როგორ მალავდნენ საბჭოთა სპეცსამსახურები თბილისში, "დინამო" - "სპარტაკის" მატჩისას ათეულობით ქომაგის დაღუპვის ამბავს
როგორ მალავდნენ საბჭოთა სპეცსამსახურები თბილისში, "დინამო" - "სპარტაკის" მატჩისას ათეულობით ქომაგის დაღუპვის ამბავს
66 წლის წინ, თბილისის სტადიონის ცენტრალურ შესასვლელთან, თბილისის "დინამოსა" და მოსკოვის "სპარტაკის" შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე ათეული გულშემატკივარი გარდაიცვალა. თამაში ძალიან პრინციპული იყო, 35-ათასიანმა სტადიონმა კი ყველა მსურველი ვერ დაიტია და ბევრი მათგანი ჭყლეტაში დაიღუპა.

ამის მიუხედავად, თამაში შედგა და "დინამომ" პრინციპული მეტოქე 2:1 დაამარცხა. ეს 1954 წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის პირველი შეხვედრისას, 4 აპრილს მოხდა. ამის შესახებ აქსელ ვართანიანმა პოპულარულ რუსულ გამოცემა "სპორტ-ექსპრესში" ვრცელი წერილი გამოქვეყნა.

ყველაზე გასაოცარი ისაა, რომ
ავტორი იმ დეტალებს იხსენებს, რაც რუსეთში ვეტოდადებულია, ქართულ ფეხბურთში კი ყველას ახსოვს - ამ ყველაფერს 1953 წლის ჩემპიონატი უძღვოდა, როდესაც იოსებ სტალინის გარდაცვალების და ლავრენტი ბერიას დახვრეტის შემდეგ ანტიქართული ისტერია ატყდა, თბილისის "დინამოს" კი საბჭოთა კავშირის ჩემპიონობის შანსი მოსკოვში მოხდარის გამო წაართვეს - მოსკოვში თამაშის
იგებდა, ტრიბუნებიდან ხალხი გადმოხტა და თამაში ჩაშალა, ამის კი მასპინძლების ნაცვლად "შავტრაკიანი" ქართველები დაგვსაჯეს - ასეთი მორალი და სამართალიც იყო იმ "ტკბილ" და "ნათელ" დროში.

ახლა კი აკსელ ვართანიანის მიერ რუსული გამოცემა "სპორტ-ექსპრესში" გამოქვეყნებული წერილის შემოკლებულ ვარიანტს გთავაზობთ, სადაც ამ მატჩის შესახებ საინტერესო და უცნობ ისტორიას გაეცნობით.

66 წლის წინ, "დინამო"-"სპარტაკის" მატჩამდე ათეულობით გულშემატკივარი გარდაიცვალა.


"ფეხბურთი საქართველოში სპორტი ნომერ პირველი სახეობა იყო. საკავშირო ტურნირების მატჩები, როგორც წესი, ხალხმრავალ ტრიბუნების წინაშე ტარდებოდა. თბილისში საფეხბურთო მატჩებზე ბილეთის შეძენა პრობლემური იყო - მით უფრო იმ დროს და განსაკუთრებით, "სპარტაკთან" შეხვედრისას, რომელიც თბილისელთა პრინციპული მეტოქე იყო. ბილეთების ყიდვა შესაძლებელი იყო გადამყიდველებთან, რომლებიც არსებულზე ბევრად მაღალ ფასს ითხოვდნენ. გარდა ამისა, ეს იყო გასული სეზონის ორი საუკეთესო გუნდის შეხვედრა. წინა სეზონის ფინიშზე მომხდარი მძიმე მოვლენების კონტექსტში, მატჩმა პრინციპული ხასიათი შეიძინა. 1953 წლის ბოლოს, კომუნისტური პარტიის მმართველების გადაწყვეტილებით, თბილისელებს ოქროს მატჩში მონაწილეობის უფლება წაართვეს და ჩემპიონად "სპარტაკი" გამოაცხადეს" - წერს ავტორი.

ის "სპორტ-ექსპრესში" დეტალებზე წერს: "როდესაც თამაში მოახლოვდა, ვნებები გამძაფრდა და გიჟური აჟიოტაჟი შეიქმნა. საქართველოს თითქმის მთლიანი მამრობითი მოსახლეობა დედაქალაქისკენ დაიძრა. მსურველთა რაოდენობამ ტრიბუნების ტევადობას ბევრად გადააჭარბა. უზარმაზარ ციფრებს ასახელებენ - 200, 350 და სრულიად წარმოუდგენელ 500 ათასსაც კი. უსიამოვნო მოლოდინზე ბუნებაც გვაფრთხილებდა. მოულოდნელად, 2 აპრილის დილით, თოვლი წამოვიდა, რასაც თბილისში ზამთარშიც ვერ ნახავდით. იქნებ ბუნებამ ცუდი ამბავი იგრძნო და უბედურების თავიდან აცილება სცადა? ან იქნებ, ნიშანი მიეცა, რათა ხალხს ბილეთის ძებნა შეეწყვიტა და თბილ სახლში პოპულარული მსახიობის, ეროსი მანჯგალაძის რადიორეპორტაჟით ესარგებლა? ...მაგრამ განა მათ შეაჩერებდით! მატჩის დღეს, 4 აპრილს, უკვე მზე ანათებდა და თოვლი დადნა. მაგრამ მინდვრის გაწმენდა ვერ მოხერხდა".


შტურმი


დილიდანვე უბილეთო ადამიანების მრავალრიცხოვანმა ჯგუფმა შესასვლელი ალყაში მოაქცია. მატჩის დაწყებამდე ბილეთების ბედნიერი მფლობელები დაიძრნენ, მაგრამ მჭიდრო რიგების გამო, სტადიონზე შეღწევა ბევრმა ვერ მოახერხა. თამაშის დაწყებამდე დაახლოებით ნახევარი საათით ადრე, რამდენიმე ასეულმა გულშემატკივარმა კონტროლიორების და სამართალდამცავთა მყიფე რიგები გაარღვია.

პანიკის მიუხედავად, სტადიონის რკინის კარების ჩაკეტვა მაინც მოახერხეს, რათა ხელმეორე გარღვევა აღეკვეთათ. ათასობით ადამიანი ერთადერთ ცენტრალურ შესასვლელს მიაწყდა - გენერალური იერიშიც მალევე დაიწყო. მილიციის რაზმებმა ადამიანურ სტიქიასთან გამკლავება ვერ შეძლეს. მაგრამ არა მარტო მათ - ხალხს მასიური რკინის ღობეებმაც ვერ გაუძლო და ასეთი ზეწოლის შემდეგ ჯართად გადაიქცა. წარმოუდგენელი ჭყლეტის შედეგად, რამდენიმე ათეული ადამიანი გარდაიცვალა.

ტრიბუნები და კიბეები თამაშის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე გაივსო. შტურმის მონაწილეები ყველგან ჯდებოდნენ, სადაც ეს შესაძლებელი იყო - მანამდე შესულთა მუხლებზე, პირველ და მეორე იარუსის შორის და არენის მთელს პერიმეტრზე, საიდანაც თამაშს მხოლოდ "გულივერები" ხედავდნენ. გაგრძელება


სერგო კორძაია
თბილისელი
19 აპრილი 2020 19:13
ნამდვილად მოხდა! ცხენოსანი მილიცია ყავდათ გამოყვანილი და ხალხი ჭყლეტაში მოყვა.
სტატუს ქუო
06 აპრილი 2020 17:23
ტყუილია, ასეთი რამ არ მომხდარა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თვის კითხვადი სტატიები