ენით ,,დაკოდილი" - კვირის პალიტრა

ენით ,,დაკოდილი"

ცნობილი ქართველი  რეჟისორის, გიგა ლორთქიფანიძის შემოქმედებაში ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებს განსაკუთრებული ადგილი უკავია. რეჟისორმა სცენაზე დუმბაძის თითქმის ყველა რომანი გააცოცხლა. ის მწერლის ახლო მეგობარი იყო, ნოდარ დუმბაძესთან მეგობრობა კი იმას ნიშნავდა, რომ მისი კვიმატი  ენის "მსხვერპლიც" ხშირად გახდებოდა.

ცნობილია, რომ ბატონ გიგას ბავშვობაში გადატანილი ტრავმის გამო ცალი ფეხი მუხლს ქვემოთ მოკვეთილი აქვს და პროთეზი უკეთია. ერთხელ მეგობრებთან ერთად სადღაც მიდიოდა. თავსხმაში მოყვნენ და იქვე გადახურულს შეაფარეს თავი. გარეთ მხოლოდ გიგა ლორთქიფანიძე დარჩა, რომელიც რატომღაც არ ჩქარობდა თავის შეფარებას. უყურა ნოდარ დუმბაძემ წვიმაში დარჩენილ მეგობარს, უყურა, ბოლოს ვეღარ მოითმინა და გასძახა:

- შემოდი შიგნით, შე უპატრონო, სანამ ყლორტები არ ამოგივა მაგ ფეხზე, მანდ უნდა იდგე?!

მოამზადა ლადო გოგუაძემ