"ბა­ნაკ­ში და­ღუ­პუ­ლი 4 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი­დან, 417 ქარ­თვე­ლია" - რა ინფორმაცია გახდა ცნობილი მე-2 მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულებზე? - კვირის პალიტრა

"ბა­ნაკ­ში და­ღუ­პუ­ლი 4 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი­დან, 417 ქარ­თვე­ლია" - რა ინფორმაცია გახდა ცნობილი მე-2 მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულებზე?

ქართველმა ქალმა, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგული ბაბუის კვალს წლების განმავლობაში ეძებდა, მას გერმანიის ქალაქ ლუკენვალდეში მიაგნო, ყოფილი ტყვეთა ბანაკის ტერიტორიაზე.

ლუკენვალდეს საკონცენტრაციო ბანაკის მშენებლობა ნაცისტურმა გერმანიამ 1939 წელს 7 ჰექტარ მიწის ფართობზე დაიწყო. მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ კი, სხვადასხვა ქვეყნიდან წამოყვანილი ასობით ათასი სამხედრო ტყვე იძულებით მონაწილეობდა მის მშენებლობაში. ტერიტორია ორმაგი მავთულხლართებით იყო შემოსაზღვრული, ბანაკი სექციებად იყო დაყოფილი, არსებობდა ლაზარეთიც.

ლაზარეთს მხოლოდ ფორმალური დანიშნულება ჰქონდა - უსასტიკესი პერსონალი, დაცვა, ბანაკის შიდა პოლიცია აკონტროლებდა... ასობით ადამიანი ნაწლავური ავადმყოფობებითა და ეპიდემიებით იღუპებოდა, ძალაგომოცლილ ტყვეებს კი, რომელთაც მუშაობა არ შეეძლოთ, ბანაკის ადმინისტრაცია უსწორდებოდა...

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი მეგი სტემპენი ომში დაკარგული ბაბუის კვალზე მდგარ ნანა ბულიას ესაუბრა და მას დახმარებაც აღმოუჩინა. ბანაკის ტერიტორიაზე სხვა ქართველი მეომრების გვარებიც აღმოჩნდა...

"როგორც ნანა ბულიამ მითხრა, ბანაკში დაღუპული 4 000-ზე მეტი ადამიანიდან, 417 ქართველია. ჩვენ უკვე შევუდექით მონაცემთა დამუშავებას. იმ პირველადი მონაცემების და გარდაცვალების საბუთის მიხედვით, რომელიც ბულიამ მოიპოვა, მისი ოჯახის წევრი ლუკენვალდეს ბანაკის ტერიტორიაზეა დაკრძალული.

ზუსტი ინფორმაციის მისაღებად, ოჯახმა გადაგზავნა მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც, ლუკენვალდეს მერიის დაქვემდებადებაში მყოფი სასაფლაოს კეთილმოწყობის განყოფილების არქივებში გადამოწმდება ინფორმაცია..." - გვითხრა მეგი სტემპენმა და ლუკენვალდეში ნაპოვნი ქართველების გვარ-სახელები მოგვაწოდა, რომელთა შესახებ, ინფორმაცია უკვე დაზუსტებულია:

შალვა ალაქსანდრეს ძე ცაბაძე - დაბადებული 1918 წელს, სავარაუდოდ, ხაშურში. მეუღლე - ქსენია ცაბაძე; ჰყავდა ერთი შვილი. საცხოვრებლის ბოლო მისამართი: ბორჯომი, გორკის ქუჩა, # 7. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის ივლისი. ბანაკი: შტალაგი III ა. ბანაკის ნომერი: 96609. დაიღუპა 1942 წლის 11 აგვისტოს, ორგანიზმის საერთო სისუსტით. პირველადი დაკრძალვის ადგილი: ქალაქ ბერლინის მიდამოები.

თერაზი შენგელი (ან შენგელია) - დაბადებული 1909 წელს, ჩხროწყუს რაიონში. მეუღლე კუგუჩი (?) შენგელი. ბანაკი: შტალაგი III ა. ბანაკის ნომერი: 101189, დაიღუპა - 1942 წლის 23 სექტემბერს, ნაწლავური ინფექციის გართულებით, ჰემოკოლიტით. პირველადი დაკრძალვის ადგილი: ლუკენვალდე. იხილეთ სრულად

იხილეთ ასევე: დაკარგული საფლავების სია - ყურადღებით წაიკითხეთ! შესაძლოა, ამ სიაში თქვენი წინაპრის გვარ-სახელი ამოიკითხოთ!