ბრაზიანი მოხუცი ტკბილ პაპად გადაიქცა - კვირის პალიტრა

ბრაზიანი მოხუცი ტკბილ პაპად გადაიქცა

ვიქტორ ჰიუგო - თავისუფლებისმოყვარე და მებრძოლი ადამიანების გულის მესაიდუმლე, უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა თანამემამულეებში.საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ პარიზისთვის სახელი გადაერქმიათ და ჰიუგო ეწოდებინათ. მოხუცებულობაში წლებით დამძიმებული მწერალი მუდამ მოღუშული დადიოდა, ფოტოებზეც ერთთავად დაღონებული ჩანს, თუმცა არსებობს ფოტო, რომელზეც ალერსიანი გამოხედვა აქვს და ეს პარიზელი ფოტოგრაფის დამსახურებაა. მის სალონში გადაღებულ პირველ ფოტოზე ჰიუგო, ჩვეულებისამებრ, მოღუშულია. ფოტოგრაფმა ვერ შეძლო მწერლის ხასიათზე მოყვანა. ბოლოს ასეთი რამ მოიფიქრა - ქუჩაში გავიდა და ჰიუგოს ცნობილი პერსონაჟის - გავროშის მსგავსი ბიჭუნა შემოიყვანა. მწერალს გამომეტყველება თანდათან შეეცვალა და რამდენიმე წუთში ბრაზიანი მოხუცი ,,ტკბილ” პაპად" გადაიქცა. საბედნიეროდ, მაშინ გადაღებული ორივე სურათი შემორჩა არქივს და დღეს შეგვიძლია, ეს საოცარი მეტამორფოზა თვალნათლივ ვიხილოთ.