"ერთი ამბავი მახსენდება, რომელიც 15 წლის გია დანელიას გადახდა და მთელ თბილისში ანეკდოტად დადიოდა" - კვირის პალიტრა

"ერთი ამბავი მახსენდება, რომელიც 15 წლის გია დანელიას გადახდა და მთელ თბილისში ანეკდოტად დადიოდა"

დიდი ქართველი მსახიობის ვერიკო ანჯაფარიძის ძმისშვილი ქეთი ანჯაფარიძე "კვირის პალიტრასთან" საინტერესო ამბებს იხსენებს, მათ შორის სახალისო ისტორიას ცნობილ რეჟისორ გია დანელიაზე, მოგეხსენებათ, დანელია ვერიკო ანჯაფარიძის დისშვილი გახლდათ, შესაბამისად, ის ქეთი ანჯაფარიძის მამიდაშვილი იყო:

"მყავდა არაჩვეულებრივი ოჯახი, წინაპრები. ბაბუა, ივლიანე ანჯაფარიძე, ქუთაისში ნოტარიუსი იყო, მისი მეუღლე გახლდათ მარიამ მესხი, შვილიშვილები ბუტას ვეძახდით (ბუტა ბებიას დედის ძმისშვილი იყო კოტე მარჯანიშვილი). მათი შვილები იყვნენ: მამაჩემი, ცნობილი თერაპევტი ლევან ანჯაფარიძე, მამიდაჩემი - დიდი ვერიკო და მეორე მამიდა - მერი ანჯაფარიძე, გია დანელიას დედა. ჰყავდათ კიდევ ერთი ძმა, რომელიც ადრე გარდაიცვალა და მის ობოლს, ჯუანშერს, ბუტა ბებია ზრდიდა. ვერიკო და მამა გაჭრილი ვაშლივით ჰგავდნენ ერთმანეთს. მე ძალიან მამსგავსებენ ვერიკოს. ახალდაბადებული პირველად რომ მიმიყვანეს დედასთან, უთქვამს, მეორე ვერიკო დაიბადაო...

...

ერთი ამბავი მახსენდება, რომელიც 15 წლის გია დანელიას გადახდა და მთელ თბილისში ანეკდოტად დადიოდა. ფული რომ შემოეხარჯა, მოსკოვში დეპეშა აფრინა: "საყვარელო მამა, დავკარგე ჯიბის ფული. გკოცნი, გია", რაზეც კოლია ბიძიამ დეპეშითვე უპასუხა: "გაიკერე ჯიბე. მამა". იხილეთ სრულად