რუსეთი ოკუპანტია !
ჰორაციო ოსვენციმიდან თავის სატრფოსთან 200-ჯერ მაინც გაიპარა - სიყვარული სიკვდილის ზღვარზე
30-05-2019
ჰორაციო ოსვენციმიდან თავის სატრფოსთან 200-ჯერ მაინც გაიპარა - სიყვარული სიკვდილის ზღვარზე
20 წლის ინგლისელი ჯარისკაცი ჰორაციო ჯოზეფ გრეისლი, ხელობით პარიკმახერი, ფაშისტებს ტყვედ 1940 წლის მაისში საფრანგეთში ჩაუვარდა და ზემო სილეზიაში, ქალაქ ლამსდორფის სამხედრო ტყვეთა ბანაკში მოხვდა. ჰორაციოსა და 17 წლის თარჯიმან გოგონას, როზა რაუხბახს, რომელიც იქაური ქვის სამტეხლოების უფროსის ქალიშვილი იყო, დანახვისთანავე შეუყვარდათ ერთმანეთი.
ჰორაციო ოსვენციმში
როზა თავის ებრაულ წარმომავლობას მალავდა, რაც მათ ურთიერთობას უფრო საშიშს ხდიდა - გამოაშკარავების შემთხვევაში სიკვდილით დასჯა არ ასცდებოდათ. ამის მიუხედავად, ზედამხედველების ცხვირწინ შეყვარებულები ხშირად ახერხებდნენ შეხვედრას. რამდენიმე
კვირაში ჰორაციო ოსვენციმში გადაიყვანეს, თუმცა ბანაკის პარიკმახერის საშუალებით შეყვარებულებმა მიმოწერა განაგრძეს. როცა როზას ოსვენციმთან ახლომდებარე ბანაკებში თარჯიმნის მოვალეობის შესრულება უწევდა, ჰორაციო მასთან ღამღამობით გვირაბით იპარებოდა, გვირაბი კი მეგობრების დახმარებით გათხარა. დაბრუნებისას როზასგან მეგობრებისთვის მოსაკითხებიც მოჰქონდა.

ჰორაციო ოსვენციმიდან თავის სატრფოსთან 200-ჯერ მაინც გაიპარა!
ჰორაციო ჯოზეფ გრეისლი
გრეისლიმ 5 წელი
გაატარა მესამე რაიხის ფაბრიკებსა თუ მაღაროებში. ჰორაციო 1945 წლის მაისში გაათავისუფლეს. იგი როზას თავდებად დაუდგა ამერიკელებთან, სადაც ქალიშვილი აგრძელებდა თარჯიმნობას. სამწუხაროდ, მალე როზა მშობიარობას გადაჰყვა, ბავშვიც დაიღუპა. ინგლისში დაბრუნებულმა ჰორაციომ კი პარიკმახერობა განაგრძო...

სიყვარულისთვის თავდადებული მიჯნური 2010 წელს გარდაიცვალა, ორი წლით ადრე კი, 90 წლისამ, მწერალ კენ სკოტთან ერთად გამოუშვა წიგნი "ჭიკჭიკებენ თუ არა ჩიტები ჯოჯოხეთში?"
კუკური
14 ივნისი 2019 12:55
ჟურნალისტებო,ნუ მისდევთ სენსაციებს და ნუ აუბრალოებთ მასალას.ეს კადრი დოკ ფილმიდანაა ამოღებული და საბჭოთა სამხედრო ტყვეების დროებითი საკონც.ბანაკშია გადაღებული ჰიმლერის სტუმრობისას ომის პირველ თვეებში.დააკვირდით სხვა თყვეებსაც...ე.წ. ,,პილოკტა,, ტყვეს თავზე საბჭოურია...

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?