05-03-2020

ფოტო:პირველ რიგში მარცხნიდან მარჯვნივ: ლენა და ვერიკო ანჯაფარიძეები; მეორე რიგში: თემურ ანჯაფარიძე, სოფიკო ჭიაურელი და გია დანელია
"მყავდა არაჩვეულებრივი ოჯახი, წინაპრები. ბაბუა, ივლიანე ანჯაფარიძე, ქუთაისში ნოტარიუსი იყო, მისი მეუღლე გახლდათ მარიამ მესხი, შვილიშვილები ბუტას ვეძახდით (ბუტა ბებიას დედის ძმისშვილი იყო კოტე მარჯანიშვილი). მათი შვილები იყვნენ: მამაჩემი, ცნობილი თერაპევტი ლევან ანჯაფარიძე, მამი
...
ერთი ამბავი მახსენდება, რომელიც 15 წლის გია დანელიას გადახდა და მთელ თბილისში ანეკდოტად დადიოდა. ფული რომ შემოეხარჯა, მოსკოვში დეპეშა აფრინა: "საყვარელო მამა, დავკარგე ჯიბის ფული. გკოცნი, გია", რაზეც კოლია ბიძიამ დეპეშითვე უპასუხა: "გაიკერე ჯიბე. მამა". იხილეთ სრულად