გრაფობა ეთაკილებოდა - კვირის პალიტრა

გრაფობა ეთაკილებოდა

ვაჟა-ფშაველასგან განსხვავებით, რომელიც ხელმოკლეობის გამო ხშირად გაცვეთილი ჩოხით დადიოდა, დიდი რუსი მწერალი გრაფი ლევ ტოლსტოი, სულ სხვა მოსაზრებით ,"იგლეხებდა" თავს.  ტოლსტოი ადამიანის ჩაგვრის სასტიკი წინააღმდეგი იყო, თავისი თავადური წარმოშობისა ,"რცხვენოდა" და წოდებით გრაფი პროტესტს ჩაცმულობითაც გამოხატავდა. ამის გამო ერთხელ განსაცდელშიც ჩავარდნილა.

"ზამთრის ღამე იყო. ცოლმა ცუდად იგრძნო თავი -  სამშობიარო ტკივილები დაეწყო. საჩქაროდ მოვისხი ტანზე ტყაპუჭი, ფეხზე თექის ჩექმები (ვალინკები) ჩავიცვი და ქუჩაში გავვარდი ეტლის მოსაყვანად. როგორც იქნა გამოჩნდა, შევაჩერე და მისამართს ვეუბნები. მეეტლემ შემათვალიერა, დარწმუნდა ბატონი (ბარინი) რომ არ ვიყავი და ზიზღით გამოსცრა კბილებში: წადი, წადი, შეშა ჩეხეო", - იგონებს მწერალი.“

მოამზადა ლადო გოგუაძემ