რა დანიშნულება ჰქონდა სოფელ ართანას "უკარებო" ეკლესიას?
რა დანიშნულება ჰქონდა სოფელ ართანას "უკარებო" ეკლესიას?
სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი ლა­მა­ზი სო­ფე­ლია, რო­მელ­თაც სხვა­დას­ხვა ის­ტო­რია თუ ლე­გენ­და უკავ­შირ­დე­ბა. ამ­ჯე­რად, თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ არ­თა­ნა­ზე შე­ვა­ჩე­რებთ თქვენს ყუ­რა­დღე­ბას.

სოფ­ლის სა­ხელ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ლე­გენ­და ასე­თია: ლე­კი­ა­ნო­ბი­სას, მტრის ლაშ­ქა­რი გრე­მის გზა­ზე მი­დი­ო­და, ერთ მე­ო­მარს ლო­პო­ტას­თან ცხე­ნი შე­უგ­დია წყალ­ში, სა­დაც ნა­ფო­ტი შე­უმ­ჩნე­ვია, ამო­უ­ღია და სარ­დლის­თვის მი­უ­ტა­ნია, რაც მათ­თვის იმის ნი­შა­ნი იყო, რომ იმ ხე­ო­ბა­ში ხალ­ხი ცხოვ­რობ­და... ლაშ­ქა­რი მობ­რუ­ნე­ბუ­ლა, ხე­ო­ბას აჰ­ყო­ლია და იქა­უ­რო­ბა ნან­გრე­ვე­ბად უქ­ცე­ვია, ხალ­ხის­თვის კი დიდი ხარ­კი და­უ­კის­რე­ბი­ათ.

თურ­მე, ტყვედ ად­გი­ლობ­რი­ვი გლე­ხი ჩა­უგ­დი­ათ,
რო­მე­ლიც ყვი­რო­და - "არ წა­მიყ­ვა­ნო თა­ნაო", სა­ი­და­ნაც წარ­მოდ­გე­ბა სოფ­ლის ახ­ლან­დე­ლი სა­ხელ­წო­დე­ბა - "არ­თა­ნა".

სო­ფე­ლი თე­ლა­ვი­დან 21 კი­ლო­მეტ­რი­თაა და­შო­რე­ბუ­ლი. ის მდი­ნა­რე დიდ­ხე­ვის მარ­ჯვე­ნა ნა­პირ­ზე, ზღვის დო­ნი­დან 460 მ-ზე მდე­ბა­რე­ობს. სო­ფელს ასე­ვე ესა­ზღვრე­ბა მდი­ნა­რე­ე­ბი - ლო­პო­ტა და ჭი­ჭაკ­ვი. არ­თა­ნა უძ­ვე­ლე­სი სოფ­ლე­ბის (მო­სორ­ნა, ჟუ­ჟუ­რა­უ­ლი, მა­ჩხა­უ­რი, იულ­თა) ნა­ფუ­ძარ­ზეა გა­შე­ნე­ბუ­ლი.
გად­მო­ცე­მით, XVII სა­უ­კუ­ნემ­დე იულ­თად მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ, რომ­ლის ტე­რი­ტო­რი­აც ჭა­ო­ბი­ა­ნი ყო­ფი­ლა, რის გა­მოც მა­ლა­რია გა­ჩე­ნი­ლა და მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი უმ­სხვერ­პლია.

სო­ფე­ლი არ­თა­ნა ბევრ ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ში იხ­სე­ნი­ე­ბა, რო­გორც სპი­ლენ­ძი­სა და პი­რი­ტის (ოქ­როს­ფე­რი მი­ნე­რა­ლი) სა­ბა­დო­ე­ბის ერთ-ერთი კერა.

ცნო­ბებს სოფ­ლი­სა და იქ არ­სე­ბუ­ლი ხუ­როთ­მო­ძღვრე­ბის ძეგ­ლე­ბის შე­სა­ხებ, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ი­სა და კულ­ტუ­რის ძეგლ­თა აღ­წე­რი­ლო­ბის ერთ-ერთ ტომ­ში, ვკი­თხუ­ლობთ.

სო­ფელ არ­თა­ნას ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბი


დღეს­დღე­ო­ბით არ­თა­ნა­ში 24 ის­ტო­რი­უ­ლი ძეგლია შე­მორ­ჩე­ნი­ლი, მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა ნან­გრე­ვე­ბა­დაა ქცე­უ­ლი - ზოგ­თან მის­ვლა ად­ვი­ლა­დაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, ზოგი კი ტყე­სა და მი­უ­ვალ ად­გილ­ზეა აგე­ბუ­ლი. ამ­ბო­ბენ, რომ "ცი­ხი­ა­ნე­ბად" წო­დე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე არ­სე­ბუ­ლი ციხე-კოშ­კე­ბის ნან­გრე­ვე­ბი კა­ხე­თის მე­ფის ბრძო­ლის ვე­ლე­ბის­თვის სათ­ვალ­თვა­ლო კოშკს წარ­მო­ად­გენ­და.

V-VI სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ძეგ­ლე­ბია: "ჟუ­ჟუ­რა­უ­ლის ღვთა­ე­ბა", სა­ნი­ო­რე-არ­თა­ნის სა­ზღვარ­ზე მდე­ბა­რე "სა­მე­ბა", წმინ­და გი­ორ­გის და თევ­დო­რეს ეკ­ლე­სი­ე­ბი.

X-XI სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­საა: "ორ­მო­ცის ეკ­ლე­სია", "ცხრა­კა­რა" წმინ­და აბ­რა­მის ეკ­ლე­სია, წმინ­და ნი­ნოს სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია და მის გარ­შე­მო მდე­ბა­რე კა­ტარ-პა­ტა­რა ეკ­ლე­სი­ე­ბი. შე­და­რე­ბით გვი­ან არის აშე­ნე­ბუ­ლი "აღ­დგო­მის“ ტა­ძა­რი, სოფ­ლის ცენ­ტრში მდე­ბა­რე ღვთის­მშობ­ლის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია და "სი­მა­ანთ" ღვთის­მშობ­ლის ეკ­ლე­სია.

არ­თა­ნის წმინ­და გი­ორ­გის ტა­ძა­რი


ამ ძეგ­ლე­ბი­დან არ­თა­ნის წმინ­და გი­ორ­გის ეკ­ლე­სია იმით გა­მო­ირ­ჩე­ვა, რომ იქ შეს­ვლა მე­ო­რე სარ­თუ­ლის სამ­ხრეთ კედ­ლი­და­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით 4 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან. ად­გი­ლობ­რი­ვებ­ში ის "უკა­რო ეკ­ლე­სი­ის" სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი.


ეს არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ძეგლი სოფ­ლის ჩრდი­ლო­ე­თით, 500 მეტრზე, ტყი­ა­ნი მთის ფერ­დობ­ზეა და ფი­ქა­ლი­თაა ნა­გე­ბი. სა­ვა­რა­უ­დოდ, თა­რიღ­დე­ბა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბით (IX-X სს), თუმ­ცა გვინ­დე­ლი ფე­ნე­ბიც არის გა­მო­ხა­ტუ­ლი, მაგ­რამ რა­ი­მე და­მა­თა­რი­ღე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი არ აქვს.

არის კოშ­კუ­რი ტი­პის ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნია ნა­გე­ბო­ბა - ზე­მოთ სწორ­ხა­ზოვ­ნად ვიწ­როვ­დე­ბა და ორ­ფერ­და სა­ხუ­რა­ვი­თაა დას­რუ­ლე­ბუ­ლი (სი­მაღ­ლე მი­წი­დან სა­ხუ­რა­ვის კე­ხამ­დე - 7 მ). I სარ­თუ­ლი (ზო­მე­ბი ფუ­ძის დო­ნე­ზე 4,7-3,5 მ) ყრუ­კედ­ლე­ბი­ა­ნი სა­თავ­სია, უსარ­კმლო, II სარ­თუ­ლი - დარ­ბა­ზუ­ლი ტი­პის სამ­ლოც­ვე­ლოა.

ეკ­ლე­სია არ არის მოქ­მე­დი, ტა­ძარს მკვეთ­რად და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი არ აქვს, თუ არ ჩავ­თვლით იმას, რომ მას­ში 4 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან შე­დი­ხარ. ნა­გე­ბია სხვა­დას­ხვა ზო­მის ნა­ტე­ხი ქვით. გა­რე­თა კედ­ლე­ბი და­უ­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქვე­ბი­თაა ნა­წყო­ბი, ამი­ტომ, წყო­ბა არას­წორ­ხა­ზო­ვა­ნია.

პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი კა­მა­რო­ვა­ნი სად­გო­მია. სად­გო­მის გა­და­ხურ­ვის წყო­ბა­ში ვიწ­რო, სწორ­კუ­თხა (45x45 სმ) ხვრე­ლია და­ტა­ნი­ლი, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი მე­ო­რეს უკავ­შირ­დე­ბა. მე­ო­რე სარ­თულ­ზე მცი­რე ზო­მის, კვად­რა­ტუ­ლი ოთა­ხია და ის აღ­მო­სავ­ლე­თით ნა­ხე­ვარ­წრი­უ­ლი აფ­სი­დი­თაა დას­რუ­ლე­ბუ­ლი (სად­გო­მის ფარ­თო­ბი სა­კურ­თხევ­ლი­ა­ნად 5 მ2-მდეა).

მოგ­ვი­ა­ნე­ბით მისი სა­თავ­დაც­ვოდ გა­მო­ყე­ნე­ბი­სას, მე­ო­რე სარ­თუ­ლის ინ­ტე­რი­ე­რი შე­უც­ვლი­ათ: შე­სას­ვლე­ლის წინ, მთელ სი­მაღ­ლე­ზე, რი­ყი­სა და ნა­ტე­ხი ქვის სქე­ლი კე­დე­ლი ამო­უყ­ვა­ნი­ათ, რო­მელ­შიც ვიწ­რო, თა­ღო­ვა­ნი კარი მო­უ­წყვი­ათ. გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები