თურქები iPhone-ებს ამსხვერევენ - როდის დასრულდება ამერიკა-თურქეთის დაპირისპირება?
თურქები iPhone-ებს ამსხვერევენ - როდის დასრულდება ამერიკა-თურქეთის დაპირისპირება?
ამერიკა-თურქეთის დაპირისპირების ფონზე გასული კვირა საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა საქართველოსთვისაც. თურქეთისთვის დაწესებულმა ამერიკულმა სანქციებმა ლირა ისტორიულ მინიმუმადე გააუფასურა, უარყოფითი მოლოდინების გამო კი ქართული ლარიც გაუფასურდა.

შეიძლება თუ არა მოგვარდეს ამერიკისა და თურქეთის დავა ახლო მომავალში? - ეს არის კითხვა, რომელიც ახლა ძალიან ბევრს აინტერესებს. პასუხი უარყოფითია, ამას კი თურქეთში არსებული რეალობაც ამყარებს.

15 აგვისტოს, თურქულმა სასამართლომ ამერიკელი პასტორის აპელაცია არ დააკმაყოფილა და შინა პატიმრობაში დატოვა. ეს იმ ფონზე, როდესაც თურქეთში დაპატიმრებული
Amnesty International-ის ადგილობრივი ოფისის უფროსი თანერ კილიჩი იმავე დღეს გაანთავისუფლა. საინტერესოა, რომ ორივე მათგანს ერთი და იგივე ბრალდება აქვს წაყენებული - ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირი.

ეს კი ნიშნავს, რომ ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრანსონის შინა პატიმრობაში დატოვება თურქეთის პრეზიდენტისთვის ჯერჯერობით მაინც ძალიან პრინციპული საკითხია და მას უახლოეს
მომავალში ნამდვილად არ გაათავისუფლებენ.
მეორე მხრივ, ამერიკელი პასტორის გათავისუფლება ასევე პრიციპულ მნიშვნელობას ატარებს ამერიკისთვის, ამიტომაც განაცხადეს თეთრ სახლში, რომ თურქეთისთვის დაწესებული სანქციები არათუ მოიხსნება, არამედ შეიძლება კიდევ უფრო გამრავლაფეროვნდეს.
ამ საერთაშორისო დაძაბულობის ფონზე საინტერესოა რამდენად აქვს მხარდაჭერა რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქ მოსახლეობაში? რამდენად დაუჭერენ მხარს, თუკი დაძაბულობა ამერიკასთან გაგრძელდება და უფრო მძიმე შედეგებამდე მივა?
ერდოღანს რომ დიდი მხარდაჭერა აქვს, ამაზე ერთი ფაქტიც მეტყველებს -  14 აგვისტოს ერდოღანმა მოსახლეობას ამერიკული ელექტრონიკის ბოიკოტისკენ მოუწოდა. „"მათ თუ iPhone-ები აქვთ, მეორე მხარეს "სამსუნგი" აქვს, ჩვენ კი ჩვენი "ვესტელი" გვაქვს", - განაცხადა მან. გარდა ამისა, ერდოღანმა დოლარის გაყიდვისა და ლირას შეძენისკენაც მოუწოდა მოსახლეობას. ამ განცხადებების შემდეგ, ფაქტობრივად, იმავე დღეს სტამბულის ისტორიულ, ემინონუს უბანში 100 000 ამერიკული დოლარი გაიყიდა. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც რიგითი თურქები iPhone-ებს საკუთარი ნებით ამსხვრევენ.

გარდა ამისა, თურქეთის მსხვილმა რითეილერებმა კომპანია Apple-ის მიერ წარმოებულ მობილურ ტელეფონებზე შეკვეთების მიღება შეწყვიტეს.
ონლაინ-მაღაზია Dogubank-მა, რომელიც ელექტროტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია თურქეთში, iPhone-ების მიწოდებაზე მიღებული შეკვეთები უკვე გააუქმა. გაუქმებული შეკვეთების მოცულობა 50 მილიონ დოლარს შეადგენს. მის მსგავსად iPhone-ებზე და სხვა სახის ამერიკულ ელექტროპროდუქციაზე შეკვეთების მიღებაზე უარს ამბობენ სხვა სავაჭრო კომპანიებიც.

წინა დღეებში ლირას მცირედით გამყარებას ხელი შეუწყო ანკარაში ყატარის ემირის სტუმრობამ, რომლის დროსაც განაცხადეს, რომ ყატარი თურქეთს დასახმარებლად 15 მილიარდ ამერიკულ დოლარს მიაწვდის.

ამ ყველაფრისა და რაც მთავარია, ერდოღანის ხასიათის გათვალისწინებით, შეგვიძლია კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ დაპირისპირების დასასრული ამერიკასა და თურქეთს შორის ჯერ კიდევ შორს არის.

თურქული მხარე მაქსიმალურად შეეცდება, რაც შეიძლება დიდი წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთს და გამოიყენოს ყველა საშუალება, რათა დაამტკიცოს, რომ მარტო არ არის. შეიძლება ევროპის ქვეყნებშიც კი სცადოს მოკავშირეების ძებნა, თუმცა არსებული რეალობის გათვალისწინებით, ერდოღანს ეს ძალიან გაუჭირდება.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის მდივნის, სტივენ მნუჩინის განცხადებით კი, ვაშინგტონი თურქეთს დამატებით სანქციებს დაუწესებს, თუ თურქეთის ხელისუფლება ამერიკელ პასტორ ენდრიუ ბრანსონს არ გაათავისუფლებს.

ეს მუქარა საკმაოდ რეალურია, ვინაიდან საკუთარი მოქალაქისთვის ზურგის შექცევა ვის ვის და აშშ-ის ნამდვილად არ ახასიათებს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს


სიმართლე.
20 აგვისტო 2018 12:47
ნინას კომენტარი მაინც წაიკითხეთ და იმას გაეცით პასუხი, უაზროებო.
haha
19 აგვისტო 2018 21:19
აიფონ 3 თუ 4 დაამსხვრიადავიდეო ჩერდება, ფოტოშიც უმეტესად1 დოლარიანები უჭირავთ, თურქი
ნინა
18 აგვისტო 2018 11:14
ხედავთ თურქებს !!!! მთავრობა და ხალხი როგორი შეკრულები არიან? აბა ამოიღოს ჩვენთან ვინმემ ხმა ერის გადასარჩენად რა დღეში ვართ რეები ხდება იქვე ჩაგქოლავენ როგორც სახელმწიფი ისე ჩვენი თანამემამულეები . სააუკუნეები ვიბრძოდით დამოუკიდებლობისთვის საუკუნეები ეხლა უიარაღოდ დაპყრობილი ერი ვართ. გაიარეთ საღამოს აღმაშენებელზე რეეები ხდება . ნახეთ რამდენი მიწა და ქონებააა გასხვისებული ალბათ იმაზე ბევრად მეტი რაც რუსებმა წაგვართვეს მართლა ბევრად მეტი ..... ასე რომ გაუმარჯოს უმეცრობას ღალატს და თქვენს მოგონილ ვითომ ტოლერანტობას........
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები