ასადი იდლიბს კვლავ ბომბავს - რას იზამს ამერიკა, დაბომბავს რუსეთისა და ირანის ძალებს სირიაში?
ასადი იდლიბს კვლავ ბომბავს -  რას იზამს ამერიკა, დაბომბავს რუსეთისა და ირანის ძალებს სირიაში?
"სამთა კავშირი" - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველას ახსოვს ეს სიტყვები. მაშინ ალიანსში გერმანია, ავსტრია-უნგრეთი და იტალია იყვნენ გაერთიანებული.

დღეს რუსეთი-თურქეთი-ირანის კავშირს შეიძლება გვეწოდებინა "ახალი სამთა კავშირი", თუმცა მათი ალიანსი არც ისე მყარი ჩანს. თეირანში გამართულმა სამიტმა აჩვენა, რომ მათი მოკავშირეობა დროებითია და როგორც კი სამი ქვეყნის ინტერესები ერთმანეთს დაუპირისპირდება მათ შორის თანხმობის მიღწევა პრაქტიკულად წარმოუდგენელი იქნება.

რა მოხდა თეირანში 7 სექტემბერს?
ვლადიმირ პუტინმა, ჰასან რუჰანიმ და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა
ისაუბრეს სირიაში, იდლიბთან დაკავშირებით და ვერ შეთანხმდნენ.

ერდოღანმა, როგორც სირიელი ამბოხებულების მხარდამჭერმა იდლიბში ცეცხლის შეწყვეტა და ზავი მოითხოვა. ეს იქნებოდა დე ფაქტო აღიარება იმისა, რომ იდლიბში გამაგრებულ 10-დან 30 ათასამდე ამბოხებულს იქ დარჩენის უფლება მიეცემოდა, თურქეთი კი იდლიბის საზღვარზე განლაგებულ საკუთარ ფორპოსტებს შეინარჩუნებდა. ასეთ შემთხვევაში
მოლაპარაკებები იდლიბთან დაკავშირებით დროში გაიწელებოდა, წლების განმავლობაში გაგრძელდებოდა, თურქეთს კი სირიის მთავრობის წინააღმდეგ უკვე ძლიერი ბერკეტი ექნებოდა. რაც მეტი დრო გავიდოდა, თურქეთი მით უფრო მოიკიდებდა ფეხს სირიაში. ასეთი იყო ერდოღანის გათვლა.
ერდოღანმა დელიკატურად სცადა ამ საკითხზე პარტნიორების დათანხმება, თუმცა პუტინმაც დელიკატურად მიახვედრა, რომ რუსეთს სირიასთან მიმართებით პრინციპული პოზიცია აქვს. მან აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარს აზრი არ ექნებოდა, ვინაიდან მოლაპარაკებებს ისლამისტი ტერორისტები არ ესწრებოდნენ.

"ფაქტია, რომ ამ მაგიდასთან შეიარაღებული ოპოზიციის წარმომადგენლები არ არიან. მით უმეტეს არ არიან ჯაბჰატ ალ-ნუსრას, "ისლამური სახელმწიფოს" ან სირიის არმიის წარმომადგენლები. ვფიქრობ, რომ ზოგადად თურქეთის პრეზიდენტი მართალია. ეს (ცეცხლის შეწყვეტა) კარგი იქნებოდა. მაგრამ მე მათ მაგივრად საუბარი არ შემიძლია, მით უმეტეს ვერ ვისაუბრებ ჯაბჰატ ალ-ნისრას ან "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტების ნაცვლად, რომ ისინი შეწყვეტენ სროლას ან დრონებით ბომბების გამოყენებას", - ამ სიტყვებით პუტინმა ერდოღანს პრაქტიკულად სილა გააწნა და მიანიშნა, რომ სირიაში მისი სამხედრო ძალების არსებობა დროებითია.

თეირანის სამიტამდე და სამიტის შემდეგ იდლიბის რაიონების დაბომბვამ კი უბრალოდ გაამყარა პუტინის სიტყვები. ეს ერთგვარი მინიშნებაც იყო როგორც ერდოღანის, ისე დანარჩენი ქვეყნების მიმართ, რომ სირიის კონფლიქტში ახლა წამყვანი როლი რუსეთს აქვს.

ყველაზე მთავარი კითხვა ახლა ის არის, თუ რას იზამს ამერიკა.
დღეს უკვე ისმის ორივე მხარის, რუსეთისგანაც და შტატებისგანაც, რომ ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის ემზადებიან. რუსეთმა ამერიკა ფოსფორის ბომბის გამოყენებაშიც დაადანაშაულა (ამ ბომბის აფეთქების შედეგად წარმოიშვება სქელი თეთრი ღრუბელი, ბომბი გამოიყენება ხანძრის გასაჩენად). პენტაგონი რუსეთის ბრალდებას უარყოფს. იდლიბის მცხოვრებლები კი სირიის მთავრობას ადანაშულებენ ბარელის ბომბის ჩამოგდებაში (ასეთ ბომბში 1000 კილოგრამამდე ასაფეთქებელია მოთავსებული, მათ შორის შრაპნელი). ამას სირიის მთავრობა, რა თქმა უნდა, უარყოფს.

გამოიყენებენ თუ არა ქიმიურ იარაღს არავინ იცის, თუმცა პროვოკაციას ორივე მხარისგან უნდა ველოდოთ. The Wall Street Journal-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ სირიის პრეზიდენტმა საკუთარ ჯარებს უფლება მისცა ქიმიური იარაღი გამოიყენონ "ბოევიკების" წინააღმდეგ, შტატები კი არ გამორიცხავს შეტევის განხორციელებას სირიის, ირანისა და რუსეთის ძალებზე.

რამდენად მართალია ეს ხმა ძნელი სათქმელია, თუმცა ასეთ დარტყმას საპასუხო დარტყმაც აუცილებალდ მოჰყვება. სირიის მთავრობის ძალებზე შეტევას რუსეთი გადაყლაპავს, ვინაიდან იცის, რომ ეს ერთჯერადი სადამსჯელო მოქმედება იქნება და სირიაში პროცესების განვითარებას ხელს არ შეუშლის, ისე როგორც აქამდე არ შეუშლია. თუკი ამერიკა და საერთაშორისო კოალიცია ღიად დაბომბავს რუსეთის ძალებს, მაშინ პუტინს ორი არჩევანი ექნება - ან პასუხის გაცემა, ან საერთაშორისო პოლიტიკაში თავის მოჭრა.

აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთი შეტევის განხორციელება ძალიან სარისკოა. სირიაში რამდენიმე თვის წინ ამერიკულმა ძალებმა უკვე განახორციელეს რუსებზე თავდასხმა, თუმცა ისინი დაქირავებულები იყვნენ. მსხვერპლი ძალიან დიდი იყო - დაახლოებით 300 ადამიანი, მაგრამ მაშინ რუსეთმა მწარედ გადაყლაპა ეს შეტევა. უნდა ითქვას, რომ მათ თავის დაძვრენის საშუალებაც ჰქონდათ - მთავრობამ ხელი დაიბანა და ყველაფერი დაქირავებულებს შეაწმინდა, რომლებიც სირიაში "საკუთარი ნებით" იყვნენ ჩასული. The Wall Street Journal-ის სცენარის შემთხვევაში ასეთი საშუალება აღარ იქნება.

მეორე ვარიანტი პუტინს ქვეყნის შიგნითაც შეუქმნის პრობლემებს. 9 სექტემბერს, ადგილობრივი არჩევნების მიმდინარეობის პარალელურად რუსეთის 25 ქალაქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ. თუ საერთაშორისო არენაზე, მით უმეტეს სირიაში პუტინი ვერ გაიმარჯვებს, ეს საპროტესტო ტალღა ახალ განვითარებას მიიღებს, რაც ნამდვილად არ იქნება კარგი რუსეთის ხელისუფლებისთვის.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მკითხველის კომენტარი (9)
Alex.F.
15 სექტემბერი 2018 19:40
შენ პატრიოტი კი არა სულით მონა ხარ! მოვა შენი და შენისთანების ლუსტრაციის დროც! დედა რუსეთი იმაზე ადრე დაიშლება და დამარცხდება ვიდრე წარმოგიდგენიათ!
asea es
13 სექტემბერი 2018 15:43
პუტინი მაგარი პოლიტიკოსია აბა რა აბა ამას მოხერხება არ უნდოდა გადაემტერებინა თითქმის რუსი ხალხი უკრაინელებს ვგულისხმობ 45 მილიონიანი სახელმწიფო. თავს დაესხა მართლმადიდებელ ქვეყანას, ისეთ ქვეყანას რომლებსაც მათ ქვეყნის განვითარებისთვის, უფრო სწორად კეთილდღეობისთვის, დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს ვგულისხმობ. აი ეს არის პუტინი
...
12 სექტემბერი 2018 15:45
ვაი ტკენს პატრონს კლავიატურის ლომებო ტკვენ რა გესმიტ ამ ცხოვრების სახლიდან არ გამოდიხარტ გარეტ.ადრე რუსეტის ფეხკვეშ იკავიტ ახლა ამერიკას უკიცინებტ კუდს კარტულად იაზროვნეტ კარტულად
თამარი
12 სექტემბერი 2018 09:22
პუტინი ჩალით გატენილ მუსკულებს ა თამაშებს და მეტი არაფერი. მას დაჟანგებული და ჩა მოწერილი ტანკის და იარაღის უფრო მეტი რესურსი აქვს ვიდრე სამხედროში პერსონალის . მის სამხედროში პერსონალს მხოლოდ ჩეჩნები სომხები აზერები აფხაზები და ოსები შეადგენენ. სულ მცირე ნახევარი მილიონი შეუგროვდეს ამერიკას კი მხოლოდ მოხალისეების სახით სამხრეთ ამერიკიდან ხუთი მილიონი ერთი შებერვით შეუგროვდება .
რაც მართალია ამერიკას არ უნდა ისეთ იმ ში ჩაებას რომელიც მესამე მსოფლიოს წამოიწყებს . ეგ ერთი
მეორე კი სააკაშვილივით ვოვკას მუსკულების თამაშის ანკეს ზე არ წამოეგება არც ჩინეთტან ირანთან და სირიასთან მოკავშირებანას თამაშის ანკესზე .
მარტო ვოვკას იმაზე შეუდგა წყალობით პენსიონრებს საპენსიო წლები რომ გაუზარდა თითქოს იმდენი სამუშაო ადგილი აქვს რომ კადრები არ ჰყოფნიდეს . მალე წელი ში გადატყდება ბზით გაბერილი ივანუშკა საფრთხობელასავით .
omayomarii
11 სექტემბერი 2018 18:22
რუსეთი არის ეკონომიკურად და კულტურულად განუვითარებელი, აგრესიული ქვეყანა რომელიც მხოლოდ უხეში ძალის გამოყენებით ცდილობს მიაღწიოს მიზანს და როგორც წესი საპირისპირო შედეგს იღბს თუმცა რაღაცრაღაცეების გაფუჭებასაც ახერხებს, რასაც მერე შიდამოხმარებისთვის წარმატებებად წარმოაჩენს პუტინი და ამით ინარჩუნებს გარკვეულ მხარდაჭერას, თუმცა ეს მუდმივად ვერ გაგრძელდება და კ რ ა ხ ი გ ა რ დ ა უ ვ ა ლ ი ა.
ომარი
11 სექტემბერი 2018 15:09
პატივცემულო იოანე, ნუ დაეყრდნობით იმას, რა დაწერა The Wall Street Journal-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. პრეზიდენტმა ტრამპმა ამ ჟურნალს; სხვა ამერიკულ ჟურნალებთან ერთად, ფეიკ-ნიუსების გამავრცელებელი უწოდა. რაც სირიის პრეზიდენტის მიერ თავისი ჯარებისათვის ქიმიური იარაღის გამოყენების უფლების მიცემას ადამიანების ყელისმჭრელი ტერორისტების და არა "ბოევიკების" წინააღმდეგ, სირიის პრეზიდენტს ეს არ სჭირდება, რამეთუ მისი ჯარები, რუსეთის ჯარების დახმარებით, მათ ბომბავს. ქიმიური იარაღის გამოყენება მათ სურთ, ვისაც ამის სირიის პრეზიდენტისათვის დაბრალება და მისი დაბომბვა ნებავს. იოანე, წინა წერილის კომენტარში შეგაქეთ და ქებამ ხომ არ გაწყინათ?
Gvardaketebuli "gaqartvelebuli"
11 სექტემბერი 2018 14:17
Ruseti magaria. Saqartvelosac Raipyrobs da mashin gveshveleba. Mere raa , rom dangreuli Siriis agdgena ar sheudzlia. Samagierod dangreva da xocva gamosdis kargad
გია
11 სექტემბერი 2018 13:00
გადაჭარბება გვიყვარს ქართველებს. ჯერ გაუგებარია საერთაშორისო დონეზე პუტინის დიდი პოლიტიკოსობა რაში გამოვლინდა. სირია,რომ ააოხრა თუ საქართველოსა და უკრაინას ტერიტორიებს ოკუპაცია, რომ გაუკეთა?
არავის არ აწყობს ომი, თორემ ნათლად სჩანს ვინ უფრო მაგარია და ვის რა რესურსები გააჩნია. ამერიკამ, რომ დაარტყას ასადს პუტინი რას იზამს, რა პასუხს გასცემს. რუსეთი მაგარია სუსტებთან მიმართებაში- საქართველო, უკრაინა, სირია.
ცოტა ხანში, როგორც სჩანს რუსეთს ჩინეთიც გადაასწრებს.
ესაა რეალობა და რუსები და მათი მხარდაჭერები ამას უნდა შეეგუონ.
პატრიოტი
10 სექტემბერი 2018 18:51
პუტინი მსოფლიოში პირველი პოლიტიკოსია (ამას ადასტურებს, აგრეთვე,აშშ-ში ჩატარებული გამოკვლევა) და,როგორც ისტორია ადასტურებს, ასეთი ადანიანები პოზიციებს არ თმობენ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები