მასთან დავა წინასწარ წაგებული იყო - კვირის პალიტრა

მასთან დავა წინასწარ წაგებული იყო

დიდი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი შალვა ნუცუბიძე შესანიშნავი ორატორი და პოლემისტი გახლდათ. მასთან მეცნიერულ დავა-კამათში ჩაბმული კაცი წინასწარ იყო დასამარცხებლად განწირული. ეს საყოველთაოდ იყო ცნობილი.  ერთხელ, უნივერსიტეტის აუდიტორიაში შესვლისას, რომელიღაც სტუდენტმა წაიანგლა და შესძახა, თავს უშველეთ, მეხი გვეცემაო. ნუ გეშინიათ, მეხი ცარიელ ადგილს არ ეცემაო, - დაამშვიდა შეცბუნებული სტუდენტები პროფესორმა.

მისი მახვილი ენის ,"მსხვერპლი" მისი კოლეგები და მეგობრებიც არაერთხელ გამხდარან. მათ შორის იყო ასევე დიდი მოღვაწე და მამულიშვილი ნიკო კეცხოველიც, რომლის ფიცხი ხასიათის ამბავი საყოველთაოდ იყო ცნობილი. ერთხელ ბატონმა ნიკომ, რომელიც მაშინ უნივერსიტეტის რექტორი გახლდათ, შალვა ნუცუბიძეს რაღაცაზე უსაყვედურა. საუბარი კამათში გადაიზარდა. ბოლოს ნიკო კეცხოველის ხმა მთელ შენობაში გაისმა. ამ ამბავში არიან, რომ უცებ შალვა ნუცუბიძემ მეგობარს ზურგი შეაქცია და ფანჯრიდან უნივერსიტეტის ბაღში დაიწყო ყურება, იქით, სადაც ივანე ჯავახიშვილისა და სხვა დიდი ქართველების საფლავებია. ამაზე ნიკო კეცხოველი კიდევ უფრო გაბრაზდა და ჰკითხა, რაო, რას გეუბნებიანო. ეჰ, მაგისთანა ცოცხალთან ყოფნას ისევ ჩვენნაირ მკვდრებთან ყოფნა გერჩიოსო, - მიუგო შალვა ნუცუბიძემ. ორივეს სიცილი წასკდა.

მოამზადა ლადო გოგუაძემ