"ბა­ნაკ­ში და­ღუ­პუ­ლი 4 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი­დან, 417 ქარ­თვე­ლია" - რა ინფორმაცია გახდა ცნობილი მე-2 მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულებზე?
"ბა­ნაკ­ში და­ღუ­პუ­ლი 4 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი­დან, 417 ქარ­თვე­ლია" - რა ინფორმაცია გახდა ცნობილი მე-2 მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულებზე?
ქარ­თველ­მა ქალ­მა, რო­მე­ლიც უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი ბა­ბუ­ის კვალს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­და, მას გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ ლუ­კენ­ვალ­დე­ში მი­აგ­ნო, ყო­ფი­ლი ტყვე­თა ბა­ნა­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

ლუ­კენ­ვალ­დეს სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კის მშე­ნებ­ლო­ბა ნა­ცის­ტურ­მა გერ­მა­ნი­ამ 1939 წელს 7 ჰექ­ტარ მი­წის ფარ­თობ­ზე და­ი­წყო. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის და­წყე­ბის შემ­დეგ კი, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან წა­მოყ­ვა­ნი­ლი ასო­ბით ათა­სი სამ­ხედ­რო ტყვე იძუ­ლე­ბით მო­ნა­წი­ლე­ობ­და მის მშე­ნებ­ლო­ბა­ში. ტე­რი­ტო­რია ორ­მა­გი მავ­თულხლარ­თე­ბით იყო შე­მო­სა­ზღვრუ­ლი, ბა­ნა­კი სექ­ცი­ე­ბად იყო და­ყო­ფი­ლი, არ­სე­ბობ­და ლა­ზა­რე­თიც.

ლა­ზა­რეთს მხო­ლოდ ფორ­მა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ჰქონ­და - უსას­ტი­კე­სი პერ­სო­ნა­ლი, დაც­ვა, ბა­ნა­კის
შიდა პო­ლი­ცია აკონ­ტრო­ლებ­და... ასო­ბით ადა­მი­ა­ნი ნაწ­ლა­ვუ­რი ავად­მყო­ფო­ბე­ბი­თა და ეპი­დე­მი­ე­ბით იღუ­პე­ბო­და, ძა­ლა­გო­მოც­ლილ ტყვე­ებს კი, რო­მელ­თაც მუ­შა­ო­ბა არ შე­ეძ­ლოთ, ბა­ნა­კის ად­მი­ნის­ტრა­ცია უს­წორ­დე­ბო­და...

გერ­მა­ნი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი მეგი სტემ­პე­ნი ომში და­კარ­გუ­ლი ბა­ბუ­ის კვალ­ზე მდგარ ნანა ბუ­ლი­ას ესა­უბ­რა და მას დახ­მა­რე­ბაც აღ­მო­უ­ჩი­ნა. ბა­ნა­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სხვა ქარ­თვე­ლი მე­ომ­რე­ბის გვა­რე­ბიც აღ­მოჩ­ნდა...

"რო­გორც ნანა ბუ­ლი­ამ მი­თხრა, ბა­ნაკ­ში და­ღუ­პუ­ლი 4 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი­დან, 417 ქარ­თვე­ლია. ჩვენ უკვე შე­ვუ­დე­ქით მო­ნა­ცემ­თა და­მუ­შა­ვე­ბას. იმ პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის და გარ­დაც­ვა­ლე­ბის სა­ბუ­თის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც ბუ­ლი­ამ მო­ი­პო­ვა, მისი ოჯა­ხის წევ­რი ლუ­კენ­ვალ­დეს ბა­ნა­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა დაკ­რძა­ლუ­ლი.

ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად, ოჯახ­მა გა­დაგ­ზავ­ნა მო­თხოვ­ნა, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც, ლუ­კენ­ვალ­დეს მე­რი­ის დაქ­ვემ­დე­ბა­დე­ბა­ში მყო­ფი სა­საფ­ლა­ოს კე­თილ­მო­წყო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის არ­ქი­ვებ­ში გა­და­მოწ­მდე­ბა ინ­ფორ­მა­ცია..." - გვი­თხრა მეგი სტემ­პენ­მა და ლუ­კენ­ვალ­დე­ში ნა­პოვ­ნი ქარ­თვე­ლე­ბის გვარ-სა­ხე­ლე­ბი მოგ­ვა­წო­და, რო­მელ­თა შე­სა­ხებ, ინ­ფორ­მა­ცია უკვე და­ზუს­ტე­ბუ­ლია:

შალ­ვა ალაქ­სან­დრეს ძე ცა­ბა­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1918 წელს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ხა­შურ­ში. მე­უღ­ლე - ქსე­ნია ცა­ბა­ძე; ჰყავ­და ერთი შვი­ლი. სა­ცხოვ­რებ­ლის ბოლო მი­სა­მარ­თი: ბორ­ჯო­მი, გორ­კის ქუჩა, # 7. ტყვედ ჩა­ვარ­და 1941 წლის ივ­ლი­სი. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი III ა. ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 96609. და­ი­ღუ­პა 1942 წლის 11 აგ­ვის­ტოს, ორ­გა­ნიზ­მის სა­ერ­თო სი­სუს­ტით. პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი: ქა­ლაქ ბერ­ლი­ნის მი­და­მო­ე­ბი.

თე­რა­ზი შენ­გე­ლი (ან შენ­გე­ლია) - და­ბა­დე­ბუ­ლი 1909 წელს, ჩხრო­წყუს რა­ი­ონ­ში. მე­უღ­ლე კუ­გუ­ჩი (?) შენ­გე­ლი. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი III ა. ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 101189, და­ი­ღუ­პა - 1942 წლის 23 სექ­ტემ­ბერს, ნაწ­ლა­ვუ­რი ინ­ფექ­ცი­ის გარ­თუ­ლე­ბით, ჰე­მო­კო­ლი­ტით. პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი: ლუ­კენ­ვალ­დე. იხილეთ სრულად

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები