უაილდი და კაზინოს შვეიცარი - კვირის პალიტრა

უაილდი და კაზინოს შვეიცარი

სახელგანთქმული ინგლისელი მწერალი ოსკარ უაილდი აზარტული თამაშების დიდი მოყვარული იყო და ამის გამო უსახსროდაც ხშირად დარჩენილა. ერთხელ პარიზის ერთ-ერთ კაზინოში მთელი თავისი დანაზოგი უკანასკნელ ფრანკამდე წააგო. ჯიბეში აღარაფერი დარჩა, თუმცა ჭეშმარიტი ინგლისელი ჯენლტმენისათვის დამახასიათებელი ღირსება და იუმორის გრძნობა არ დაუკარგავს - კაზინოდან გამოსვლისას კართან მდგომ შვეიცარს მიუახლოვდა და უთხრა:

- სერ, შეგიძლიათ ოცფრანკიანი მასესხოთ?

- სიამოვნებით, სერ, - მიუგო შვეიცარმა, რომელმაც ჯერ გაიკვირვა, შემდეგ კი მაინც გაუწოდა მონეტა.

- არ არის საჭირო, ეს თქვენი ფეხის ქირაა, - ხელი აუქნია მწერალმა მისი სიტყვებით კიდევ უფრო გაკვირვებულ შვეიცარს.

ლადო გოგუაძე