ბლოგერები
იოანე შაიშმელაშვილის ბლოგი

საქართველო პატარა ქვეყანაა, თუმცა საერთაშორისო პოლიტიკური პროცესები მასზე დიდ გავლენას ახდენს, რაც დიდწილად მისი გეოსტრატეგიული მდებარეობით არის განპირობებული. ის ფაქტი, რომ საერთაშორისო არენაზე საქართველო მომგებიანი “ნადავლია”,  მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური პროცესების მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის ზრდის, მათი ცოდნა და გააზრება კი სულ უფრო აქტუალური ხდება. აქვე აღვნიშნოთ, საერთაშორისო პოლიტიკური ვითარების მიმოხილვა საქართველოში ნაკლებად ხდება და მხოლოდ რეზონანსული ამბების განხილვით შემოიფარგლება, მათ უკან კი ბევრი საინტერესო რამ იკარგება.

ბლოგში სწორედ საერთაშორისო საკითხებს შევეხები, განვიხილავ იმ თემებს, რაც ხშირად ახალი ამბების ჩამონათვალში არ ხვდება და თქვნეთან ერთად გავაანალიზებ იმ შედეგებს ან პოტენციურ შედეგებს, რაც ამ პროცესებმა შეიძლება მოუტანოს საქართველოს.

პუტინის შეხვედრა მერკელთან და ცეკვა ავსტრიელ მინისტრთან - საერთაშორისო სანქციები შერბილდა?
ვლადიმერ პუტინის შაბათის ევროპულმა ტურნემ დიდი ყურადღება მიიქცია საერთასორისო მედიაში. ამას კი ბევრი მიზეზი ჰქონდა - ის ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის კარინ კნაისლის ქორწილს დაესწრო, პატარძალთან (რომელიც 53 წლისაა) იცეკვა, შემდეგ კი გერმანიაში ჩავიდა ანგელა მერკელთან ბერლინის ახლომდებარე ქალაქ მეზებერგში შესახვედრად.
20-08-2018
დაწვრილებით...
თურქები iPhone-ებს ამსხვერევენ - როდის დასრულდება ამერიკა-თურქეთის დაპირისპირება?
ამერიკა-თურქეთის დაპირისპირების ფონზე გასული კვირა საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა საქართველოსთვისაც. თურქეთისთვის დაწესებულმა ამერიკულმა სანქციებმა ლირა ისტორიულ მინიმუმადე გააუფასურა, უარყოფითი მოლოდინების გამო კი ქართული ლარიც გაუფასურდა.
17-08-2018
დაწვრილებით...
ასადის მოკავშირე რუსეთი და სირიის ოპოზიციის მხარდამჭერი თურქეთი - რაზე შეთანხმდებიან ლავროვი და ჩავუშოღლუ?
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ანკარაში 14 აგვისტოს ჩავიდა და თავის კოლეგას, მევლუთ ჩავოშოღლუს შეხვდა.
15-08-2018
დაწვრილებით...
დღეიდან ძალაში შედის ამერიკის მიერ თურქეთისთვის დაწესებული გაზრდილი გადასახადები ალუმინსა და ფოლადზე.
13-08-2018
დაწვრილებით...
რას გულისხმობს
ვაშინგტონმა მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა, მიზეზად კი სკრიპალების საქმე დაასახელა
10-08-2018
დაწვრილებით...
აგვიტოს ომიდან ათი წლის შემდეგ რუსეთი კვლავ ომით იმუქრება
დღეს 2008 წლის აგვისტოს ომიდან ათი წელი შესრულდა. ათი წლის თავზე ისევ გაისმა მუქარანარევი გაფრთხილებები რუსეთის მხრიდან.
08-08-2018
დაწვრილებით...
რატომ არ შეწყვეტს ჩრდილოეთ კორეა ბირთვული რაკეტების წარმოებას?
როგორც რუსეთისთვის, ისე ჩინეთისთვის ჩრდილოეთ კორეა წარმოადგენს იარაღს, გნებავთ ხელსაწყოს შეერთებული შტატების წინააღმდეგ პოლიტიკის საწარმოებლად
06-08-2018
დაწვრილებით...
რატომ დაუწესა ტრამპმა სანქციები
ამერიკის პრეზიდენტმა სანქციები დაუწესა თურქეთს
02-08-2018
დაწვრილებით...
რატომ დაპატიჟა პუტინმა ტრამპი მოსკოვში?
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბევრი მიზეზის გამო.
01-08-2018
დაწვრილებით...
რატომ ცდილობდა შვედი გოგონა ორი ავღანელის დეპორტაციისთვის ხელის შეშლას?
გასულ კვირას შვედი გოგონას ისტორიამ მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო
31-07-2018
დაწვრილებით...