"მუქარა" - კვირის პალიტრა

"მუქარა"

ცნობილ ქართველ გინეკოლოგს, ლადო კახაძეს, ერთი მისი მეგობრის, ასევე ცნობილი, ძალოვან სტრუქტუაში მომუშავე მაღალჩინოსნის მუქარა გადასცეს, რომლის მეუღლემაც მის კლინიკაში ჩაიტარა გამოკვლევა და მეორე ქალიშვილის გაჩენა უწინასწარმეტყველეს."მუქარა" ასეთი იყო: - გადაეცით ლადოს, მაგის აპარატს რელსებზე დავდებ და ისე გავანადგურებო.

ბატონი ლადოს ენაწყლიანობის ამბავი მთელ ქალაქშია ცნობილი. იგი არც ამჯერად დაიბნა და განრისხებულ მამას შეუთვალა: მაგას გადაეცით, თავისი აპარატი დადოს რელსებზე, ამხელა კაცს ბიჭის გაკეთება ვერ უსწავლიაო.

ლადო გოგუაძე