მსოფლიო პოლიტიკა იოანეს ბლოგში

საქართველო პატარა ქვეყანაა, თუმცა საერთაშორისო პოლიტიკური პროცესები მასზე დიდ გავლენას ახდენს, რაც დიდწილად მისი გეოსტრატეგიული მდებარეობით არის განპირობებული. ის ფაქტი, რომ საერთაშორისო არენაზე საქართველო მომგებიანი “ნადავლია”,  მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური პროცესების მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის ზრდის, მათი ცოდნა და გააზრება კი სულ უფრო აქტუალური ხდება. აქვე აღვნიშნოთ, საერთაშორისო პოლიტიკური ვითარების მიმოხილვა საქართველოში ნაკლებად ხდება და მხოლოდ რეზონანსული ამბების განხილვით შემოიფარგლება, მათ უკან კი ბევრი საინტერესო რამ იკარგება.

ბლოგში სწორედ საერთაშორისო საკითხებს შევეხები, განვიხილავ იმ თემებს, რაც ხშირად ახალი ამბების ჩამონათვალში არ ხვდება და თქვნეთან ერთად გავაანალიზებ იმ შედეგებს ან პოტენციურ შედეგებს, რაც ამ პროცესებმა შეიძლება მოუტანოს საქართველოს.