"ამბობდნენ, იჩხუბეს და პეტრემ სტალინის ვაჟს წამოაძახა, შენ ის გერჩივნა, ქართული გესწავლაო" - ვინ იყო ქართველი გოლიათი პეტრე მშვენიერაძე?
"ამბობდნენ, იჩხუბეს და პეტრემ სტალინის ვაჟს წამოაძახა, შენ ის გერჩივნა, ქართული გესწავლაო" - ვინ იყო ქართველი გოლიათი პეტრე მშვენიერაძე?
ზოგჯერ მივიწყებული ამბების ამოტივტივება სენსაციად იქცევა. მაგალითად, ქართველი გოლიათის, პეტრე მშვენიერაძის შესახებ თუ გსმენიათ რაიმე? არადა, გოლიათი ნამდვილად არსებობდა და მის ძალოვნებაზე ნაძლევები იდებოდა საბჭოთა ფულის "წვიმებით"! ამასთანავე, გოლიათი წყალბურთელიც იყო, რისი წყალობითაც მთელ მსოფლიოში დადიოდა და ყველას ეუბნებოდა, ყველა ქართველი ჩემნაირი გოლიათიაო!

დღევანდელი ცირკის მიმდებარედ მღვრიე და გაყინული საცურაო აუზის შესახებ თუ გსმენიათ რაიმე? 12 წლის იყო პეტრე, საცურაო აუზს რომ მიაკითხა, მაგ
რამ კარისკაცმა არ შეუშვა, შენნაირმა გაწრიპულმა აქ რა უნდა აკეთოსო. ბიჭმა უკან არ დაიხია, ღობეზე გადაძვრა და წყალში გადაეშვა. უცხო ბიჭის საოცარი მხარული ცურვა არ გამოეპარათ, ვინაობა გამოჰკითხეს და ცურვაზე სიარული შესთავაზეს.

მას შემდეგ საცურაო აუზი ლამის საკუთარ სახლად აქცია. თავდაუზოგავმა შრომამ და მონდომებამ ნაყოფი გამოიღო. ერთ წელიწადში ზედიზედ ორჯერ (1944-45 წლებში)
პეტრემ თანატოლებს შორის ბრასით 100 და 200 მეტრზე ცურვაში სსრკ-ის ჩემპიონობა მოიპოვა.
16 წლისას კი ახალი გატაცება გაუჩნდა - წყალბურთი!

ამ გოლიათის შესახებ, სამწუხაროდ, ბევრი არაფერია ცნობილი, მაგრამ ჩვენ მაინც ვიპოვეთ ადამიანი, რომელიც მის ამბებს მოგვითხრობდა:

შალვა ლორია:
- საკმაოდ ხანდაზმული გახლავართ, ესე იგი, იმ თაობის, ვისაც პეტრე მშვენიერაძე და მისი ცურვა უნახავს. შიშის ზარს სცემდა წყალბურთელებს, ზურგზე მოკიდებული მოწინააღმდეგეებით ბუმბულივით ამოვარდებოდა წყლიდან, "დაიფერთხავდა" და მაშინვე ბურთს შეაგდებდა! იმიტომაც იყო, თბილისს მისი თავი მოსკოვმა წაართვა - 1949 წელს მშობლიური თბილისის "დინამოს" დატოვებამ მოუწია. ის მოსკოვის "დინამოში" მიიწვიეს და სსრკ-ის ნაკრებშიც ჩარიცხეს. ამავე წელს გახდა სსრკ-ის თასის მფლობელი.

1951 წელს მოსკოვის ВВС-ში (სამხედრო-საჰაერო ძალების გუნდი) მიიწვიეს, რომელიც გენერალ ვასილი სტალინს ეკუთვნოდა, მაგრამ პეტრემ მოსკოვის "დინამოში" დაბრუნება გადაწყვიტა, რამაც გენერალი ძალიან გააბრაზა. საქმე იქამდე მივიდა, რომ სახელოვან წყალბურთელს ბრალი წაუყენეს, მაგრამ მოსამართლემ საქმე მის სასარგებლოდ გადაწყვიტა. პროცესის დასრულების შემდეგ გენერალმა სასაუბროდ აგარაკზე დაპატიჟა. იქ რა მოხდა, ძნელი სათქმელია, მაშინ ამ ამბავზე მთელი თბილისი ლაპარაკობდა, ამბობდნენ, იჩხუბეს, პეტრემ სტალინის ვაჟს წამოაძახა, შენ ის გერჩივნა, ქართული გესწავლაო.

1952-63 წლებში პეტრე მოსკოვის "დინამოს" დაუბრუნდა. ამ გუნდმა სწორედ მისი წყალობით მოიგო 3 ოლიმპიადა და ამიტომაც შეარქვეს "წყლის პელე". როგორც პელე გახდა ფეხბურთის მეფე მსოფლიოში, ისე პეტრე იყო მაშინ წყალბურთის მეფე! მაგ ამბავზე ამერიკელებმა ფილმიც გადაიღეს 60-იან წლებში. მინახავს წყალში ჩასვლა-ამოსვლისას რანაირად უყურებდნენ - თვალებ­გადმოვარდნილები. მისი მხარ-ბეჭი მართლა სასწაული იყო!

- მართლაც საამაყოა ეგ ყველაფერი, სამწუხარო კი, დამპყრობი იმპერიის სახელით რომ თამაშობდა.
- ყველა ეპოქას თავისი ტვირთი აქვს. პეტრე თავის ქართველობას ყველგან ახსენებდა და გულიც საქართველოსკენ უწევდა, განსაკუთრებით, აფხაზეთისკენ. სწორედ იქ მოუგო ვიღაც ინკოგნიტო საბჭოთა მილიონერს 5000-რუბლიანი სანაძლეო რიწის ტბის გადაცურვისთვის (რიწის ტბა საცურაოდ ძალიან ძნელი და ცივია). ამ ფულით მაშინ სამ სახლ-კარსაც იყიდდი და მთელ ჩემოდანსაც გაავსებდი! იმ კაცმა პეტრეს ცურვის ნახვა არჩია. თურმე პეტრემ ჩაიცინა, წყალში გადახტა და უკანვე ამოვიდა, აქაოდა, შემეშინდა და გადავიფიქრეო! და როდესაც იქ შეკრებილმა ხალხმა ამოიგმინა, პეტრემ კვლავ წყალში გაადინა დგაფანი, გაუჩინარდა და ტბის მეორე მხარეზე ამოცურა.

- რაში დაიხარჯა მოგებული ფული?
- მთელი სანაპირო რესტორანში დაპატიჟა და საქართველოს სადღეგრძელოც დალია. ყველაფერი გოლიათური იცოდა!
2003 წელს მსოფლიო წყალბურთის ლეგენდა, "წყლის პელედ" მონათლული პეტრე მშვენიერაძე, ლეიკოზით გარდაიცვალა - თურმე მისი მომრევი ძალაც ყოფილა.…
gigo
13 იანვარი 2020 10:38
პირადად მაქვს ნანახი მისი ასევე გოლიათი შვილების ნუგზარის და გიორგის თამაში. ნუგზარი მოსკოვის უნივერსიტეტის კლუბის სახელით თამაშობდა, გიორგი კი მოსკოვის დინამოსი.ძალიან ძლიერი ბიჭები იყვნენ.
ისე ერთხელ მოსკოვში ერთმანეთს მოსკოვის და თბილისის დინამო ხვდებოდნენ.მოსკოვის გუნდში მგონი ხუთი ქართველი თამაშობდა სასტარტოში(მშვენიერაძე, ბურჭულაძე, სულაკაძე...).დიქტორი რომ აცხადებდა გოლის გატანას ,ვერ გებულობდი რომელ გუნდს გაჰქონდა გოლები, სულ ქართული გვარები იყო(გეცნოთ ალბათ თბილისის დინამოს კალათბურთელთა გუნდის შემადგენლობა 80-იანებში-დერიუგინი,ბოროდაჩევი,მილოვიდოვი,კაპუსტინი,ტიუბინი,დარსაძე...)
04 იანვარი 2020 22:29
პეტრე მშვენიერიძეზე არაჩვეულებრივად უწერია ცნობილ ქართველ წყალბურთელს (სამწუხაროდ, გვარი დამავიწყდა მისი) წიგნში, რომელსაც ჰქვია „ჩაუყარეთ ბიჭებს აუზში ბურთები“. ამ წიგნის რედაქტორია ვახტანგ როდონაია.
ეს ისე, ყოველშემთხვევაში..........
23 დეკემბერი 2019 09:09
მსოფლიოს დონის, რამდენი გამოჩენილი ჰყოლია საქართველოს. შევქმნათ ასეთი რუბრიკა და ხშირად ვახსენოთ ისინი. სტალინიც ქართველი იყო, რომლის საპირწონე მსოფლიოს არ ახსოვს, მაგრამ რა..... ადრე არსებობდა ერთი ქვეყანა, მას საბჭოთა კავშირი ერქვა. და საბჭოთა კავშირში ყველა, ძალიან კარგად გამორჩეულად იცნობდა ქართველებს. დღეს ჩვენ გვაქვს მსოფლიოში "ცნობილი" სახელმწიფო, ქართველი "ცნობილებით", თუ "ცნობადებით".
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები