ბლოგერები
გეოპოლიტიკა - იოანე შაიშმელაშვილის ბლოგი

საქართველო პატარა ქვეყანაა, თუმცა საერთაშორისო პოლიტიკური პროცესები მასზე დიდ გავლენას ახდენს, რაც დიდწილად მისი გეოსტრატეგიული მდებარეობით არის განპირობებული. ის ფაქტი, რომ საერთაშორისო არენაზე საქართველო მომგებიანი “ნადავლია”,  მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური პროცესების მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის ზრდის, მათი ცოდნა და გააზრება კი სულ უფრო აქტუალური ხდება. აქვე აღვნიშნოთ, საერთაშორისო პოლიტიკური ვითარების მიმოხილვა საქართველოში ნაკლებად ხდება და მხოლოდ რეზონანსული ამბების განხილვით შემოიფარგლება, მათ უკან კი ბევრი საინტერესო რამ იკარგება.

ბლოგში სწორედ საერთაშორისო საკითხებს შევეხები, განვიხილავ იმ თემებს, რაც ხშირად ახალი ამბების ჩამონათვალში არ ხვდება და თქვნეთან ერთად გავაანალიზებ იმ შედეგებს ან პოტენციურ შედეგებს, რაც ამ პროცესებმა შეიძლება მოუტანოს საქართველოს.

რუსული С-400-ები უკვე თურქეთშია - რა ეშველება აშშ-თურქეთის ჩიხში შესულ ურთიერთობებს?
დღეს თურქეთში საკმაოდ მნიშვნელოვანია დღეა - 15 ივლისი, სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ სამი წელი გავიდა. ამ სამი წლის განმავლობაში თურქეთის პრეზიდენტმა მოახერხა და ქვეყანა ავტორიტარულ რელსებზე დააყენა. დააპატიმრეს და სამსახურიდან გაანთავისუფლეს ათობით ათასი ადამიანი, საუბარი აღარაა იმაზე, თუ როგორ გამოჰქონდა სასამართლოს განაჩენი და როგორ მიმდინარეობდა დაკითხვები.
18-07-2019
დაწვრილებით...
კარგი ტაქტიკოსი, მაგრამ ცუდი სტრატეგი - ვინ არის ვლადიმირ პუტინი?
"კუდი ძაღლისა არ განიმართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს" - ეს არის ანდაზა, რომელიც გენიალურად აღწერს როგორც ზოგადად რუსულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ, ისე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ხასიათსა და მიდგომებს
10-07-2019
დაწვრილებით...
ტრამპის დიპლომატია და გახარებული კიმ ჩენ ინი - პირველად ისტორიაში ამერიკის მოქმედმა პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეაში შეაბიჯა
ისტორიას ახსოვს ისეთი ადამიანები, რომლებიც საკუთარი პირადი ხასიათისა და მანერების წყალობით ყოველთვის ახერხებდნენ ყურადღების მიქცევას და მიმდინარე ამბების გადაფარვას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს უახლეს ისტორიაში (ისევე როგორც შეერთებული შტატების) ასეთი ადამიანი ნამდვილად არის ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
01-07-2019
დაწვრილებით...
დონალდ ტრამპი VS აიათოლა ალი ხამენეი და 10 წუთით ადრე შეჩერებული სამხედრო დარტყმა
ირანსა და ამერიკას შორის დაძაბულობა, შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალი სანქციები დაუწესა ირანს
25-06-2019
დაწვრილებით...
მარცხი სტამბოლში - რას ნიშნავს ექრემ იმამოღლუს გამარჯვება რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის?
თურქეთში, სტამბოლის მერის ხელახალი არჩევნები დასრულდა და დასრულდა საკმაოდ მძიმე შედეგებით მმართველი "სამართლიანობისა და განვითარების პარტიისთვის" (AKP) - არჩევნებში ოპოზიციური "სახალხო რესპუბლიკური პარტიის" (ჩHP) კანდიდატმა ექრემ იმამოღლუმ უკვე მეორედ გაიმარჯვა
24-06-2019
დაწვრილებით...
უკრაინის ეკლესია ახალი განხეთქილების ზღვარზე - რატომ დაუპირისპირდა ფილარეტი ეპიფანეს?
2019 წლის 6 იანვარს უკრაინის ეკლესიამ მიიღო ტომოსი კონსტანტინოპოლის პატრიარქისგან, რითაც უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია მიენიჭა.
12-06-2019
დაწვრილებით...
როდის გამოაგდებს ვლადიმირ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილს უკრაინიდან, ანუ კუსა და მორიელის იგავი
მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდა. თითქოს რა დროს მის გამოგდებაზეა ლაპარაკი, მაგრამ...
30-05-2019
დაწვრილებით...
რა შედეგებით დასრულდა ევროპარლამენტის არჩევნები?
ევროკავშირის პოლიტიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, ევროპარლამენტის არჩევნები დასრულდა.
27-05-2019
დაწვრილებით...
აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 1 500 ჯარისკაცს გზავნის - რისთვის ემზადება დონალდ ტრამპი?
6 მაისის შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ამერიკა სპარსეთის ყურეში დამატებით სამხედრო ძალებს გზავნიდა, დაიწყო ვარაუდები იმის შესახებ, თუ რამდენად მოსალოდნელია შეერთებული შტატებისა და ირანის სამხედრო დაპირისპირება.
25-05-2019
დაწვრილებით...
ახალარჩეული პრეზიდენტის მოულოდნელი გადაწყვეტილებები - ახალი პოლიტიკური რეალობა უკრაინაში
20 მაისს კიევში ახალი პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაცია შედგა. შეიძლება ითქვას, რომ ამ მოვლენით უკრაინაში ახალი პოლიტიკური რეალობა შეიქმნა.
22-05-2019
დაწვრილებით...
იომებს ამერიკა ირანთან? - ანუ
ომი ორ ქვეყანას შორის არც ამერიკაში სურთ და არც ირანში, მაგრამ ამას არც ერთი მათგანი არ გამორიცხავს. ამ ქვეყნებისთვის ახლა ყველაფერი ქართული ანდაზასავითაა - "რაც გეჯავრებოდეს ის გეძალებოდეს"
18-05-2019
დაწვრილებით...
ვლადიმირ პუტინი კიმ ჩენ ინს შეხვდა - რაზე მიანიშნებს
რუსეთის პრეზიდენტი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ერთმანეთს შეხვდნენ.
25-04-2019
დაწვრილებით...
რას შეიძლება ველოდოთ უკრაინის მომავალი პრეზიდენტისგან, ვლადიმერ ზელენსკისგან?
უკრაინაში დასრულდა საპრეზიდენტო რბოლა. დასრულდა საკმაოდ საინტერესო შედეგით - ხმების 90.25%-ის დათვლის შედეგად გამოჩნდა, რომ ვლადიმერ ზელენსკი ლიდერობს 73,13%-ით, პეტრო პოროშენკომ კი ხმების მხოლოდ 24,49% მიიღო
22-04-2019
დაწვრილებით...
როგორ აჯობა პოპულარობით მიცვალებულმა სტალინმა ცოცხალ პუტინს?
ჩემი მკითხველისთვის ალბათ ცნობილი იქნება, რომ ბლოგთან ერთად გადაცემასაც ვაკეთებ
19-04-2019
დაწვრილებით...
დებატები
ზელენსკი კიევში, "ოლიმპიისკის" სტადიონზე პეტრო პოროშენკოსთან დებატებზე არ მივიდა. მოქმედმა პრეზიდენტმა ზელენსკი, ამჯერად,15 აპრილს ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხზე დებატებისთვის მიიწვია
15-04-2019
დაწვრილებით...
საარჩევნო სილა ერდოღანისთვის - ბრძოლა სტამბოლისთვის ჯერ კიდევ გრძელდება
31 მარტს თურქეთში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნებიდან ერთი კვირის თავზე საბოლოო შედეგები ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, ამის მიზეზი კი არის ის ძალიან რთული მდგომარეობა, რომელშიც თურქეთის პრეზიდენტი და მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტია (AKP) აღმოჩნდა.
08-04-2019
დაწვრილებით...
ერდოღანი აია სოფიას მეჩეთად გადააკეთებს? - დომინოს ეფექტი საერთაშორისო პოლიტიკაში
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში, ისტორიულ კონსტანტინეპოლში აია სოფიას ტაძრის, რომელსაც ახლა მუზეუმის სტატუსი აქვს, მეჩეთად გადაკეთებას აპირებს. ამან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
28-03-2019
დაწვრილებით...
რა აკავშირებს ყირიმს, აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონსა და გოლანის მაღლობებს?
რა აკავშირებს ყირიმს, აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონსა და გოლანის მაღლობებს?
26-03-2019
დაწვრილებით...
მემარჯვენე რადიკალიზმი არის გამოწვევა, რომელსაც დღეს ებრძვის ევროპა. ძნელი სათქმელია, რომელი უფრო დიდი საფრთხეა - ულტრამემარჯვენე იდეოლოგია თუ მემარჯვენე რადიკალიზმი. რეალურად, ყველაფერი რადიკალური ისედაც საფრთხეს წარმოადგენს.
21-03-2019
დაწვრილებით...
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?