აგვიტოს ომიდან ათი წლის შემდეგ რუსეთი კვლავ ომით იმუქრება
აგვიტოს ომიდან ათი წლის შემდეგ რუსეთი კვლავ ომით იმუქრება
დღეს 2008 წლის აგვისტოს ომიდან ათი წელი შესრულდა. ათი წლის თავზე ისევ გაისმა მუქარანარევი გაფრთხილებები რუსეთის მხრიდან.
პირველი ასეთი გაფრთხილება 17 ივლისს, ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ მოვისმინეთ. ვლადიმირ პუტინი ტელეარხ Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას შეეხო და აღნიშნა, რომ მათთვის "ეს ეროვნული უსაფრთხოების პირდაპირი და უშუალო საფრთხეა. ნატო-ს ინფრასტრუქტურის ჩვენს საზღვრებთან გადაადგილება საფრთხეა. შესაბამისად, ჩვენი რეაქცია უკიდურესად ნეგატიური იქნება".

ეს იყო პირველი განცხადება, რასაც
გუშინ რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვრცელი ინტერვიუ მოჰყვა, რომელშიც ნატო-ს საკითხზე განაცხადა, "ამან შეიძლება საშინელი კონფლიქტი გამოიწვიოს". კითხვაზე, კონფლიქტში მონაწილე მხარე იქნება თუ არა რუსეთი, მან შემდეგნაირად უპასუხა: "ეჭვგარეშეა, ამან შეიძლება პოტენციურ კონფლიქტამდე მიგვიყვანოს, რადგან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, რომელთანაც ჩვენ მეგობრული ურთიერთობები გვაქვს. იქ
ჩვენი სამხედრო ბაზებია განლაგებული. ჩვენ გვესმის, რომ თუ მეორე ქვეყანა მათ განიხილავს საკუთარ ტერიტორიად, ამან შეიძლება სერიოზულ შედეგებამდე მიგვიყვანოს".

ამ განცხადებას ემატება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის ბოლო ინტერვიუ აგვისტოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით, სადაც მან აღნიშნა, რომ "დღეს შეიძლება თავისუფლად ითქვას, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი შემდგარი სუვერენული სახელმწიფოები არიან".

რატომ მოვიყვანე ასეთი დიდი შესავალი? - იმისათვის, რომ მეჩვენებინა რუსეთის მხრიდან დანახული რეალობა. რა თქმა უნდა, ინტერვიუებში ყველა აღნიშნული პოლიტიკოსი ამბობს, რომ დიალოგი აუცილებელიც არის და მისაღებიც, მაგრამ...

მაგრამ არის ერთი ძალიან დიდი პრობლემა - ის, რომ რუსეთი, სულ მცირე, არსებული ხელისუფლების მმართველობის პერიოდში არ დათმობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობას და ამ გადაწყვეტილებას არ შეცვლის. ეს მათთვის პრინციპული საკითხია, ვინაიდან მათ ასე გადაუხადეს სამაგიერო ამერიკასა და ევროპის ქვეყნებს კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების გამო. 2008 წლის 17 თებერვალს კოსოვომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, 26 აგვისტოს კი რუსეთმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა.

დღეს ასეთი რეალობაა - რუსეთის მხრიდან ისმის მუქარები, მაგრამ ისმის დიალოგისკენ მოწოდებებიც. რა არის ამ დიალოგისთვის აუცილებელი - საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობა, რაც წარმოუდგენელია.
მეორე მხრივ, როგორია დღეს რუსეთის სახელმწიფო? - დღეს უკვე აშკარად ჩანს, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც ერთ ადამიანზე დგას. დღეს იმასაც თუ ვიტყვით, რომ ეს ადამიანი რუსეთის ინტერესებს იცავს, ერთ ფაქტს მაინც ვერ გავექცევით - ერთ კაცზე დამყარებული ქვეყანა მაინც დაღუპისთვისა და ქაოსისთვისაა განწირული...

ყველაზე დიდი შეცდომა, რაც ალბათ რუსეთის მხარემ დაუშვა სწორედ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადება იყო. ამით შეიქმნა ის ბარიერი, რომელსაც საქართველო არავითარ შემთხვევაში არ გადალახავს, მეორე მხრივ, უკან დასახევი გზა აღარც რუსეთს დარჩა. თუკი დღეს ან თუნდაც რამდენიმე წელიწადში რუსეთი უკან წაიღებს ამ ნაბიჯს, ეს მისთვის საერთაშორისო არენაზე უდიდესი მარცხის ნიშანი იქნება (ასე ხედავენ ისინი არსებულ რეალობას).

დავუბრუნდეთ მუქარას საქართველოს მიმართ. ნატო-ში გაწევრიანება და ნატო-ს ინფრასტრუქტურის ზრდა დასახელდა რუსეთისთვის ეროვნული უსაფრთხოების საკითხად. მედვედევმა კონფლიქტის საშიშროებაც არ გამორიცხა.

აქ ნუ დაგვავიწყდება, რომ ნატო-სა და ევროკავშირშიც ძალიან კარგად ესმით, მით უმეტეს ახლა უკვე უკრაინის მაგალითის ფონზე, რომ რუსეთი შეიძლება არც მოერიდოს პირდაპირი კონფლიქტის დაწყებას. შესაბამისად, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს არ მოხდეს.
რა უნდა ქნას საქართველომ?

უნდა გააგრძელოს ის კურსი, რომელიც დაჭერილი აქვს. ეს არის ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსი, ვინაიდან ალტერნატივა არ არსებობს.

ახლა რუსეთის ხელისუფლებასთან მოკავშირეობა ჩაძირვისთვის განწირული გემით სეირნობას დაემსგავსება. ეს გემი საკუთარ მოკავშირეებსაც გაიყოლებს... აქ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ რუსეთს უკვე ტრადიციულ მოკავშირეებთანაც ურთულდება ურთიერთობა. სომხეთში ყოფილი პრეზიდენტის რობერტ კოჩარიანის დაჭერამ დაგვანახა, რომ ახალი ხელისუფლება რუსეთისთვის ისეთივე მოკავშირე აღარ იქნება, როგორიც ადრე იყო. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებამაც ეს დაგვანახა,
და ვინ რჩება რუსეთის მოკავშირედ? - ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, რომელმაც საკუთარი ქვეყანა უპრეცედენტო კრიზისამდე მიიყვანა, თურქეთი, სადაც რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერთპიროვნულად მართავს ქვეყანას (თუმცა საეჭვოა მათი მოკავშირეობა დიდხანს გაგრძელდეს), ირანი, სადაც დაახლოებით იგივე ვითარებაა, სირია და კიდევ რამდენიმე ქვეყანა, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდებიან უკვე ნახსენებ ქვეყნებს.

ყველა ეს ქვეყანა საბოლოოდ მაინც ქაოსისთვისაა განწირული...

ასეთ ვითარებაში რჩება ერთადერთი გამოსავალი - ეს არის მჭიდრო ურთიერთობები დასავლეთთან, ნატო-სა და ევროკავშირთან. რა თქმა უნდა, ჩვენც ვიცით და ყველასთვის ცნობილია, რომ ეს მხარე ომს არ დაიწყებს საქართველოს გამო (აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა გარდა რუსეთისა, პირადად მიხეილ სააკაშვილსაც ეკისრება), თუმცა მათთან ურთიერთობით შესაძლებელია ქვეყნის განვითარება და იმ პირობების შექმნა, რომ ერთ დღეს ყველამ ვნახოთ ერთიანი საქართველო.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
mm
09 აგვისტო 2018 11:22
მაგარი ანალიტიკოსის სტსტიაა.რაღა გვიჭირს აწი.
vep1963
08 აგვისტო 2018 14:05
ბატონო იოანე თქვენ გაგიმარჯოთ ,ფაქტების რეალური სახით წარმოსახვა ჩამოყალიბებაში .დიდი მადლობა.
soso
08 აგვისტო 2018 12:47
რა გინდათ ნატოს და დასავლეთს რომ ხავით, რელიგიის დონეზე აიყვანეთ ეგენი, მაგათ ინტერესებს შეეწიროს საქართველო? სირია გინდათ აქ? რაც 30 წლის განმავლობაში აქ ხდება მაგ დასავლეთის ინტერესების გამო ხდება .ტერიტორიების დაკარგვაც ათიათასობით მსხვერპლიც მაგათი ნამუშევარია, მაგათ აწყობდათ, რუსები გიჟები არ იყვნენ ეგ ომები თავისთვისთვის მოეწყოთ, კინაღამ გადაყვენენ რუსები ოთხმოცდაათიანებშ მაგეებს.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები