სად ხართ, თქვე მამაძაღლებო... - კვირის პალიტრა

სად ხართ, თქვე მამაძაღლებო...

მცირე დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ქართველმა საზოგადოებამ  უსაყვარლესი მსახიობი ზურაბ  ქაფიანიძე უკანასკნელ გზაზე გააცილა. მის მიერ განსახიერებული კინოგმირები თითქოს პირდაპირ მატიანის ფურცლებიდან იყვნენ გადმოსულნი თავისი ძალგულოვნებით, სილაღით და მხიარულებით.

ზურაბ ქაფიანიძე დიღომში ცხოვრობდა, კინოსტუდიის ახლოს რვასართულიან სახლში. როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, კორპუსის ეზოში გაკეთებულ მაგიდასთან საღამოობით ხშირად იკრიბებოდნენ მეზობლები და დროს კლავდნენ.  შინ დაბრუნებულ ბატონ ზურაბს, თუ ნაქეიფარი იყო, წესად ჰქონდა, ქეიფი სამეზობლოში  უნდა გაეგრძელებინა.KvirisPalitra.Ge ამ დროს ეზოს მდუმარედ გაივლიდა,  შინ ავიდოდა და ათ წუთში ღვინით სავსე შტოფით ბრუნდებოდა.  მასთან მოლხენას რა სჯობდა, ეს იგივე ქართული ისტორიისა და პოეზიის საღამო იყო, მაგრამ ბევრი ვერ უძლებდა  მის ხმაურიან სიტყვას, განსაკუთრებით კი მის ,,განსხვავებულებს". ამიტომ,  ხანდახან  როგორც კი სადარბაზოში უჩუმრად შესულ მსახიობს დაინახავდნენ,  წამსვე სახლებში გაილალებოდნენ. ჩამოვიდოდა ბატონი ზურაბი ძირს  და ხვდებოდა დაცარიელებული ეზო. მერე იწყებოდა, რაც იწყებოდა, ლამის მთელ დიღომს ესმოდა ყველასათვის ნაცნობი და განუმეორებელი ხმა, - გურამ, თაზო... თქვე მამაძაღლებო, სად დაიმალეთ, ჩამოდით დაბლა! ჰოდა, მეზობლებს სხვა რა დარჩენოდათ, ისევ ჩამოილალებოდნენ ეზოში.

საბჭოთა ბელადის "იაღლიში"

1960 წელს ,,ნიუ-იორკ თაიმსში"“ დაიბეჭდა სტატია სათაურით: ,,რუსეთი ამერიკას ისევ ემუქრება, ამჯერად თავისი ბელადის ფეხსაცმლით (,,ბატინკით")".“ეს, რაც შეეხება ,,იარაღს"; ამის გარდა, იმ დღეს ამერიკელების KvirisPalitra.Geმისამართით სიტყვიერი მუქარაც გაისმა, რომელიც ასე ჟღერდა: "Я вам покажу кузькину мать"("მე თქვენ განახვებთ კუზკას დედას!") რაც ვერც ერთმა ამერიკელმა ლინგვისტმა ვერ გაშიფრა.

ახლა ის ვთქვათ, რაც მოხდა: ნიკიტა ხრუშჩოვი ნიუ-იორკში ჩავიდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სიტყვით გამოსასვლელად. მის წინადადებას ამერიკის დელეგაციამ მხარი არ დაუჭირა. საწინააღმდეგო აზრის მოსმენას გადაჩვეულმა ბელადმა წონასწორობა დაკარგა, ფეხსაცმელი გაიხადა და ზემოთ მოყვანილი სიტყვების ძახილით ტრიბუნაზე ბრახუნი ატეხა.  ეს სამარცხვინო კადრები მთელმა მსოფლიომ იხილა, მათ შორის, საბჭოთა ხალხმაც. საჭირო იყო საქვეყნოდ ,,გაშიშვლებული“ მეფის" სასწრაფოდ ,,შეფუთვა" და ხალხს გამოუცხადეს, რომ ბელადს ჩვევად ჰქონდა, ფეხის დასვენების მიზნით, ფეხსაცმლიდან ტერფის ამოწევა. როდესაც ტრიბუნაზე მუშტის ცემა დაიწყო, ხელიდან საათი გასძვრა, დაიხარა  და ამ დროს, ცხელ გულზე,  ფეხსაცმელი შერჩა ხელში. ბრახუნითაც, უაზროდ კი არ ურტყამდა ტრიბუნას, არამედ–აზრიანად, ისე, რომ ,,ბატინკის" წვერი ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციისაკენ იყო მიმართული, ქუსლი კი - ჩინელებისაკენ... ამას საბჭოთა პროპაგანდა უმტკიცებდა ხალხს და მასაც სჯეროდა.

მოამზადა ლადო გოგუაძემ