე­ო­ლო­გე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ შე­საძ­ლოა დიდ­ნა­უ­რი ცენ­ტრა­ლუ­რი ქა­ლა­ქი იყო, რო­მელ­საც გარ­შე­მო თავ­დაც­ვი­თი ნა­გე­ბო­ბე­ბი ჰქონ­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ თავ­დაც­ვი­თი კედ­ლის სი­გა­ნე 4,5 მეტ­რია, გარს კი 22 მეტ­რის სი­გა­ნის თავ­დაც­ვი­თი თხრი­ლი აქვს შე­მორ­ტყმუ­ლი.

ამა­ვე ქა­ლა­ქის ჩრდი­ლო­ე­თით, არ­ქე­ო­ლო­გებ­მა ძვ.წ
მე-13 სა­უ­კუ­ნის სა­მა­რო­ვა­ნი ანუ სა­საფ­ლაო გა­თხა­რეს. ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნე­ბი სწო­რედ აქე­დან და­ი­წყო.

„სა­მა­რო­ვან­ში და­ახ­ლო­ე­ბით, 50-მდე სა­მარ­ხია შეს­წავ­ლი­ლი, სა­დაც ბრინ­ჯა­ოს უამ­რა­ვი ნივ­თი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მო­ჩე­ნა არის რომ, ამ პე­რი­ო­დის სა­მარ­ხებ­სა და ძეგ­ლებ­ში საბ­რძო­ლო მახ­ვი­ლი მიც­ვა­ლე­ბულს წე­ლის არე­ში აქვს, დიდ­ნა­უ­რის სა­მა­რო­ვან­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას კი ზურ­გის არე­ში. შე­საძ­ლოა, მახ­ვი­ლის ტა­რე­ბის წეს­ზე მი­უ­თი­თებ­დეს“, - აღ­ნიშ­ნა კონ­სტან­ტი­ნე ფი­ცხე­ლა­ურ­მა.

გარ­და ამი­სა, დიდ­ნა­უ­რის სა­მა­რო­ვა­ნის ერთ-ერთ სა­მარხში, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, დიდ­გვა­რო­ვანს ეკუთ­ვნის, არ­ქე­ო­ლო­გებ­მა სა­ინ­ტე­რე­სო ბრინ­ჯა­ოს მა­სა­ლა და სა­ვა­რა­უ­დოდ, აღ­მო­სავ­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის ოთხწახ­ნა­გა ის­რის პირი იპოვ­ნეს, რო­მე­ლიც ბრძო­ლა­სა და ომზე მი­უ­თი­თებს.

„გარ­დაც­ვლილს თავ­ზე ბრინ­ჯა­ოს დი­ა­დე­მა ჰქონ­და, რო­მე­ლიც ალ­ბათ, მისი დიდ­გვა­როვ­ნე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ნი­შა­ნია; მუც­ლის არე­ში აღ­მო­აჩ­ნდა ოთხწახ­ნა­გა ის­რის პირი, რომ­ლი­თაც სა­ვა­რა­უ­დოდ, გარ­და­იც­ვა­ლა. ეს ისა­რი კავ­კა­სი­ურს არ ჰგავს, უფრო აღ­მო­სავ­ლუ­რია. შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ ის, რომ ეს დიდ­გვა­რო­ვა­ნი ბრძო­ლა­ში და­ი­ღუ­პა მომ­ხვდურ­თან, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რი­ვი არ არის. შე­სა­ბა­მი­სად, ბრძო­ლა მოხ­და.

ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რომ მე­ო­რე ის­რის პირი თავ­დაც­ვი­თი გა­ლავ­ნის გა­რე­თა კე­დელ­ში შერ­ჭო­ბი­ლი ვი­პოვ­ნეთ. შე­იძ­ლე­ბა ვა­რა­უ­დის გა­მოთ­ქმა, რომ ბრძო­ლა­ში დიდ­ნა­უ­რის მცხოვ­რებ­ლებ­მა გა­ი­მარ­ჯვეს. ასე რომ არ მომ­ხდა­რი­ყო, დიდ­გვა­რო­ვა­ნი მსგავ­სი პა­ტი­ვით არ და­იკ­რძა­ლე­ბო­და, მაგ­რამ ვინ იყო და რა მოხ­და, ამა­ზე სა­უ­ბა­რი რთუ­ლია“ - აღ­ნიშ­ნა მან.

„სა­მა­რო­ვან­ში“ აღ­მო­ჩე­ნი­ლი გარ­დაც­ვლი­ლე­ბის დნმ-ს ანა­ლი­ზის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ დიდ­ნა­უ­რის მცხოვ­რებ­ლე­ბი კავ­კა­სი­ურ რა­სას ეკუთ­ვნი­ან.

„ეს მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი ძა­ლი­ან დიდი ზო­მის ხალ­ხი იყო. რამ­დე­ნი სა­მარ­ხიც გაგ­ვი­თხრია, ძი­რი­თა­დად, მომცრო ტა­ნის ხალ­ხი აღ­მოგ­ვი­ჩე­ნია. ამ სა­მარხში აღ­მო­ჩე­ნი­ლი მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი კი 180 სან­ტი­მეტ­რამ­დე სი­მაღ­ლის არი­ან“, - გან­მარ­ტა სპე­ცი­ა­ლის­ტმა.

არ­ქე­ო­ლო­გე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ დიდ­ნა­ურ­ში მცხოვ­რებ­ლე­ბი გან­ვი­თა­რე­ბის მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე იყ­ვნენ, რად­გან გა­თხრე­ბის დროს კენ­ჭე­ბით მო­კირ­წყლუ­ლი ქუჩა აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

„ძვ.წ მე-13 სა­უ­კუ­ნე­ში ასეთ ნა­ქა­ლა­ქარს ფაქ­ტობ­რი­ვად, ანა­ლო­გი არ გა­აჩ­ნია. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა დო­ნე­ზე უნდა იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლე­ბი, რომ თა­ვი­ანთ კომ­ფორტზე იფიქ­რონ. აქ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის პირ­ვე­ლი ნიშ­ნე­ბი ჩანს, ეს ქა­ლაქ-სა­ხელ­მწი­ფოა და არა ნა­მო­სახ­ლა­რი“, - აღ­ნიშ­ნავს კონ­სტან­ტი­ნე ფი­ცხე­ლა­უ­რი.

ნა­ქა­ლა­ქარ­ში არ­ქე­ო­ლო­გებ­მა ე.წ. „შე­სა­წი­რი მა­გი­დაც“ იპოვ­ეს, რომ­ლის ანა­ლო­გიც ხე­თებ­თან ფიქ­სირ­დე­ბა. ამას­თან, დიდ­ნა­უ­რის ცოტა მო­შო­რე­ბით აღ­მო­ჩე­ნი­ლია ბრინ­ჯა­ოს ცხე­ნებ­შებ­მუ­ლი საბ­რძო­ლო ეტლი. მეც­ნი­ე­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ეს სა­ხელ­მწი­ფოს რე­გუ­ლა­რუ­ლი არ­მი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ნი­შა­ნია.

რამ გა­ა­ნად­გუ­რა ასე­თი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, 15 ჰექ­ტარ ფარ­თობ­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო? - სე­ის­მო­ლო­გებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ მი­ზე­ზი მი­წისძვრა უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ამას­თან, გა­თხრე­ბის შე­დე­გად აღ­მოჩ­ნდა, რომ პირ­ვან­დე­ლი სახე ქა­ლაქს ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი აქვს. იხილეთ სრულად

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო 2-3 წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო 2-3 წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა?