"ბუნების მეგობარი სუპერმენის" პიროვნების კულტი - პუტინის ახალი ფოტოსესია ციმბირში
"ბუნების მეგობარი სუპერმენის" პიროვნების კულტი - პუტინის ახალი ფოტოსესია ციმბირში
პიროვნების კულტი - ეს მართვის ერთგვარი სტილია, როდესაც პოლიტიკური მოღვაწის როლის გადაჭარბებული გაზვიადება და მისთვის ისტორიის მსვლელობაზე გადამწყვეტი ზეგავლენის მიწერა ხდება. როგორც წესი, საკუთარი პიროვნების გაკულტება ახასიათებთ ავტორიტარ მმართველებს, რომელთაც ძირითადი პრობლემების გადაფარვა საკუთარი სიდიადის წარმოჩენით, საკუთარი შესაძლებლობების ხაზგასმით სურთ.
ამის მაგალითი საბჭოთა კავშირი და იოსებ სტალინის მმართველობის წლებია, რომლის პირდაპირ მემკვიდრედაც კი შეიძლება ჩაითვალოს რუსეთ
ის ამჟამინდელი ლიდერი, ვლადიმირ პუტინი.

კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ვლადიმირ პუტინის სურათები თუ როგორ ატარებს ის შვებულებას ციმბირში. სურათებზე პუტინს აცვია სამხედრო ტანსაცმელი, დადის კლდეებზე, ტყეში, სიყვარულით აკვირდება მცენარეებს... ყველასთვის გასაგებია, რომ ეს დადგმული ფოტოსესიაა, როგორც გამოცდილ მოდელს იღებენ ხოლმე რაიმე კლიპში, სწორედ დადგმული და გადაღებული და ეს პირველი შემთხვევა არ არის. გახსოვთ ალბათ, წელს ზემოთ შიშველ "სუპერ გმირად" წარმოჩენილი
პუტინის ფოტოები, რომელიც ხან თევზაობდა, ხან ნადირობდა...

მოგეხსენებათ, ციმბირი ძალიან მკაცრი კლიმატით გამოირჩევა, შემთხვევითი არ არის, რომ ფოტოებისთვის სწორედ ეს ადგილი შეარჩიეს. ამ ფოტოსესიამ უნდა აჩვენოს ხალხს, რომ რუსეთის ახლად არჩეული "ძველი" პრეზიდენტი კვლავ კარგ ფორმაშია და ყველაფერთან შეუძლია გამკლავება, ყველაფერი გამოსდის.

მან იცის პოლიტიკოსებთან ურთიერთობაც, იქნება ეს ქვეყნის გარეთ თუ შიგნით, შეუძლია საერთაშორისო პრობლემების გადაწყვეტა, ტერორიზმთან ბრძოლა, ციმბირში დადის დასასვენებლად (ალბათ ნადირობს კიდეც), ჰოკეისაც თამაშობს, ძიუდოს "ბეჭდაუდებელი ფალავანია..."  მოკლედ, ყველაფერი შეუძლია.

გასაგებია, რომ ეს არის პროპაგანდა, რომელმაც უნდა გადაფაროს ის პრობლემები, რომელიც ქვეყანას აქვს. ახლა რუსეთში ყველაზე მეტად აღელვებთ საპენსიო რეფორმა, რომლის მიხედვით საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის იზრდება 65 წლამდე, ხოლო ქალებისთვის 63 წლამდე. ეს ინფორმაცია პირველად 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას გაჟღერდა. რეფორმამ მოქმედება 2019 წლიდან უნდა დაიწყოს. ამის გამო რუსეთში, სხვადასხვა ქალაქებში გაიმართა საპროტესტო გამოსვლები, ძალიან ბევრი, ხელისუფლების მომხრეებიც კი, უკმაყოფილოები არიან ამ რეფორმით.

გარდა ამისა, ძალიან დიდი პრობლემაა რუსეთისთვის შეერთებული შტატების მხრიდან ბოლოს დაწესებული სანქციები, რომლის პირველი ნაწილი უკვე შევიდა ძალაში, თუმცა სახიფათო სანქციების მეორე ნაწილია. თუ 90 დღეში არ დადასტურდება, რომ რუსეთი ასრულებს აღნიშნულ და მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, მაშინ ძალაში შევა სანქციების მეორე ეტაპი, რაც გულისხმობს:

  1. ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების შემცირებას ან საერთოდ შეწყვეტას;
  2. რუსეთში ამერიკული პროდუქციის ექსპორტის ფაქტობრივ შეწყვეტას, გარდა სურსათის პროდუქტებისა;
  3. შეერთებულ შტატებში რუსული იმპორტის, მათ შორის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შეწყვეტას;
  4. ვაშინგტონის მიერ მოსკოვის კრედიტების დაბლოკვა საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების ხაზით;
  5. შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ნებისმიერი იმ ავიაკომპანიის თვითმფრინავების დაშვებას, რომელიც რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლდება (მათ შორის "აეროფლოტი");
  6. ამერიკული ბანკების მიერ კრედიტის გაცემის აკრძალვა.

გარდა სანქციებისა, საშიშია ოპოზიციაც, რომელსაც მხარდამჭერების რაოდენობა ემატება. ყველაზე ცნობილი ოპოზიციონერი კი ალექსეი ნავალნია. გარდა ოპოზიციონერობისა, ნავალნი იმითაც არის ცნობილი, რომ მას ხელისუფლება პერიოდულად იჭერს, რამდენიმედღიან პატიმრობას უსჯის და შემდეგ ათავისუფლებს. ნავალნი ახლაც დაკავებულია და 30-დღიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

რუსეთის ყველა პრობლემის ჩამოთვლას აქ ვერ დავიწყებთ, თუმცა მთავარი გარკვეულწილად უკვე აღვნიშნეთ - ეს არის არეულობის საფრთხე, ოპოზიციის გაძლიერება ქვეყანაში და საერთაშორისო საფრთხეები, სანქციები და სხვა.
გაუმკლავდება ამას პუტინი?

ევროპა-ამერიკის დაპირისპირებისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტის ცვალებადი მიდგომების ფონზე ყველაფერია მოსალოდნელი. დღეს ევროპელი ლიდერები უკვე თამამად ლაპარაკობენ რუსეთთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე (თუმცა შემდეგ იმასაც მოაყოლებენ, რომ ყველაფრის სათავე მაინც უკრაინაში ვითარების დარეგულირება უნდა იყოს). ანგელა მერკელმა საქართველოში (ამას ხაზგასმით აღვნიშნავთ) განაცხადა თანამშრომლობის აუცილებლობაზე - "ჩვენ არ შეგვიძლია უარი ვუთხრათ იმას, რომ ვითანამშრომლოთ რუსეთთან ნავთობისა და გაზის მიმართულებით".

საფრანგეთის პრეზიდენტმაც დაახლოებით იმავე შინაარსის განცხადება გააკეთა 27 აგვისტოს, უცხოეთის ქვეყნებში საფრანგეთის ელჩებთან შეხვედრისას: აუცილებელია სტრატეგიული პარტნიორობის მოგვარება რუსეთთან და თურქეთთან, ვინაიდან ამ ქვეყნებთან ურთიერთობის გადახედვის გარეშე "შეუძლებელია გრძელვადიან პერსპექტივაში ევროპის შენება და განვითარება".

ასეთი გზავნილები ევროპის ორი წამყვანი ქვეყნის ლიდერების მხრიდან, მეტყველებს იმაზე, რომ პუტინს მაინც აქვს გავლენა საერთაშორისო ასპარეზზე და ჯერჯერობით ექნება კიდეც.

დავუბრუნდეთ პუტინის ფოტოსესიას. რუსეთის მთავარი მოწინააღმდეგე ახლა შეერთებული შტატებია და მასთან ქიშპობა მხოლოდ ტანკებითა და სამხედრო ძალით ან საერთაშორისო სამიტებით არ მიმდინარეობს. ეს ხდება ლიდერების პირადი თვისებების დონეზეც. რუსეთის ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს, რომ 65 წლის პუტინი ფორმაშია და აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობს, შეიძლება ვთქვათ, ბევრად უფრო მამაკაცურია შტატების პრეზიდენტთან შედარებით, რომელიც გაპრეზიდენტებიდან მოყოლებული მუდმივად სკანდალებშია გახვეული (მათ შორის სექსუალურ) და ხანდახან ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებსაც აკეთებს.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
Moqalaqe s
31 აგვისტო 2018 08:58
მეტი იმედი ნუ მოგცეს ნურაფრის წმინდა ვოვამ :D
qutaiseli
30 აგვისტო 2018 12:35
ხო აპა სულ სტალინივით არაყავს მოვლილი ქვეყანა.დდ რა სტალინი ეგ კაცი ჩვეულებრივი ოლიგარქია და მილიარდელი და სტალინს ერთი კიტელი ქონდა და მისი ოჯახის წევრები კიდე გადახედეთ როგორ ცხოვრობდენ. და მერე ამისას შეხედეთ.ისე ავტორს ეტყობა დღევანდელი დაქცეული საქართველოც მაგრად მოწონს მშიერი პატარები და მილიონზე მეტი გადახვეწილი მიგრანტი აი ესე უნდა იქცეოდეს ხელისუფალი აპა ისა კარგი ხალხი დასაქმებული და დანაყრებული როა.რასაც ეხლა ჩადის ხალხი დასახვრეტები კიარა ჩამოსაკიდებლები არიან ერთი ადგილით ჩვენი პოილტიკანების თამადობით მარა ვინაა მომკითხავი.ვენაცვალე ტრამპს სულსრო აძრობს ყველა ვირეშმაკ ფსევდოლიბერალს. რადონეზე აწია ქვეყნის ეკონომიკა თავისი მაგარი ხელით და პრინციპულობით არა ბიჭო ის ბუზიყლაპია ჯობდა რო ყავდათ ან ის მოცეკვავე კლოუნი.გადცდომები ყველა დიდ ლიდერს ქონია მაგრამ შედეგია მთავარი როცა დიდ ქვეყანას მართავ ეხლა ტრამპმა რო ისე იაზროვნოს როგორც მას ოპოზიცია ან პრესა უტევს დაემხობოდა ამერიკა თავზე.დდ
სერგი
30 აგვისტო 2018 10:48
საპენსიო ასაკის გაზრდა არის რეფორმა? ეს არის კონტრრეფორმა! პუტინი იმაზე მეტს იქაჩება, ვიდრე შესაძლებლობა აქვს და სანამ მთლად არ ჩაძირავს ხალხს ჭაობში, მანამ ვერ ხვდებიან ეს გონებაჩლუნგები, რომ სხვისი დაჩაგვრით საკუთარ კეთილდღეობას ვერ უზრუნველყოფ. ირგვლივ ყველა მეზობელი ეჭვის თვალით უცქერის რუსეთს. ზოგთან დიდი მტრობა აქვს, პრორუსი მეზობლებიც კი ვერარ იტანენ პუტინ-მედვედევის უპერსპექტივო მთავრობას. დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები ნელა, მაგრამ მტკივნეულად აისახება მის არამდგრად ეკონომიკაზე. გააგრძელებს აგრესიას-უფრო მოუჭერენ..მერე მშიერი ხალხი წვდება ყელში და გადაუვლის საკუთარ "ბატიუშკას". აი, მერე კი იქნება ქაოსი და გაუგებრობა.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები