ჰამასის "პოლიტიკური გამარჯვება" და ამერიკის ორმაგი თამაში ახლო აღმოსავლეთში
ჰამასის "პოლიტიკური გამარჯვება" და ამერიკის ორმაგი თამაში ახლო აღმოსავლეთში
დაპირისპირება ისრაელის თავდაცვის ძალებსა და ღაზას სექტორში არსებულ ტერორისტულ ორგანიზაცია "ჰამასის" დაჯგუფებებს შორის სამწუხაროდ უცხო არ არის, თუმცა 12 ნომბერს დაწყებულმა შეტაკებებმა სრულმასშტაბიანი ომის გაჩაღების საშიშროება წარმოშვა. ეს ინციდენტი კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რა ძნელია მშვიდობის მიღწევა რეგიონში.

ისრაელის მხრიდან ჩატარებული ფარული ოპერაცია ჩავარდა. "ჰამასის" მხრიდან ოპერაციას 7 ადამიანი ემსხვერპლა, ისრაელის მხრიდან ერთი ოფიცერი, თუმცა ოპერაციის გამჟღავნებიდან მალევე ღაზას მხრიდან ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა ისროლეს. დაახლოებით ორი დღის განმავლობაში "ჰამასმა"
ისრაელის მიმართულებით 460 რაკეტა ისროლა, ისრაელის მხარემ კი ღაზაში 160 ადგილი დაბომბა.
ღაზას სექტორი
დაპირისპირება თავისი მასშტაბებით 2014 წლის მოვლენებს შეადარეს. მაშინ ომი 50 დღე გაგრძელდა. პალესტინელების მხრიდან 2100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ისრაელის მხრიდან კი 66 ჯარისკაცი და შვიდი სამოქალაქო პირი.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ეგვიპტისა და გაეროს ჩარევით
მიაღწიეს, თუმცა ეს შეთანხმება ისრაელის თავდაცვის მინისტრისთვის ავიგდორ ლიბერმანისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და გადადგა. მისმა გადადგომამ კი საფრთხე შეუქმნა პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს სამთავრობო კოალიციას, რომელიც შეიძლება დაიშალოს და ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ლიბერმანი გადადგა იმ პროტესტით, რომ ისრაელის მხრიდან პასუხი ბოლო დაპირისპირებაზე ძალიან რბილი იყო. ეს ნაბიჯი "ჰამასმა" საკუთარ პოლიტიკურ გამარჯვებად შეაფასა.
ისრაელის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ავიგდორ ლიბერმანი
ნეთანიაჰუს ბუნებრივია, რომ არ სურს ვადამდელი არჩევნები და მოლაპარაკებებს აწარმოებს მხარეებთან, მაგრამ მინისტრთა კაბინეტის ზოგიერთი წევრი ემხრობა ვადამდელი არჩევნების ჩატარებას.

ბენიამინ ნეთანიაჰუ და კორუფციული გარიგებები
ეს არჩევნები ორმაგად წამგებიანია ნეთანიაჰუსთვის. ერთი მხრივ, მან შეიძლება დაკარგოს მმართველობის სათავეები, ხოლო მეორე მხრივ, მასზე მიმდინარეობს გამოძიება. მას ედავებიან კორუფციულ გარიგებას ავსტრალიელ ბიზნესმენთან ჯეიმს პაკერთან და ისრაელელ მილიარდერ არნონ მილჩენთან. მათი ინტერესების დაცვის სანაცვლოდ ნეთანიაჰუმ დაახლოებით $270 000 მიიღო - ასეთია პოლიციის შეფასება.

შესაბამისად, ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში გამოძიება შეიძლება ახალი ენერგიით გაგრძელდეს და ნეთანიაჰუსთვის ცუდად დასრულდეს.
ბენიამინ ნეთანიაჰუ
ამერიკის ორმაგი თამაში ახლო აღმოსავლეთში
რა თქმა უნდა, ტერორისტულ მოქმედებებს ყველა გმობს და ყველა ეწინააღმდეგება "ჰამასის" მხრიდან განხორციელებულ ქმედებებს ისრაელის წინააღდეგ, თუმცა ყოველთვის ჩნდება კითხვა - ბოროტად ხომ არ იყენებს ისრაელი საკუთარ უპირატესობას ღაზაში მცხოვრები პალესტინელების წინააღმდეგ?

დაძაბულობა ღაზაში მცხოვრებ პალესტინელებსა და ისრაელს შორის მიმდინარე წლის მარტში გამძაფრდა. დაიწყო მასობრივი დემონსტრაციები, რაც ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას მოჰყვა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებისა და იქ ამერიკის საელჩოს გადატანის შემდეგ.

საპროტესტო გამოსვლებს პალესტინელების მხრიდან 170-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 10 000-ზე მეტი კი დაშავდა. სწორედ ამ კითხვებმა გააჩინა კითხვა ადამიანის უფლებათა დამცველებში, თუ რამდენად მართებული იყო ისრაელის მხრიდან პასუხი ამ გამოსვლებზე.
აქვე შეგვიძლია კიდევ ერთხელ დავსვათ კითხვა, თუ რამდენად მართებულია დასავლეთის, განსაკუთრებით კი ამერიკის დამოკიდებულება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

ამერიკა ხშირად თვალს ხუჭავს მოკავშირეებთან მიმართებით. ეს საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობამაც და ამერიკის პასუხმაც დაადასტურა.

მართალია დონალდ ტრამპმა 17 საუდელს სანქციები დაუწესა, საუდის არაბეთში კი ხაშოგის მკვლელობაში 5 ბრალდებულის სიკვდილით დასჯა მოითხოვეს, მაგრამ ეს საკმარისი ნამდვილად არ არის.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
Zuka
16 ნოემბერი 2018 16:51
Vinc icnobs saudis arabetis politikur struqturas kargad icis rom es operacia princis ushualo charevis gareshe ver daigegmeboda. Tumca rogorc amboben trampsa da gansakutrbit mis sizes kushners mati piradi interesebi akavshirebt axalgazrda da metad ambiciur da agresiul monarqtan. Arc trampis oponentebi icuheben mainca da mainc tavs am incidentis safuzvliani gamoziebis mothovnit. Shua saukuneebshi charchenili tirania saxelcodebit saudis arabeti amerikis favoritia regionshi. Sahezea adamianis uflebebis sruli ugulvelyofa da ormagi standarti amerikisa da zogadad dasavletis mxridan.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?